თვალი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
თვალი
დალტონიზმს სხვაგვარად ფერთა სიბრმავესაც უწოდებენ. ამ პათოლოგიის დროს ადამიანს უჭირს ამა თუ იმ ფერის აღქმა (გარჩევა). ეს ერთი შეხედვით არცთუ მასშტაბური პრობლემაა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ცხოვრების განსაზღვრულ სფეროებს, მაგალითად, ტრანსპორტს, ის მეტად სერიოზულ სახეს იძენს. რეალურად სწორედ ტრანსპორტმა მიაპყრო თავის დროზე საზოგადოების ყურადღება დალტონიზმს. 1875 წელს შვედეთში, ქალაქ ლაგერლუნდის მახლობლად, მოხდა მატარებლების ძლიერი შეჯახება, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ მემანქანე ვერ არჩევდა წითელ ფერს. ამის გამო მრავალ ქვეყანაში დალტონიზმით დაავადებულთათვის მართვის მოწმობების გაცემა შეიზღუდა. არსებობს პროფესიები, რომლებიც დალტონიზმით დაავადებულთათვის ასევე მიუწვდომელია - ქიმიკოსობა, მეზღვაურობა, სამხედრო სამსახური და სხვა.
მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა და გადაძაბვის შედეგია. საბედნიეროდ, საგანგებო ვარჯიშების მეშვეობით ყოველივე ამის თავიდან აცილება სულ იოლად შეიძლება. არსებობს მარტივ ვარჯიშთა კომპლექსი, რომელიც აკაჟებს თვალის მამოძრავებელ კუნთებს, ხსნის მათ სპაზმსა და დაძაბულობას, ამახვილებს და სიჯანსაღეს უნარჩუნებს მხედველობას. თვალების ვარჯიში განსაკუთრებით სასარგებლოა მოზარდებისა (ამ კომპლექსით მათ მხედველობის ხარისხიც კი შეიძლება გაიუმჯობესონ) და ხანდაზმულებისთვის (ვარჯიშები, გარდა იმისა, რომ ხსნის თვალების დაღლილობას, პროგრესირებად ახლომხედველობასაც აფერხებს).
ნაჩვენებია მე-8 გვერ 18 - დან
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად