რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა

- რისი ბრალია თრომბოციტების შემცველობის ცვლილება?
- მსგავსად სხვა უჯრედებისა, თრომბოციტების რიცხვმა შესაძლოა მოიმატოს (თრომბოციტოზი) და დაიკლოს (თრომბოციტოპენია). თრომბოციტოზი შესაძლოა დაკავშირებული იყოს მძიმე ანთებასთან ან ძვლის ტვინში აღნიშნული უჯრედების ჭარბ პროდუქციასთან სისხლის სიმსივნური დაავადებების გამო. რაც შეეხება თრომბოციტოპენიას, მას სამი ძირითადი მიზეზი აქვს: ძვლის ტვინში აღნიშნული უჯრედების წარმოქმნის შემცირება, სისხლის მიმოქცევის სისტემასა და ელენთაში თრომბოციტების გაძლიერებული დაშლა. ძვლის ტვინში თრომბოციტების წარმოქმნა მცირდება აპლაზიური ანემიის, ძვლის ტვინის სიმსივნის, ზოგიერთი ინფექციის შემთხვევაში. იშვიათად ძვლის ტვინში თრომბოციტების წარმოქმნა ირღვევა ზოგიერთი მედიკამენტის ზემოქმედებით. თრომბოციტების გაძლიერებული დაშლა შესაძლოა უკავშირდებოდეს ზოგიერთი მედიკამენტის ზემოქმედებას, ამა თუ იმ აუტოიმუნურ დაავადებას, ელენთის ფუნქციის გაძლიერებას- ჰიპერსპლენიზმს.


- ზემოთ დაასახელეთ მაჩვენებლები, რომელთაც სისხლის საერთო ანალიზის თანამედროვე მეთოდიკით შეფასებისას განსაზღვრავენ.
- დასახელებულ მაჩვენებელთაგან აღსანიშნავია ჰემატოკრიტი, რომელიც გვიჩვენებს სისხლის წითელი უჯრედების პროცენტულ შემცველობას სისხლის მოცულობის ერთეულში. ანემიის დროს, როცა სისხლში ერითროციტების შემცველობა დაქვეითებულია, ჰემატოკრიტიც დაბალია, ერითროციტოზის დროს კი იმატებს. ჰემატოკრიტის მაჩვენებელი მაღალია მაშინაც, როცა ორგანიზმი ჭარბად კარგავს სითხეს, მაგალითად, ხშირი ღებინების ან ფაღარათის დროს, თუმცა მსგავს შემთხვევაში საქმე გვაქვს ჰემატოკრიტის მაჩვენებლის ცრუ მატებასთან. გარდა ამისა, განისაზღვრება ერითროციტების საშუალო მოცულობა. ჰემოლიზური (ერითროციტების დაშლით გამოწვეული) ანემიების დროს ხდება ძვლის ტვინიდან სისხლში ახალგაზრდა ერითროციტების- რეტიკულოციტების (დიდი ზომის უჯრედები) გადმოსროლა. მსგავს სიტუაციაში სისხლში ერითროციტების საშუალო მოცულობა მომატებული იქნება. ასეთივე ცვლილება ხდება B 12-ვიტამინდეფიციტური ანემიის დროს, ოღონდ ამ შემთხვევაში ერითროციტების საშუალო მოცულობის მატების მიზეზი ერითროციტების წარმოქმნის დარღვევა და მათი განვითარების შეფერხებაა, რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში კი, პირიქით, ერითროციტების საშუალო მოცულობაა შემცირებული. არანაკლებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ სხვა პარამეტრების განსაზღვრითაც.


- როგორც ვხედავთ, სისხლის საერთო ანალიზი მართლაც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. მკითხველს შესაძლოა შეექმნას შთაბეჭდილება, რომ სისხლის საერთო ანალიზი დიაგნოსტიკისთვის საკმარისია...
- მიუხედავად იმისა, რომ სისხლის საერთო ანალიზი ერთ-ერთი აუცილებელი კვლევაა, რომლის მეშვეობითაც მართლაც ღირებულ ინფორმაციას ვიღებთ, საბოლოო დიაგნოსტიკისთვის უმეტეს შემთხვევაში არ არის საკმარისი. საერთო ანალიზით სისხლში გამოვლენილი ცვლილებების საფუძველზე ვვარაუდობთ ამა თუ იმ სახის პათოლოგიური პროცესის არსებობას, რომელთა დასადასტურებლად და მიზეზის დასადგენად საჭიროა სხვა ლაბორატორული და ინსტრუმენტული კვლევები. გარდა ამისა, ყველა სხვა გამოკვლევის მსგავსად, სისხლის საერთო ანალიზის მონაცემების ინტერპრეტაციაც კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით ხდება.


- ჩვენს მკითხველებს აინტერესებთ, რას გულისხმობს სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა და რა მონაცემებს ვიღებთ მისი მეშვეობით.
- ტერმინი "სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა", ჩვეულებრივ, გულისხმობს იმ ლაბორატორიულ ტესტებს, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან ღვიძლის, თირკმლის მდგომარეობაზე, სისხლში გლუკოზის, ცილების, ელექტროლიტების შემცველობასა და მჟავატუტოვან წონასწორობაზე. განსაზღვრული ბიოქიმიური კვლევები ტარდება შაქრიანი დიაბეტის, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების მონიტორინგის მიზნით. გარდა ამისა, ბიოქიმიური კვლევები აუცილებელია ჰიპერტენზიის დროს თირკმლის მდგომარეობის მონიტორინგისთვის, თირკმელებზე ან ღვიძლზე მოქმედი პრეპარატების მიღებისას ამ ორგანოების მდგომარეობის შესასწავლად. ასევე არსებობს რამდენიმე საკმაოდ სპეციფიკური სადიაგნოზო ბიოქიმიური ტესტი, რომელთა ჩატარებასაც ექიმი მიზანშეწონილად მიიჩნევს რუტინული ტესტებით გამოვლენილი ცვლილებების შემთხვევაში.


- პაციენტთა შორის პოპულარულია ტერმინი "ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა". რას გულისხმობს აღნიშნული კვლევა და როდის არის საჭირო მისი ჩატარება?
- კვლევები, რომელთაც პაციენტები "ღვიძლის ფუნქციების" სახელწოდებით მოიხსენიებენ, რიგი ლაბორატორიული მაჩვენებლის განსაზღვრაში გვეხმარება. კერძოდ, მათი მეშვეობით ხდება ღვიძლის დაავადებათა და დაზიანებათა დიაგნოსტიკა და ორგანოს მდგომარეობის შემდგომი მეთვალყურეობა. ამ მაჩვენებელთაგან აღსანიშნავია ფერმენტების- ალანინამინოტრანსფერაზის, ასპარტატამინოტრანსფერაზის, ტუტე ფოსფატაზის აქტივობის განსაზღვრა, სისხლში ბილირუბინის, საერთო ცილისა და ალბუმინის შემცველობის დადგენა. გარდა ამისა, შეიძლება განისაზღვროს ფერმენტების გამაგლუტამილტრანსპეპტიდაზის, ლაქტატდეჰიდროგენაზის აქტივობა და პროთრომბინის დრო. ლაბორატორიული კვლევები ღვიძლის მდგომარეობის შესასწავლად, ჩვეულებრივ, მაშინ ინიშნება, როცა თავს იჩენს ღვიძლის დაავადებისთვის დამახასიათებელი ერთი ან რამდენიმე სიმპტომი- სიყვითლე, შარდის გამუქება, განავლის გაუფერულება (თიხისფერი განავალი), დისკომფორტი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, სისუსტე, უმადობა, წონის დაქვეითება, სისხლიანი ღებინება და სხვა. გარდა ამისა, ღვიძლის ტესტების განსაზღვრა საჭიროა, როდესაც ვიცით, რომ პაციენტი ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული, ჭარბად იღებს ალკოჰოლს (ამ დროს დიდია ღვიძლის დაზიანების რისკი) ან მკურნალობს იმ მედიკამენტებით, რომლებიც ღვიძლზე მოქმედებენ. თუმცა პაციენტთა დიდი ნაწილი ღვიძლის დაავადებების ადრეულ სტადიებზე არაფერს უჩივის, დაავადება ხშირად შემთხვევით ვლინდება რუტინულად ჩატარებული სისხლის ბიოქიმიური კვლევის დროს.


- ფერმენტები ახსენეთ. რა კავშირი აქვს ფერმენტებს ღვიძლთან, რაზე მეტყველებს მათი აქტივობის ცვლილება?
- ჩვენ მიერ დასახელებული ალანინამინოტრანსფერაზა (ალტ), ასპარტატამინოტრანსფერაზა (ასტ) და ტუტე ფოსფატაზა (ტფ) არის ფერმენეტები, რომლებიც ღვიძლისა და სხვა ორგანოების უჯრედებში აღმოჩნდება. მათი აქტივობის მატება სწორედ იმ ორგანოს დაავადებაზე მეტყველებს, რომელთა უჯრედებიც მდიდარია აღნიშნული ფერმენტებით. ტუტე ფოსფატაზის მაღალი აქტივობა ღვიძლის ან ძვლების პათოლოგიის ნიშანია, რადგანაც ნორმალურად ფერმენტის მაღალი კონცენტრაცია სწორედ მათ უჯრედებში აღინიშნება. როდესაც ამ ფერმენტის აქტივობასთან ერთად მომატებულია ღვიძლის დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა ფერმენტების (ასტ, ალტ) აქტივობა და ბილირუბინის შემცველობაც, აშკარაა, რომ საქმე გვაქვს ღვიძლის პათოლოგიასთან. აქვე უნდა ითქვას, რომ ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მატება ყველაზე მეტად ნაღვლის შეგუბებას- ქოლესტაზს ახასიათებს. როცა ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მატებას ერთვის კალციუმისა და ფოსფორის შემცველობის მატება, ძვლის პათოლოგია უნდა ვივარაუდოთ. ალტ და ასტ უმთავრესად ღვიძლში აღმოჩნდება, თუმცა ალტ მცირე რაოდენობით არის თირკმლის, გულის, კუნთების უჯრედებშიც, ასტ კი გულისა და სხვა კუნთებში. ღვიძლის დაავადებების დროს ირღვევა მისი უჯრედებისა და უჯრედში არსებული სტრუქტურების მემბრანების მთლიანობა, რის შედეგადაც უჯრედული ფერმენტები- ასტ, ალტ - სისხლში ხვდება. სწორედ ამის გამო იმატებს სისხლში ღვიძლისთვის სპეციფიკურ ფერმენტების აქტივობა. ხშირად ასტ-ის, ალტ-ის აქტივობის მატება წინ უძღვის ღვიძლის დაავადებების სიმპტომების, მაგალითად, სიყვითლის გამოვლინებას. ასტ-ისა და ალტ-ის აქტივობის მატება გულის კუნთის დაზიანების (ინფარქტისას) დროსაც ხდება, თუმცა აღნიშნულის დიაგნოსტიკისთვის გულის კუნთისთვის უფრო სპეციფიკური ფერმენტებს (მაგალითად, კრეატინფოსფოკინაზის მიოგლობინის ფრაქცია) შეისწავლიან. ასტ და ალტ აქტივობის მნიშვნელოვანი მატება (ნორმასთან შედარებით 10-ჯერ და მეტად) დამახასიათებელია მწვავე ჰეპატიტისათვის, რაც უხშირესად ვირუსული გენეზისაა, ზომიერი მატება კი ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს ვითარდება.



თარიღი : 14-11-2015
კესო თოდუა
შემეშინდა ამ სტატიის წაკითხვისას. გთხოვ ტ მიპასუხოთ, ჩემ1.5 წლის შვილის საერთო ანალიზმა აჩვენა ლეიკოციტები 13.800, ჰემოგლობინი 104 ჰრ-ლ,ე.დ.ს. 15 , სეგმენტბირთვიანი 37 %, ლიმფოციტი 48%. წინა კვირას ჰქონდა ვირსუსი მაღლის სიცხეებით. დაკავშირებულია ეს ამასთან და თუა არა, რისი ბრალი შეიძლება იყოს?!
თარიღი : 29-07-2014
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ,სისხლის ანალიზმა მიჩვენა :Erythrocytes 5.3 MCV 78.2 MCH 25.4 MCHC 32.4 MPV12.7 RDW16.1 Monocytes 9.8%გთხოვტ მითხარით საშიში ტუ არის რამე.მადლობა წინასწარ
თარიღი : 28-04-2014
maaka
გამარჯობა უკაცრავად მაინტერესება ანალიზია გავიკეთე და ეოზინოფილი მაქვს 6 და ლიმფოციტი 35 რაიმე საგანგაშO აროს? რა სახის ეკიმთAნ უნდა გავესინჯო
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მითი №1. ადამიანის ტვინის მხოლოდ 10% მუშაობს.
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში ბევრი ჩვენი თანამემამულე წარმატებით მოღვაწეობს. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ საქართველოში სხვადასხვა სამეცნიერო თუ სასაწავლო პროექტის განსახორციელებლად. ჩვენი ჟურნალის სტუმარი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ექიმი - ალექსი ბაიდოშვილია.

- ბატონო ალექსი, როგორი იყო თქვენი გზა საქართველოდან ჰოლანდიამდე?

ხადასის სამედიცინო ცენტრისა და ევროპული უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა შეიმუშავა სისხლის უნიკალური ტესტი,
ახალი ტომოგრაფით შესაძლებელია, ტვინზე ოპერაციისას, მეტყველების ცენტრის დაცვა.
ადამიანის ორგანიზმი მეტად რთული და იმავდროულად ჭკვიანი სისტემაა. ამა თუ იმ პათოლოგიის აღმოცენებისას ის ყოველთვის მიანიშნებს შესაბამისი სიმპტომით.
ზოგიერთმა წამალმა შესაძლებელია მარიხუანაზე ტესტის დადებითი შედეგი მოგვცეს, ამიტომ მნიშვნელოვანია სრული წარმოდგენა გვქონდეს ამ წამლების ჩამონათვალზე.
ჯანმრთელი ადამიანის ავადმყოფისგან გარჩევა ზოგჯერ ერთი შეხედვითაც შესაძლებელია. მაინც რა გვაფიქრებინებს, რომ ადამიანს რაღაც სჭირს? პასუხი მარტივია - ჯანმრთელ ადამიანს მშვიდი სახე აქვს, მტკიცე ნაბიჯი, სასიამოვნო იერი. ქვემოთ იმ შემთხვევებზე ვისაუბრებთ, როცა ადამიანისთვის თვალის ერთი შევლებაც კმარა, რომ ამა თუ იმ დაავადების არსებობა ვივარაუდოთ.

17 ოქტომბერი 2016
მარცვლეულის ფაფა საუზმის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ვარიანტია. ფაფაში ცოტაა ცხიმი, ბევრია მინერალური ნივთიერება, უჯრედისი
05 სექტემბერი 2016
ნივთები, რომლებიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ გახეხოთ

არსებობს მოსაზრება, რომ სახლის დალაგების დროს ზოგიერთი პროცედურა წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა ჩატარდეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ფანჯრების მინებისა და ჩარჩოების გახეხვა წელიწადში ერთხელ სავსებით საკმარისია.

გვიან საკვების მიღების შემდეგ, წნევა არ ქვეითდება, რაც სახიფათოა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 700 ადამიანი მომატებული არტერიული წნევით.
დავეხმაროთ ნერვებს სწორი რაციონით: 1. ჩავრთოთ რაციონში ნიგოზი, კვერცხის გული, მწვანილი, ქატოს პური, რძის პროდუქტები, ახალი ხილი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი და თევზი;
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.