ზურგის ტვინის თიაქრის ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანშია დასაშვები სექსი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ზურგის ტვინის თიაქრის ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანშია დასაშვები სექსი
ზურგის ტვინის თიაქრის ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანშია დასაშვები სექსი
სქესობრივი ცხოვრების საკითხი ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს აღელვებს. თიაქრის დროს სექსს ხშირად თან ახლავს

ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება, თუმცა ოპერაციის შემდეგ სექსი უკვე რამოდენიმე კვირაშია დასაშვები.
ყველასათვის ცნობილია, რომ სექსი სრულიად ანაცვლებს ფიზიკურ ვარჯიშს, მაგრამ მოცემულ მომენტში შეიძლება ერთის მხრივ, სწრაფ გამოჯანმრთელებას შეუწყოს ხელი, მაგრამ მეორეს მხრივ, ოპერაციის შემდგომი გართულების პროვოცირება მოახდინოს. ამდენად, პაციენტმა აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, რაც არ უნდა ინტიმურად მოეჩვენოს აღნიშნული საკითხი.

ხშირად ექიმები არა თუ უკრძალავენ, არამედ პირიქით ურჩევენ სექსს თიაქრის ოპერაციის შემდეგ, მაგრამ მკაცრად

დადგენილ ვადებში და რიგი შეზღუდვების გათვალისწინებით.

გაურთულებელი თიაქრის შემთხვევაში რეაბილიტაციის საშუალო ვადა სამ კვირას შეადგენს. ძალიან ბევრია დამოკიდებული თიაქრის ხასიათზე, სტადიაზე, ოპერაციის ჩატარების მეთოდზე და პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. ინტიმური ურთიერთობა დადებითად მოქმედებს პაციენტის მდგომარეობაზე და აქვეითებს დისკომფორტსა და ტკივილს, ასევე აუმჯობესებს განწყობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ზურგის ტვინის
თიაქრის ზოგიერთი სახეობა, სხვა სიმპტომებთან ერთად, იწვევს მენჯის ორგანოების ფუნქციის დარღვევას, მათ შორის იმპოტენციას, რაც პაციენტებისთვის ძალიან შემაშფოთებელია. თუმცა ტკივილის, ანთებითი პროცესების კუპირების და თიაქრის მოშორების შემდეგ, მათი ფუნქცია თანდათანობით აღდგება.

რეაბილიტაციის პერიოდში მნიშვნელოვანია ექიმის ყველა რეკომენდაციის დაცვა:

· ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა;

· კვების სწორი რაციონი;

· რეგულარულად სამკურნალო ფიზკულტურის გაკეთება;

· მავნე ჩვევებზე უარის თქმა;

· დასვენების რეჟიმის დაცვა.

ზურგის ტვინის თიაქრის ოპერაციის შემდეგ პაციენტები პრაქტიკულად მაშინვე გრძნობენ შვებას, აღარ არის ტკივილის სინდრომი, ნორმალიზდება და აღდგება სხვადასხვა ორგანოსა და სისტემების მუშაობა. თუმცა სექსთან დაკავშირებით აჩქარება არ შეიძლება. ინტენსიური რეაბილიტაცია იწყება ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ.

ოპერაციის შემდეგ პირველ დღეებში პრაქტიკულად ყველა პაციენტი უჩივის ჭრილობის ტკივილს. ფიზიკური დატვირთვა, მათ შორის სექსიც არ შეიძლება.

სექსუალურ კონტაქტს განსაკუთრებული სიფრთხილით მიდგომა სჭირდება. კონტაქტი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ჭრილობის ადგილზე ტკივილის შემთხვევაში. დაუშვებელია სექსი შეშუპების ან ჰემატომის დროს.

ლალი ჩხიკვაძე


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
რობოტები ნელა, მაგრამ მყარად იკავებენ ადამიანის ცხოვრებაში გარკვეულ ადგილს. კერძოდ, ინჟინრები
25-06-2018
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
21-05-2018
თუ ადამიანს არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს, გულის მხრივ გადახრების განვითარების რისკი მაღალია.
15-04-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
CPAP-თერაპია ძილის აპნოეს მკურნალობის მეთოდია, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გზით უწყვეტი
რობოტები ნელა, მაგრამ მყარად იკავებენ ადამიანის ცხოვრებაში გარკვეულ ადგილს. კერძოდ, ინჟინრები
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერების მიერ შექმნილ ახალ მალამოს, მამაკაცის
თუ ადამიანს არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს, გულის მხრივ გადახრების განვითარების რისკი მაღალია.
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
19 ივლისი 2018
ამერიკელმა კარდიოლოგებმა ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე მავნე პროდუქტი დაასახელეს. დიეტურმა
19 ივლისი 2018
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ
თვალის ჩრდილი მაკიაჟის მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს უნივერსალური კოსმეტიკური პროდუქტია, რომელმაც
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული
გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს