როცა ინსულინის დონე მომატებულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ინსულინის დონე მომატებულია

ამის საკომპენსაციოდ კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრეასი) გამოიმუშავებს ინსულინის გარკვეულ რაოდენობას; ეს უკანასკნელი დამოკიდებულია საკვების შემადგენლობაზე. ზოგჯერ ორგანიზმის მგრძნობელობა ინსულინისადმი ქვეითდება და საჭირო ხდება სულ უფრო მეტი რაოდენობის ინსულინი. რაღაც ეტაპზე პანკრეასი ვეღარ უმკლავდება შექმნილ მდგომარეობას და გლუკოზის მაჩვენებელი სისხლში იმატებს (დიაბეტის წინა მდგომარეობა – ე. წ. პრედიაბეტი და შაქრიანი დიაბეტი).

ინსულინის დონე მომატებულია, თუ:

  • ადამიანი მუდმივად შეიგრძნობს შიმშილს, შეუძლია წაიხემსოს მაშინაც კი, თუ ახალდანაყრებულია;
  • გაძლიერებული აქვს ტკბილზე მოთხოვნილება, უჭირს ერთ ულუფა ნახშირწყლოვან საკვებზე შეჩერება;
  • განიცდის გაღიზიანებას, აღენიშნება კანკალი, მოუსვენრობა საკვების მიღებამდე;
  • აქვს არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, აღენიშნება საკვერცხის დაავადებები, კისტები, აკნე, თმის გაძლიერებული ზრდა;
  • აქვს „კარგი“ ქოლესტერინის დაბალი დონე, 140/90-ზე მაღალი არტერიული წნევა;
  • აღენიშნება კანის ქავილი და ძნელად შესახორცებელი ჭრილობები.

ინსულინის როლი ორგანიზმის უჯრედების მიერ გლუკოზის უტილიზაციაში გამოიხატება, ეს იმას ნიშნავს, რომ უჯრედები გლუკოზას ენერგიის წყაროდ (საწვავად) იყენებენ ან ცხიმის სახით ინახავენ.

როდესაც უჯრედებს ინსულინისადმი მგრძნობელობა უქვეითდებათ (ინსულინრეზისტენტობა), ორგანიზმი ცდილობს აღნიშნული ჰორმონის დიდი რაოდენობით გამომუშავებას. ინსულინრეზისტენტული პირების ორგანიზმში, ჩვეულებრივ, გაცილებით მეტი ინსულინი გამომუშავდება, ვიდრე ჯანმრთელი პირების ორგანიზმში.

ინსულინის ჭარბად გამოყოფის დროს აღინიშნება ჰიპერინსულინემია, ანუ სისხლში მისი მაღალი შემცველობა.

ინსულინისადმი რეზისტენტობის სიმპტომებია:

  • ადვილად დაღლა, მოდუნებულობა;
  • შიმშილის განცდა;
  • ყურადღების კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები (ე. წ. ტვინის ბურუსი);
  • წონის მატება;
  • არტერიული წნევის მომატება;
  • ქოლესტერინის დონის მატება.

საყურადღებოა, რომ თავდაპირველად ინსულინრეზისტენტობა არ გამოიხატება სიმპტომებით, ესა თუ ის ნიშანი ვლინდება მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონე იმატებს და დასაბამი ეძლევა გვერდით მოვლენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ინსულინრეზისტენტობა გადაიზრდება დიაბეტის წინა მდგომარეობაში (ე. წ. პრედიაბეტი) ან მეორე ტიპის დიაბეტში, სიმპტომები განსაკუთრებულად მკვეთრად ვლინდება. ასეთ დროს გლუკოზის დონე მომატებულია სისხლში და გამოხატულია დიაბეტი ტიპი 2-ის სხვა კლასიკური სიმპტომები.

გასათვალისწინებელია:

  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა 72%-ს აღენიშნება D ვიტამინის დეფიციტი. კვლევების თანახმად, D ვიტამინის მიღება პაციენტთა დიდ ნაწილში ხელს უწყობს შაქრის დონის ნორმალიზებას;
  • დიაბეტით დაავადებულთა 40%-ს აღენიშნება მაგნიუმის დეფიციტი. აღნიშნული ელემენტი აუმჯობესებს დაავადებულთა შეგრძნებას და მდგომარეობას, რადგან ამ ელემენტს ორგანიზმი იყენებს ინსულინის გამომუშავებისთვის;
  • ქრომის დეფიციტიც აფერხებს უჯრედების მიერ შაქრის ენერგიად გარდაქმნას, რაც, თავის მხრივ, ზრდის ინსულინზე მოთხოვნილებას. ქრომის შემცველობის ნორმალიზება აბალანსებს გლუკოზის შემცველობას სისხლში.