ბლეფაროპლასტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბლეფაროპლასტიკა

ოპერაციას, ჩვეულებრივ, 35 წელს გადაცილებული ქალები იტარებენ, ზოგჯერ - გაცილებით ახალგაზრდებიც. ბლეფაროპლასტიკა ტარდება:

  • ზედა და ქვედა ქუთუთოების კანის ნაოჭის;
  • ქუთუთოების ცხიმოვანი ტომრების;
  • ქვედა ქუთუთოს არეში გაჩენილი ნაოჭების;
  • ქვედა ქუთუთოსა და თვალის კუთხეებში ღრმა ნაოჭების მოსაცილებლად;
  • დაშვებული თვალის კუთხეების ასაწევად;
  • თვალის ფორმისა და ჭრილის შესაცვლელად.

ბლეფაროპლასტიკის ჩატარება აკრძალულია:

  • მომატებული არტერიული ან თვალშიდა წნევის;
  • თვალის სიმშრალის;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადების;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადებების;
  • შაქრიანი დიაბეტის;
  • ონკოლოგიური დაავადებების;
  • სისხლის შედედების მოშლის შემთხვევაში.

მანიპულაცია ტარდება მხოლოდ სტაციონარულ პირობებში, ზოგადი ან ადგილობრივი ინფილტრაციული ანესთეზიით. ჩვეულებრივ, 1,5-დან 3 საათამდე გრძელდება. არ აზიანებს თვალის კაკალს, ამიტომ მხედველობისთვის სრულიად უვნებელია. მას, ვინც სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს ატარებს, ოპერაციამდე ოფთალმოლოგის კონსულტაცია და რეკომენდაციები სჭირდება.

ზედა ქუთუთოების პლასტიკა

ზედა ქუთუთოზე ნაკვეთი კეთდება თვალის ბუნებრივი ნაოჭების ადგილას, ისე რომ, როცა თვალი გახელილია, ოპერაციის შემდგომი ნაწიბური არ ჩანს. ზოგჯერ მანიპულაცია ითვალისწინებს საცრემლე ჯირკვლების "გასწორებას" და თვალის ირგვლივი კუნთების გაჭიმვას, აუცილებლობის შემთხვევაში იკვეთება ცხიმოვანი თიაქრები.

ქვედა ქუთუთოების პლასტიკა

ქვედა ქუთუთოების პლასტიკის დროს ნაკვეთი კეთდება წამწამების ხაზის ქვემოთ, საიდანაც ქირურგი აცილებს ჭარბ ცხიმს, კვეთს მოშვებულ და დასუსტებულ კანს და კუნთებს. ამის შემდეგ ჭრილობა იკერება კოსმეტიკური ძაფით. თუ პაციენტს აქვს ჭარბი ცხიმი ქვედა ქუთუთოებში და არ აღენიშნება კანის სიჭარბე, კეთდება ტრანსკონიუნქტიური ბლეფაროპლასტიკა. ამ მეთოდს უმთავრესად იმ ახალგაზრდა პაციენტებისთვის იყენებენ, რომელთაც სქელი და მკვრივი კანი აქვთ. ამ დროს ქვედა ქუთუთოს შიგნით კეთდება მინიატურული ნაკვეთი ან ხვრელი, საიდანაც ქირურგს ჭარბი ცხიმი გამოაქვს. ასეთი ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ნაკერები შეუმჩნეველია, კარდინალურად მცირდება აღდგენითი პერიოდი, ამასთანავე, არ ირღვევა მიმიკა, არ იცვლება თვალის ფორმა და ჭრილი.

ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია

სტანდარტული ბლეფაროპლასტიკის შემდგომ აღდგენითი პერიოდი 10-12 დღეა. პირველ დღეებში ჩარევის ადგილას ჩნდება შეშუპება და სილურჯე. მათ შესამცირებლად პირველ საათებში რეკომენდებულია ცივი საფენები. ნებისმიერ შემთხვევაში შეშუპებაც და სილურჯეც 2-3 კვირაში გაივლის. პირველი სამი დღის განმავლობაში რეკომენდებულია თვალის წვეთების გამოყენება, აგრეთვე - თვალებისთვის განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშების ჩატარება. ნაკერები იხსნება მე-3, ზოგჯერ მე-5-7 დღეს. ოპერაციის ყველაზე ხშირი გართულებაა სისხლდენა. ის შეიძლება განვითარდეს როგორც ოპერაციიდან რამდენიმე საათის, ისე რამდენიმე დღის შემდეგ. ოპერაციის შემდგომ პირველ თვეს რეკომენდებული არ არის ინტენსიური დატვირთვა, ცხელი შხაპი, წინ დახრა. ნებისმიერი მედიკამენტის მიღება ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული. ოპერაციის საბოლოო შედეგი ფასდება 1,5-2 თვის შემდეგ, როდესაც ბოლომდე ყალიბდება ნაწიბური და ქრება პოსტოპერაციული შეშუპება. თუ პაციენტმა ექიმის რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულა, ოპერაციის შედეგი 7-10 წელიწადს, ზოგჯერ - უფრო მეტხანსაც გასტანს. ყოველივე ეს დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებსა და პაციენტის ცხოვრების წესზე.