როგორ ვუმკურნალოთ კატარაქტას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ კატარაქტას

მის მიერ ჩამოთვლილი ჩივილები - თვალების გადაღლა, ძილიანობა, თავბრუხვევა, თვალების შეშუპება და სიმშრალე - საეჭვოა კატარაქტასთან იყოს დაკავშირებული, მით უმეტეს, ოპერაციიდან საკმაო ხანი გასულა. მართალია, კატარაქტა უმთავრესად ხანში შესულებს ემართებათ, მაგრამ არსებობს მხედველობის ორგანოს სხვა დაავადებებიც, რომლებსაც ასაკობრივი თავისებურებები ახასიათებს და აქ არც ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილებია გამორიცხული. ასეთებია, მაგალითად, ალერგიული კონიუნქტივიტი, ქრონიკული კონიუნქტივიტი, საცრემლე გზების ქრონიკული ანთება და სტენოზი, მშრალი თვალის სინდრომი. ამ დაავადებების ერთმანეთისგან გამიჯვნა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია, ამიტომ დიაგნოზიც მან უნდა დასვას. კონიუნქტივიტი თვალის გარეთა ლორწოვანი გარსის, კონიუნქტივის, ანთებაა. ის ვითარდება, როდესაც თვალის გარეთა ლორწოვან გარსზე ხვდება მიკრობი, სოკო, ვირუსი. მწვავე კონიუნქტივიტი ნებისმიერ ასაკში გვხვდება, ხოლო ქრონიკული უმთავრესად მოზრდილთა დაავადებაა. ის ნელ-ნელა ვითარდება და საბოლოოდ აზიანებს ორივე თვალის ლორწოვან გარსს. მისი ძირითადი მიზეზებია თვალის გარეთა ლორწოვან გარსზე გამღიზიანებლის - კვამლის, მტვრის, ქიმიური საყოფაცხოვრებო საშუალებების - ხანგრძლივი ზემოქმედება, ავიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ცხვირისა და საცრემლე გზების ქრონიკული ანთება, ხანგრძლივი სამუშაო ცუდი განათების პირობებში. ალერგიული კონიუნქტივიტი კი თვალის გარეთა ლორწოვან გარსზე ალერგენების: წამლების, კოსმეტიკის, მტვრის, სინათლის, მაიონიზებელი გამოსხივების - მოქმედების შედეგია. ხშირად ემართებათ საცრემლე გზების ანთება და სტენოზი ხანში შესულებს, განსაკუთრებით ქალებს. თვალების გადაღლა 21-ე საუკუნის ადამიანის პრობლემაა. მომატებულია ულტრაიისფერი გამოსხივება, კონდიცირებულია ჰაერი, ინტენსიურად ვიყენებთ კომპიუტერს. ყოველივე ეს იწვევს თვალის წვას, ქავილს, ჩაწითლებას და გადაღლას, როგორც ახლა უწოდებენ - მშრალი თვალის სინდრომს, რომელიც, რა თქმა უნდა, სპეციფიკურ მკურნალობას მოითხოვს. თავბრუხვევა კი, არ არის გამორიცხული, არასწორად შერჩეული სათვალის ბრალიც იყოს.


- კატარაქტას დავუბრუნდეთ. რა დაავადებაა ეს?

- დავიწყებ იმით, რომ მხედველობის ორგანოს დაავადებების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადრეულ დიაგნოსტიკას. ბევრი ხანში შესული ადამიანი მხედველობის დაქვეითებას ასაკს მიაწერს და ექიმთან ვიზიტის გარეშე, თვითნებურად არჩევს სათვალეს. ეს, რა თქმა უნდა, გაუმართლებელია, რადგან მხედველობის დაქვეითება შესაძლოა არა ასაკთან, არამედ თვალის სხვა პათოლოგიასთან - გლაუკომასთან, კატარაქტასთან, მაკულოდისტროფიასთან იყოს დაკავშირებული. კატარაქტის დროს ბროლი ნაწილობრივ ან მთლიანად იმღვრევა. ბროლი თვალის ბუნებრივი ლინზაა, რომელიც გუგის უკან მდებარეობს. მისი ფუნქციაა, გაატაროს გარემოდან შემოსული სინათლის სხივები და ასახოს გარემომცველი საგნების გამოსახულება ბადურაზე. ბროლი წარმოადგენს თვალის ანატომიურ ელემენტს, რომელიც ფოტოაპარატის ობიექტივის ფუნქციას ასრულებს. ის სინათლის სხივებს ბადურასაკენ მაშინ ატარებს სრულყოფილად, როდესაც გამჭვირვალეა. მიზეზთა გამო შესაძლოა ბროლი შეიმღვრეს. სწორედ ბროლის შემღვრევას ეწოდება კატარაქტა. რაკი ბროლი იმღვრევა, მხედველობაც ქვეითდება. კატარაქტა რამდენიმე სახისაა:

  • ასაკობრივი. ავადდებიან ხანში შესულები. ძირითადი მიზეზია ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ბროლში.
  • ტრავმული. იგი შესაძლოა გამოიწვიოს როგორც უშუალოდ თვალის, ისე თავის არეში მიღებულმა ტრავმამ.
  • გართულებული - ვითარდება სხვა დაავადების (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის) ფონზე, ასევე - კორტიკოსტეროიდებით (ჰორმონული პრეპარატებით) ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად.
  • სხივური - ულტრაიისფერი სხივების, რენტგენის სხივებისა და ლაზერის ჭარბი ზემოქმედების შედეგია; უმთავრესად პროფესიულ დაავადებას წარმოადგენს.

    ლ თანდაყოლილი. გვხვდება ახალშობილებსა და ბავშვებში. ძირითადი მიზეზი მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის პათოლოგიური განვითარებაა.

კატარაქტის პირველი ნიშანია მხედველობის სწრაფი დაქვეითება ერთ ან ორივე თვალში. წესისამებრ, ის ერთი თვალიდან იწყება და გარკვეული ხნის შემდეგ მოიცავს მეორესაც. თუ უჩივით მხედველობის დაქვეითებას, გიჭირთ საგნების გარჩევა მკაფიო განათების პირობებში, საგნები ორდება, თვალზე გეფარებათ ბინდი (დაბურული მინის ეფექტი), მცირდება ახლომხედველობა, ნაცრისფერს იღებს გუგა (ჯანსაღი გუგა შავი უნდა იყოს), - აუცილებლად უნდა მიბრძანდეთ ოფთალმოლოგიურ კაბინეტში და სათანადო გამოკვლევები ჩაიტაროთ. მკურნალობის გარეშე შესაძლოა საქმე სრულ სიბრმავემდე მივიდეს.

- მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია თუ შეიძლება კონსერვატიული მეთოდის გამოყენებაც?

- ამჟამად კატარაქტას კონსერვატიულად არ მკურნალობენ - მედიკამენტურმა ჩარევამ შესაძლოა პროცესი დროებით შეაფერხოს, მაგრამ ვერ განკურნავს. ამ დაავადებასთან გასამკლავებლად ერთადერთი საშუალება თვალის მიკროქირურგიული ოპერაციაა. ოპერაციის დროს თვალის ანატომიურ ბროლს ხელოვნურით ცვლიან. ქირურგიული მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს: ბროლის ინტრაკაფსულური და ექსტრაკაფსულური ექსტრაქცია, ულტრაბგერითი და ლაზერული ფაკოემულსიფიკაცია. ორი უკანასკნელი კატარაქტის მკურნალობის ულტრათანამედროვე მეთოდებად მიიჩნევა. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული "უნაკერო" ოპერაცია - ბუნებრივი ბროლის ხელოვნური ანალოგით შესაცვლელად უმცირესი განაკვეთია საკმარისი. ასეთი ოპერაციები საკმაოდ ეფექტურია - მხედველობა თითქმის მთლიანად აღდგება, რეაბილიტაციის პერიოდიც ნაკლებად მტკივნეულია და ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე ჩაივლის. ბევრს ჰგონია, რომ ოპერაცია მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც ბროლი მთლიანად შეიმღვრევა, ანუ კატარაქტა "მომწიფდება". თანამედროვე მედიცინა უარყოფს ამ მოძველებულ შეხედულებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი. ამისთვის კი დროულად უნდა მივიდეთ ოფთალმოლოგთან, რომელიც სტანდარტული გამოკვლევების მეშვეობით შეგვიფასებს თვალის სიჯანსაღეს. ეს გამოკვლევებია:

  • ვიზომეტრია - მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა;
  • ტონომეტრია - თვალშიგა წნევის გაზომვა;
  • ბიომიკროსკოპია - თვალის გარეთა გარსების დათვალიერება;
  • ოფთალმოსკოპია - თვალის ფსკერის დათვალიერება.

- რას გვირჩევთ კატარაქტის პრევენციისთვის?

- კატარაქტა თავიდან რომ ავიცილოთ, აუცილებელია წელიწადში ერთხელ ვესტუმროთ ოფთალმოლოგს, განსაკუთრებით - 45-50 წლიდან. რაც უფრო ადრე მივიღებთ ზომებს კატარაქტის პროგრესირების თავიდან ასაცილებლად, მით უფრო ადრე დავუბრუნდებით სრულფასოვან ცხოვრებას. თითოეულმა ჩვენგანმა მეტი დრო უნდა დაუთმოს ჯანმრთელობას. ცხოვრების წესის სწორი ორგანიზება საშუალებას მოგვცემს, კარგი მხედველობა დიდხანს შევინარჩუნოთ.