ლიბიდო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლიბიდო

და მრავალი ფსიქიკური ფაქტორი. ლიბიდო ასევე დამოკიდებულია წელიწადის დროზე, სოციალურ მდგომარეობაზე, სამუშაოს ხასიათზე და სხვა. ლიბიდოს დაქვეითება ანუ სექსუალური ლტოლვის შესუსტება შესაძლოა გამოიწვიოს: ამა თუ იმ დაავადების (მათ შორის - გულის, კუჭის, ღვიძლის, ფილტვის, თირკმლის პათოლოგიების) მიმდინარეობამ, უგუნებობამ და საერთო ტონუსის დაქვეითებამ, დეპრესიამ, სტრესმა, დაძაბულმა სამუშაომ, ოჯახურმა პრობლემებმა, სამკურნალო საშუალებების გვერდითმა მოვლენებმა, მათ შორის - ნეიროლეპტიკების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მეთილდოფას, რეზერპინის, ქალური ჰორმონების მიღების დამთავრების შემდგომმა მოვლენებმა.

ლიბიდოსა და ორგანიზმის სექსუალურ ფუნქციას ენდოკრინული სისტემა განაგებს. ამ პროცესში მთავარ როლს ასრულებს მამაკაცის სქესობრივი ჰორმონის - ტესტოსტერონის დონე. ეს უკანასკნელი სათესლეებში გამომუშავდება. მის დონეს, ერექციასა და ეაკულაციას (თესლდანთხევას) თავის ტვინი და პერიფერიული ნერვული სისტემა აკონტროლებს, ამიტომ პრობლემებს, რომლებიც ნერვული სისტემის მოქმედებას უკავშირდება, ძალუძს, უშუალო გავლენა მოახდინოს სექსუალური სურვილის დონეზე. ჰორმონულ დარღვევებს, რომლებიც მამაკაცებში ლიბიდოს დაქვეითებას ან გაქრობას იწვევს (უკიდურესი გამოვლინება - სექსისადმი ზიზღი), როგორც წესი, მოსდევს ერექციისა და ეაკულაციის დარღვევაც. ამ შემთხვევაში შესაძლოა მამაკაცს განუვითარდეს ქალური ნიშნები - მაღალი ხმა, სხეულსა და ტანზე თმიანობის უქონლობა, ცხიმის დაგროვება მკერდის, თეძოებისა და ბარძაყების მიდამოში. უკიდურეს გამოვლინებად შესაძლოა იქცეს სექსუალური ორიენტაციის შეცვლა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს გამოკვლევა, რათა გაირკვეს, რამ გამოიწვია მამაკაცური ჰორმონების დაქვეითება ან დადგინდეს სხვა მიზეზები. ხშირად სექსუალური სურვილის უქონლობა ან ლტოლვის მკვეთრი დაქვეითება ფსიქოლოგიური ფაქტორით არის განპირობებუ

 

ეს ფაქტორი შეიძლება იყოს ქრონიკული ან პერმანენტული სტრესი, განგაშის განცდა, დეპრესია, განცდა, რომელიც სექსუალურ წარუმატებლობას უკავშირდება. ლიბიდოს დაქვეითება მამაკაცს შესაძლოა განუვითარდეს მკაცრი აღზრდის შედეგად ან იმ კულტურული ტრადიციების ფონზე, რომელიც ბავშვობაში ჩაუნერგეს. მრავალი პაციენტი ლიბიდოს დაქვეითების მიზეზად რეგულარული სქესობრივი პარტნიორის სექსუალური მიმზიდველობის დაკარგვას მიიჩნევს, თუმცა ამ დროს ვიზუალური ან პლატონური ინტერესი შენარჩუნებულია. სექსუალური კონტაქტებისგან ხანგრძლივი თავშეკავებაც ლიბიდოს დაქვეითებას ან მის გაქრობას იწვევს. ამრიგად, მამაკაცის ლიბიდოს დაქვეითება ერთგვარ მოჯადოებულ წრეს აჩენს - სექსუალური სურვილის დაქვეითებას სქესობრივი კონტაქტების უქონლობამდე მივყავართ, ხოლო სქესობრივი კონტაქტების უქონლობა იწვევს შეგუბებით მოვლენებს, ჰორმონების გამომუშავების დაქვეითებას და კიდევ უფრო ასუსტებს ლიბიდოს. ამასთანავე, ჩნდება ფსიქოლოგიური პრობლემები, მამაკაცს ეუფლება გაღიზიანება, განგაშის შეგრძნება, დეპრესია. ამ წრიდან თავის დაღწევა მხოლოდ ანდროლოგის ან სექსოლოგის დახმარებით არის შესაძლებელი.

 

როგორ მკურნალობენ ლიბიდოს დაქვეითებას

ითვლება, რომ მამაკაცები ყველგან და ყოველთვის მზად არიან, თუნდაც ქალის სილუეტი ჯერ მხოლოდ ჰორიზონტზე კრთოდეს, სექსოლოგები კი ამბობენ, რომ ბოლო ხანს საგრძნობლად გაიზარდა იმ მამაკაცთა რიცხვი, რომლებიც საკუთარი ლიბიდოთი უკმაყოფილონი არიან. არადა წინათ სქესობრივი ლტოლვის სისუსტეს უმთავრესად ქალბატონები უჩიოდნენ... საზოგადოდ, ამ სფეროში მკვეთრი საზღვრის გავლება ძნელია. ბევრი რამ მაინც გენეტიკურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. ადამიანთა დაახლოებით 30% მაღალი სექსუალურობის გენის მატარებელია, 60%-ს აქვს გენის ვარიანტი, რომელიც შედარებით დაბალ სექსუალურ ლტოლვას განსაზღვრავს, დანარჩენ 10%-ს კი - გენის სხვა ნაირსახეობები. აქედან გამომდინარე, დაბალი სექსუალური ლტოლვა შესაძლოა ადამიანისთვის ნორმა იყოს  და არა ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური პათოლოგია. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ერთმანეთში არ უნდა აურიოთ პოტენციის პრობლემები და დაქვეითებული სექსუალური ლტოლვა. ლიბიდო - ეს სქესობრივი სიახლოვის სურვილია, პოტენცია - ამ სურვილის ასრულების შესაძლებლობა და შესაძლოა, ეს ორი პათოლოგია ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც არსებობდეს გვერდიგვერდ.

ლიბიდოს დაქვეითების დიაგნოსტიკა და მკურნალობა პრობლემის მრავალფაქტორიან ანალიზს და პათოლოგიის ძირითადი მიზეზების გამოვლენას გულისხმობს. სათქმელად ადვილია, ხოლო შესასრულებლად - ძნელი. პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, მკურნალობა გამოცდილმა ექიმმა უნდა ჩაატაროს, თანაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს ინდივიდუალური გეგმა, რომელიც მკურნალობას კონკრეტული პაციენტისთვის მისაღები და ოპტიმალური გზით წარმართავს. მკითხველმა სხვადასხვა წყაროს მეშვეობით შესაძლოა გამოძებნოს ამა თუ იმ ვიტამინით (ან ვიტამინებით) დახუნძლული ან აფროდიზიაკებით (აღმგზნები ნივთიერებებით) გაჯერებული მკურნალობის (!) საეჭვო გზა. გვერწმუნეთ, ყურმოკრული მეთოდით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. სამაგიეროდ, შეგვიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ რელაქსაცია (მოდუნება), სტრესების თავიდან აცილება, რაციონალური კვება, ფიზიკური ვარჯიში და თვითრეალიზაცია - ცხოვრების ჯანსაღი წესის ის საფუძველია, რომელიც ხელს უწყობს ძლიერი (ნორმალური) სქესობრივი ლტოლვის შენარჩუნებას.