რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ დავიცვათ თვალები „მავნე“ კომპიუტერისგან
როგორ დავიცვათ თვალები „მავნე“ კომპიუტერისგან
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • საათში ერთხელ გააკეთეთ 10 წუთიანი შესვენება და მხედველობა გადაიტანეთ ეკრანიდან ახლო და შორსმდებარე საგნებზე
  • აუცილებელია, რომ თვალსა და ეკრანს შორის მანძილი იყოს არა ნაკლებ 60 სმ-ისა
  • მონიტორი უმჯობესია იყოს თხევადკრისტალური
  • მნიშვნელოვანია სწორი განათებაც, ფანჯარა სამუშაო ზონას მარცხნიდან უნდა ჰქონდეს
  • თვალის სიმშრალისა და დაღლილობის თავიდან ასაცილებლად, უნდა ვისარგებლოთ დამატენიანებელი საშუალებებით (მაგალითად, აითი-ექტოინი)
  • კომპიუტერთან მუშაობისას, შეიძლება ვიხმაროთ სპეციალური სათვალე, რომელიც მოხსნის დაძაბულობას.

ლალი ჩხივაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
სერიალი "ექიმი ჰაუსი" 11 წლის წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში და მაყურებლის გულების დაპყრობა მალევე მოახერხა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კაცობრიობას დაბრმავების გლობალური ეპიდემია ემუქრება - აცხადებენ ექსპერტები. ყველაფერში დამნაშავე კი ტელევიზორებთან და კომპიუტერებთან გატარებული საათებია. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მხედველობის სერიოზულ დარღვევათა და სიბრმავის მსხვერპლი იქნება პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანი.
ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ოფთალმოლოგებმა გლაუკომის სამკურნალო კონტაქტური ლინზები შექმნეს. ლინზების მფარავი გარსი შეიცავს გლაუკომის საწინააღმდეგო შენელებული მოქმედების პრეპარატ ლათანოპროსტს.
ლინზებმა უკვე გაიარეს ცხოველებზე გამოცდა და მკვლევარები ახლა პაციენტებთან მათი კლინიკური გამოცდისთვის ემზადებიან.
ჩინელმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მაკულარული დეგენერაციის სამკურნალო ახალი ინექციური პრეპარატი. პრეპარატის საკვანძო ელემენტი ოქროა. ეს ოქროს ნანონაწილაკებისა და ჰიდროგელის ნარევია, რომელიც „დამუხტულია“ სამკურნალო აგენტებით.
ზამთრის მზე, ულტრაიისფერი გამოსხივების თვალსაზრისით, ზაფხულისაზე არანაკლებ საშიშია. ზამთარში ზოგჯერ ის უფრო ინტენსიურიცაა. ამასთან, წელიწადის ამ დროს სხეული ტანსაცმლითაა დაფარული, ხოლო თვალები მზის ზემოქმედების ქვეშ მთელი დატვირთვით ხვდება.
ეს მოწყობილობა მერილენდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს და მისი სახელია HandSight. იგი წარმოადგენს კამერას, რომელიც მაგრდება თითზე. კამერაში განთავსებულია კომპიუტერთან მიერთებული ვიბროძრავი.
თუ გსურთ თვალებს საუკეთესო დასვენება გამოუწეროთ, უნდა მისცეთ მას შესაძლებლობა, არაფერი დაინახონ! ა-რა–ფე-რი! როგორ? ეს ხომ არც ისე მარტივა, რადგანაც თხელი და ნაზი ქუთუთოები დაშვების (ანუ თვალების დახუჭვის) შემთხვევაშიც კი მუქი სქელი ფარდების როლს ვერ ასრულებს.
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.