იოგა-კომპლექსი მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იოგა-კომპლექსი მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად

და სათვალე არ დასჭირდება. კომპლექსის შესრულებამდე მოხერხებულ პოზაში დაჯექით სკამზე, შეგიძლიათ ტერფებზე მოკალათდეთ ხალიჩაზე. გამართეთ ხერხემალი, მოადუნეთ სხეულის და სახის კუნთები, იმ ნაწილის გარდა, რომელიც მჯდომარე მდგომარეობას გინარჩუნებთ. მზერა მიაპყარით თქვენს პირდაპირ დაშორებულ უბანს, თუ ფანჯარაა, გაიხედეთ ფანჯარაში, თუ არა და კედელს უმზირეთ. ყურადღება გადაიტანეთ თვალებზე, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე.

ვარჯიში 1. --- ღრმა და ნელი ჩასუნთქვის პარალელურად მზერა წარბებშუა მიმართეთ, ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით შეაჩერეთ, შემდეგ კი ნელ ამოსუნთქვასთან ერთად თვალები საწყის მდგომარეობას დაუბრუნეთ და რამდენიმე წამით დახუჭეთ. დროთა განმავლობაში (არა უადრეს 2-3 კვირისა) პირველ მდგომარეობაში თვალების დაყოვნება თანდათანობით გაზარდეთ (ნახევარი წლის შემდეგ რამდენიმე წუთამდე).

ვარჯიში 2. --- ღრმად ჩასუნთქვასთან ერთად ცხვირის წვერს შეხედეთ, მზერა ამ პოზიციაში რამდენიმე წამით შეაყოვნეთ და ამოსუნთქვისას თვალები საწყის მდგომარეობას დაუბრუნეთ. თვალები რამდენიმე წამით დახუჭეთ.

ვარჯიში 3. --- ჩასუნთქვის პარალელურად თვალები მარჯვნივ მოაბრუნეთ მაქსიმალურად, მაგრამ გადაძაბვის გარეშე. დაყოვნების გარეშე ამოსუნთქვისას თვალები საწყის მდგომარეობას დაუბრუნეთ. იგივე შეასრულეთ მარცხენა მხარეს. შემდეგ თვალები რამდენიმე წამით დახუჭეთ. თავიდან თითო ციკლი შეასრულეთ, 2-3 კვირის შემდეგ კი სამ-სამ ციკლზე გადადით.

ვარჯიში 4. --- ჩასუნთქვაზე შეხედეთ მარჯვენა ზედა კუთხეს (დაახლოებით 45° ვერტიკალიდან) და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ამოსუნთქვისას თვალებს დაუბრუნეთ საწყისი პოზიცია. მომდევნო ჩასუნთქვაზე ქვედა მარცხენა კუთხეს შეხედეთ და ამოსუნთქვისას თვალები კვლავ დააბრუნეთ საწყის პოზიციაში. ვარჯიში გაიმეორეთ მარცხენა ზედა კუთხიდან იმავე პრინციპით. თვალები რამდენიმე წამით დახუჭეთ. თავიდან თითო ციკლი შეასრულეთ, 2-3 კვირის შემდეგ კი სამ-სამ ციკლზე გადადით.

ვარჯიში 5. --- ჩასუნთქვისას თვალები დაბლა დაუშვით და ნელ-ნელა შემოაბრუნეთ საათის ისრის მიმართულებით, ზედა წერტილზე (12 საათის პროექციაზე) რამდენიმე წამით შეაჩერეთ. დაყოვნების გარეშე დაიწყეთ ამოსუნთქვა და განაგრძეთ თვალების შემობრუნება საათის ისრის მიმართულებით ქვემოთ (6 საათის პროექციაზე). ვარჯიში საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებითაც უნდა შესრულდეს. ვარჯიშის შესრულების შემდეგ თვალები რამდენიმე წამით უნდა დახუჭოთ. თავიდან ერთი წრის შესრულებაც კი საკამარისია, 2-3 კვირის შემდეგ შეიძლება კურსის გაზრდა სამ წრემდე. კომპლექსი 3-5 წუთიანი პალმინგით უნდა დაასრულოთ.

თინათინ გოცაძე