თვალის ტრავმები პირველი დახმარება, მკურნალობა და პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალის ტრავმები პირველი დახმარება, მკურნალობა და პროფილაქტიკა

- ქალბატონო მაია, რა შეიძლება მივიჩნიოთ თვალის ტრავმად და რამდენად ხშირად გხვდებათ ეს პრობლემა?

- თვალის ტრავმის დროს, უპირველეს ყოვლისა, ზიანდება თვალის ოპტიკური აპარატი: რქოვანა, ბროლი და მინისებური სხეული. მძიმე ტრავმის შემთხვევაში შესაძლოა ბადურა და მხედველობის ნერვიც კი დაზიანდეს. შემთხვევათა 50%-ში ასეთი ტრავმა დაზიანებულ თვალში მხედველობის დაკარგვას იწვევს. თვალის ორგანოს პათოლოგიათა სტრუქტურაში ტრავმები დაახლოებით 10%-ს იკავებს. ტრავმები აერთიანებს:

  • შემავალ და არაშემავალ ჭრილობებს;
  • ბლაგვ დაზიანებებს;
  • თერმულ და ქიმიურ დამწვრობებს.

თვალის დაზიანებათა უმეტესობა მიკროტრავმისა და ბლაგვი ტრავმის ხასიათისაა. თვალის ტრავმა გულისხმობს თვალის სხვადასხვა სახის დაზიანებას, რომლებიც კლასიფიცირდება თვალის სტრუქტურის დაზიანების ხარისხის, დაზიანების სახისა და დამაზიანებელი ფაქტორის ზემოქმედების ხასიათის გათვალისწინებით. გადატანილი ტრავმის შედეგების პროგნოზი დამოკიდებულია, უპირველეს ყოვლისა, თავად ტრავმის თავისებურებაზე, ასევე - კვალიფიციური დახმარების დროულ აღმოჩენაზე. დამაზიანებელი ფაქტორის სახეობის მიხედვით თვალის ტრავმა შეიძლება იყოს:

  • მექანიკური (დარტყმა, უცხო სხეულის მოხვედრა);
  • ქიმიური (ტუტით ან მჟავათი დამწვრობა);
  • თერმული (თვალის დამწვრობა ან მოყინვა);
  • სხივური (მაიონიზებელი გამოსხივების ზემოქმედება).

ხდება ისეც, რომ რამდენიმე დამაზიანებელი ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს.

- როდისაა მოსალოდნელი თვალის ტრავმა?

- თვალის ტრავმა ადამიანმა შესაძლოა მიიღოს სამრეწველო, საყოფაცხოვრებო, სასოფლო-სამეურნეო, სპორტულ და საბრძოლო ვითარებაში, განურჩევლად ასაკისა. ტრავმის მიზეზად შეიძლება იქცეს წვრილი, წვეტიანი ან ბლაგვი საგნის, მაგალითად, ქვის, თოვლის გუნდის, ასევე - ქიმიური ნივთიერების მოხვედრა, მუშტის ჩარტყმა, სიმაღლიდან ჩამოვარდნა და სხვა. ქიმიური დამწვრობისას დამაზიანებელი აგენტი შესაძლოა იყოს მჟავა, ტუტე, საყოფაცხოვრებო ქიმია (წებო, საღებავი, სარეცხი საშუალება, აეროზოლი), კოსმეტიკური საშუალება. დამწვრობა შეიძლება იყოს თერმულიც, მაგალითად, სამზარეულოში მდუღარე წყლის ან ცხიმის შხეფების, ცხელი ორთქლის მოხვედრის შედეგად განვითარებული. დამწვრობა ზოგჯერ ვერაგია - პირველ საათებსა თუ დღეებში ადამიანს ჰგონია, რომ იოლად გადარჩა, მაგრამ 2-5 დღის შემდეგ ვითარდება ქსოვილების მძიმე, შეუქცევადი ცვლილები. გვხვდება ცეცხლნასროლი ჭრილობებიც.

- რა ხდება თვალში ტრავმის დროს?

- ტრავმის სიმძიმე დამოკიდებულია დარტყმის ლოკალიზაციაზე, ძალაზე, მატრავმირებელი ფაქტორის ზემოქმედების ფართობსა და ფორმაზე. ტრავმის ზოგადი კლინიკური ნიშნებია:

  • თვალის მჭრელი ტკივილი;
  • ცრემლდენა;
  • სინათლის შიში;
  • ქუთუთოს ავტომატური სპაზმი.

- როგორ ზიანდება თვალის სხვადასხვა სეგმენტი?


- თვალის დაზიანებას უმეტესად მოჰყვება:

  • ანთება;
  • სისხლჩაქცევა;
  • თვალის კაკლის მთლიანობის დარღვევა;
  • უცხო სხეულის შეგრძნება.

დაზიანების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ თვალის ტრავმის შემდეგ სახეებს:

  • თვალის კაკლის ზედაპირული დაზიანება. ასეთი ტრავმა ყველაზე გავრცელებულია. ზედაპირულ დაზიანებას მიაკუთვნებენ არაშემავალ ჭრილობებს, უცხო სხეულს თვალის კაკლის ზედაპირზე. ძირითადი სიმპტომებია ტკივილი, შეშუპება და სიწითლე, ცრემლდენა, სინათლის შიში, შესაძლოა მხედველობის სიმახვილის დროებითი დაქვეითებაც. დროული დაიგნოსტიკისა და მკურნალობის პირობებში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
  • თვალის კაკლის გამჭოლი ჭრილობა. ეს არის თვალის მძიმე დაზიანება, რომელსაც ხშირად თან ახლავს მძიმე გართულებები: ინფიცირება, თვალის სტრუქტურების გამოვარდნა, მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. ხშირად თვალის გამჭოლი ჭრილობა მოიცავს სხვადასხვა სტრუქტურას და ახასიათებს თვალშიდა სისხლჩაქცევა. გამჭოლი ჭრილობა ინფიცირების თავიდან ასაცილებლად და ქსოვილების ანატომიური მთლიანობის აღსადგენად მოითხოვს გადაუდებელ ქირურგიულ დამუშავებას. პროგნოზი დამოკიდებულია დაზიანების მოცულობასა და დახმარების აღმოჩენის დროულობაზე.
  • თვალის კაკლის კონტუზია. ის თვალზე პირდაპირი (დარტყმა) ან არაპირდაპირი (დაცემა, შერყევა) ზემოქმედების შედეგია. ტრავმას თან ახლავს სისხლჩაქცევა, ზოგ შემთხვევაში შეინიშნება თვალბუდის კედლების მოტეხილობაც. ასეთი ტრავმის მკურნალობა კონსერვატიულია და დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
  • თვალის გამჭოლი უცხო სხეული. ასეთი ტრავმა, უშუალო მექანიკურ ზემოქმედებასთან ერთად, უცხო სხეულის თვალში ხანგრძლივი არსებობისას თვალის სტრუქტურებზე ტოქსიკურ ზემოქმედებასაც ახდენს. მკურნალობა გულისხმობს უცხო სხეულის რაც შეიძლება ადრე ამოღებას და თვალის კაკლის სტრუქტურების ანატომიური მთლიანობის აღდგენას. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პროგნოზი ტრავმის თავისებურებაზეა დამოკიდებული.
  • თვალის დამწვრობა. ასეთი ტრავმის სიმპტომებია ტკივილი, სიწითლე, რქოვანას დაბინდვა, თვალშიდა წნევის მომატება ან დაქვეითება. პროგნოზი დამოკიდებულია დამაზიანებელ ფაქტორზე (თერმულია დამწვრობა, ქიმიური თუ სხივური) და თვალის ქსოვილის დაზიანების სიმძიმეზე.

შევნიშნავ, რომ ტუტეთი დამწვრობა მჟავათი დამწვრობაზე გაცილებით სახიფათოა. მჟავა თვალში მოხვედრისას წვავს ქსოვილებს, მაგრამ თითქოსდა კოაგულირებს, ხოლო ტუტე მუდმივად მოქმედებს, უფრო და უფრო ღრმად აღწევს, წვავს და არღვევს თვალის კაკალს. თვალის ტრავმის დროს იჟეჟება თვალის ირგვლივ არსებული ძვლები და კუნთებიც. თვალის მამოძრავებელი კუნთის ჭრილობა ვლინდება მხედველობის მყარი გაორებით. თვალბუდის კედლების მოტეხილობისა და გაბზარვის შემთხვევაში შესაძლოა ჰაერმა კანქვეშ შეაღწიოს და გამოიწვიოს ქუთუთოების შესივება, თვალის კაკლის წინ წამოწევა. ასეთი ტრავმის საშიში გართულებაა მხედველობის ნერვის დაზიანება, რასაც ზოგჯერ დაზიანებულ მხარეს მხედველობის შეუქცევად დაკარგვამდე მივყავართ. ქუთუთოები ყოველთვის ზარალდება. სილურჯე, შეშუპება მათი დაზიანების ყველაზე თვალსაჩინო ნიშნებია. განსაკუთრებით საშიშია ქუთუთოს დაზიანება ბასრი, წვეტიანი საგნით.

- თვალის ტრავმის შემთხვევაში, ბუნებრივია, ექიმ ოფთალმოლოგს უნდა მივმართოთ, მაგრამ რისი გაკეთება შეიძლება და არ შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში მისვლამდე?

- განურჩევლად თვალის დაზიანების ტიპისა და ხარისხისა, არ არის რეკომენდებული:

  • თვალის შეხება დაუბანელი ხელებით;
  • უცხო სხეულის დამოუკიდებლად ამოღება;
  • თვალის მოსრესა;
  • თვალის გამორეცხვა, როდესაც თვალის ჭრილობაზე მცირედი ეჭვი მაინც გვაქვს.

თვალის ამორეცხვა შეიძლება (მხოლოდ სუფთა ანადუღარი წყლით) და საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც თვალში ქიმიური ნივთიერება ხვდება. არ შეიძლება, თვითნებურად ვცადოთ ქიმიური ნაერთის განეიტრალება მისი ანტაგონისტით (თვალის ამორეცხვა სოდის ხსნარით მჟავათი დამწვრობისას და პირიქით). არ შეიძლება დაზიანებულ თვალზე ბამბის დადება. გამონაკლისია ქუთუთოს კანის დაზიანება, რომელსაც თან ახლავს გამოხატული სისხლდენა. თვალის ტრავმის შემთხვევაში ნებისმიერი მანიპულაცია უნდა ჩავატაროთ მხოლოდ სუფთა ხელებით. შეიძლება ჩავიწვეთოთ თვალის ანტიბაქტერიული წვეთები, ამის შემდეგ თვალზე დავიდოთ დოლბანდის ანტიბაქტერიული საფენი და მივმართოთ თვალის სპეციალიზებულ კლინიკას.

- როგორ მკურნალობენ თვალის ტრავმებს?

- მკურნალობა ტრავმის შემდეგ რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს. თვალის მსუბუქი კონტუზია (მაგალითად, მუშტის ჩარტყმის შედეგად) უმეტესად ამბულატორიულ მკურნალობას მოითხოვს, მაგრამ ექიმ ოფთალმოლოგის კონსულტაცია აუცილებელია. ტრავმის შემდეგ დაზიანებულ მიდამოს უნდა დავადოთ ცივი. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში შეიძლება ტკივილგამაყუჩებლის მიღება. ქუთუთოს ჭრილობის დროს აუცილებელია ქირურგიული დამუშავება და ნაკერების დადება. რქოვანაში უცხო სხეულის არსებობისას საჭიროა მისი ამოღება და ანტიბაქტერიული წვეთებითა და მალამოებით მკურნალობა. თვალის კაკლის კონტუზიისას მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატიულიც და ქირურგიულიც. ინიშნება ჰემოსტაზური, ანტიბაქტერიული, დიურეზული, ანთების საწინააღმდეგო, ფიზიოთერაპიული საშუალებები. ქირურგიული მკურნალობა საჭიროა სკლერისა და ბადურას გახეთქვის, მეორეული გლაუკომის, ტრავმული კატარაქტის დროს.

- რით შეიძლება გართულდეს თვალის ტრავმა?

- ადეკვატური კონსერვატიული მკურნალობა დროულად თუ არ დაიწყო, მოსალოდნელია ენდოფთალმიტის, პანოფთალმიტის განვითარება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, თვალის დაკარგვა, თავის ტვინის აბსცესი, სეფსისი... ამიტომ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვურჩევ მკითხველს, მცირე ტრავმის შემთხვევაშიც კი აუცილებლად მიმართონ ოფთალმოლოგს.