თვალის ვირუსული კონიუნქტივიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალის ვირუსული კონიუნქტივიტი

- რა დაავადებაა კონიუნქტივიტი?

- კონიუნქტივიტი კონიუნქტივის ანთებაა. არსებობს ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული და ალერგიული კონიუნქტივიტები.

- როგორ გადაედება დაავადება?

- დაავადება გადაედება ჰაერწვეთოვანი გზით. მისი ფართო გავრცელება განპირობებულია ვირუსის გამძლეობით მშრალ ზედაპირზე, საინკუბაციო პერიოდი კი 4-10 დღეა. კონიუნქტივიტის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში დაავადებული ადამიანი ვირუსის გადამტანია. დაავადებას მაღალი კონტაგიოზურობა ახასიათებს. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული იყო ეპიდემიის მსხვილი კერები და პანდემიაც კი. დღეს უკვე 150-ზე მეტი ვირუსია აღიარებული ადამიანისთვის პათოგნომურად. ამასთან, მათ უმრავლესობას ამა თუ იმ ფორმით შეუძლია მხედველობის ორგანოს დაზიანებაც.

- რომელი ვირუსები აზიანებს თვალს?

- თვალის ვირუსულ დაავადებებს უმთავრესად იწვევს ჰერპესვირუსი, ციტომეგალოვირუსი (ცმვ), ადენოვირუსი. ვირუსული ინფექციები საგრძნობლად ხშირდება მწვავე რესპირატორული ინფექციების პერიოდში. თვალის დაზიანება ხშირია ჩუტყვავილას გართულებული ფორმის დროსაც.

- თვალის რომელი პათოლოგიები ვითარდება ვირუსული ინფექციის შედეგად?

- არსებობს ვირუსული ეტიოლოგიის კონიუნქტივიტი (ლორწოვანი გარსის ანთება), ბლეფარიტი (ქუთუთოს ანთება), კერატიტი (რქოვანა გარსის ანთება), უვეიტი (სისხლძარღვოვანი ტრაქტის ანთება) და მათი კომბინირებული ვარიანტები.

- რას უჩივის ამ დროს პაციენტი?

- თვალის ვირუსული დაავადება უმეტესად ცალი თვალიდან იწყება და გადადის მეორეზე. დაავადების დასაწყისი მწვავეა. ხშირად წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული ინფექცია, სხეულის ტემპერატურის მატება. თან ახლავს სინათლის შიში, მხედველობის დაქვეითება, თვალის კაკლის სიწითლე, ქუთუთოების შეშუპება, წვისა და სიმხურვალის, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, ცრემლდენა, სეროზული ან ჩირქოვანი გამონადენი, ყურისწინა ლიმფური ჯირკვლების გადიდება. რამდენიმე დღის შემდეგ პროცესში ერთვება მეორე თვალი.

- რით შეიძლება გართულდეს თვალის ვირუსული დაავადება?

- დაავადების გართულება მოსალოდნელია, თუ ოფთალმოლოგს დაგვიანებით მიმართეთ. დაავადების დაწყებიდან 7-10 დღის შემდეგ შესაძლოა პროცესში ჩაერთოს რქოვანაც, ამიტომ აუცილებელია, დაავადების პირველივე ნიშნებზე მიმართოთ ექიმს. დროული მკურნალობის შემთხვევაში დაავადება გართულების გარეშე ჩაივლის. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჰერპესვირუსითა და ადენოვირუსით გამოწვეული კონიუნქტივიტი, რომელსაც ხანგრძლივი და მორეციდივე მიმდინარეობა ახასიათებს. თვალის ინფექციურ დაავადებებს შორის რქოვანას შემღვრევისა და სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ჰერპესული კერატიტი, რომელმაც შესაძლოა რქოვანას პერფორაციამდე (გახვრეტამდე) მიგვიყვანოს. თუ ვირუსული ინფექცია გაგრძელდა 3-4 კვირაზე მეტხანს, შესაძლოა დაზიანდეს თვალის რქოვანა გარსიც. შორს წასულ შემთხვევებში შესაძლოა რქოვანა იმდენად შეიმღვრეს, რომ საჭირო გახდეს მისი გადანერგვა.


- აქვს თუ არა დაავადებას სეზონური ხასიათი?

- ვირუსული კონიუნქტივიტი გვხვდება წელიწადის ოთხივე დროს, მაგრამ რამდენადმე ხშირდება შემოდგომასა და გაზაფხულზე.

- როგორ ავიცილოთ ის თავიდან?

- უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა:

  • ხშირად ვიბანოთ ხელები საპნით;
  • მოვერიდოთ თვალზე ხელის შეხებას.

დაავადებული კი უნდა იცავდეს შემდეგ წესებს:

  • ერიდოს მასობრივი თავშეყრის ადგილებს;
  • გამოჯანმრთელებამდე არ გაიკეთოს კონტაქტური ლინზები;
  • ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი, რომელიც გაირეცხება ცალკე და გაუთოვდება ყოველი ხმარების შემდეგ;
  • ქალებმა თავი არიდონ თვალების მაკიაჟს;
  • ნუ ათხოვებენ და ითხოვებენ სათხილამურო სათვალეს, რადგან ის, ჩვეულებრივი მზის სათვალისგან განსხვავებით, ჰერმეტულია და კარგად ინარჩუნებს ვირუსს.

- რას გვეტყვით ჰერპესულ კერატოკონიუნქტივიტზე?

- მარტივი ჰერპესი ინფექციური აგენტით განპირობებული სიბრმავის ყველაზე ხშირი მიზეზია. ინფექცია უმეტესად გადაედება ჰაერწვეთოვანი გზით, იშვიათად – პირდაპირი კონტაქტით. დაავადება ძირითადად ცალმხრივია, იწყება მწვავედ, მიმდინარეობს მძიმედ და ხანგრძლივად, ხშირად - გრიპის ან სხვა ანთებითი დაავადების ფონზე. მისი კლინიკური სურათი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პაციენტები უმეტესად უჩივიან ფოტოფობიას (სინათლის შიშს), თვალში უცხო სხეულის შეგრძნებას, მხედველობის დაბინდვას, ცრემლდენას... რქოვანას ჰერპეს-ზოსტერის შემთხვევაში ჰერპესულ გამონაყარს წინ უძღვის ზოგადი სისუსტე, ძლიერი ნევრალგიური ტკივილი სამწვერა ნერვის გასწვრივ. შემდეგ შუპდება შუბლისა და ქუთუთოს კანი და ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი. იმავდროულად გამონაყარი ჩნდება რქოვანაზეც და ვითარდება კერატიტი, რქოვანას წყლული, რამაც, როგორც უკვე აღვნიშნე, შესაძლოა თვალის კაკლის პერფორაცია გამოიწვიოს და არა მარტო სიბრმავემდე, არამედ თვალის კაკლის დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს.

- როგორ მკურნალობენ თვალის ვირუსულ დაავადებას?

- მკურნალობა ტარდება ანტივირუსული და რქოვანას აღმდგენი პრეპარტებით, იმუნიტეტის სტიმულატორებით.

- რას გვეტყვით ქირურგიული მკურნალობის მეთოდის შესახებ?

- რქოვანას ნაწიბურის ჩამოყალიბების შემდეგ დგება რქოვანას გადანერგვის ან კერატოპროთეზირების საკითხი. გახსოვდეთ, დროულად ჩატარებული ადეკვატური მკურნალობა თავიდან აგაცილებთ გართულებებს, ამიტომ დაავადების ნიშნების შემჩნევისთანავე მიმართეთ ოფთალმოლოგს და ზედმიწევნით შეასრულეთ დანიშნულება.