ჯანმოს მონაცემებით, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება 210 მილიონ ადამიანს აღენიშნება
დღე (World Chronic Obstructive Pulmonary Disease Day, World COPD Day) აღინიშნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი) 210 მილიონ ადამიანს აღენიშნება. ფქოდის გამო სიკვდილიანობის თითქმის 90% მოდის დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებზე.
დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზებია: სიგარეტის მოწევა, თამბაქოს კვამლი, დაბინძურებული ჰაერი, ქიმიური ნივთიერებების ორთქლთან კონტაქტი. ექიმების პროგნოზით, თუ უახლოეს მომავალში ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული, ათი წლის განმავლობაში ფქოდით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30%-ით გაიზრდება.
ამ დღეს მთელს მსოფლიოში, ჯანდაცვის სპეციალისტები ატარებენ სამედიცინო გასინჯვებს, პროფილაქტიკურ და საინფორმაციო ღონისძიებებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს მოწევასთან ბრძოლისკენ მიმართულ სხვადასხვა აქციებს.
ლალი ჩხიკვაძე