როგორ დავიცვათ გული ინფარქტისაგან
მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. როგორც კვლევის შედეგების ანალიზით დგინდება, ყოველდღიური ვარჯიში შეიძლება შევადაროთ ანტიოქსიდანტების მოქმედებას. ამ საკითხზე საინტერესო ინფორმაცია და მონაცემები გამოქვეყნებულია სამეცნიერო გამოცემაში Brain, Behavior and Immunity.
კვლევის ავტორი, პროფესორი სიუზი ხუნი სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტიდან აცხადებს, რომ ფიტნესს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, გამაახალგაზრდავებელი და ანტიდამჟანგავი მოქმედება.
გარდა ამისა, მარტივი ვარჯიშის შემდეგაც კი თურმე სისხლში ქვეითდება საშიში ცილის - TNF-ალფას დონე. ეს უკანაკსნელი პასუხიმგებელია ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებისა და ვირუსული თუ სხვა სახის ინფექციების შეტევის საპასუხოდ ორგანიზმის რეაქციაზე.
ამიტომაც, აუცილებლად დაუთმეთ დრო ყოვედღიურად ფიზიკურ ვარჯიშს, თუნდაც ხანმოკლე, რამდენიმეწუთიანს.
თინათინ გოცაძე