რა არის D-დიმერი და როდისაა საჭირო მისი განსაზღვრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის D-დიმერი და როდისაა საჭირო მისი განსაზღვრა

აგრძელებენ სისხლში ცირკულაციას. ანალიზით ზუსტად არის შესაძლებელი სისხლში D-დიმერის განსაზღვრა, რაც ექიმს შესაბამისი მკურნალობის დანიშვნის საშუალებას აძლევს. ნორმულ მაჩვენებლად ითვლება 500 ნგ/მლ-მდე. გამონაკლისია ორსულობა, რომლის ბოლო ტრიმესტრშიც მისმა დონემ ნორმაზე 3-4-ჯერ შეიძლება მოიმატოს.

რას გვიჩვენებს D-დიმერი

D-დიმერი - წარმოიქმნება მხოლოდ ფიბრინის დაშლისას. სისხლში მისი არსებობა მიუთითებს, რომ მოქმედებაში გაშვებულია სისხლის შედედების სისტემა. D-დიმერის ძალიან მაღალი მაჩვენებელი იმის მანიშნებელია, რომ მიმდინარეობს მასიური თრომბოზი ან დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი. ეს მდგომარეობა კი სიცოცხლისათვის ძალიან საშიშია.

როგორ იყენებენ კლინიკურ პრაქტიკაში D-დიმერის მნიშვნელობას

სხვადასხვა სპეციალობის ექიმები ყოველდღიურ პრაქტიკაში აწყდებიან თრომბოზის რისკების ადრეული შეფასების აუცილებლობას როგორც სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებისთვის (უფრო ხშირად გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონიული დაავადება, ლიპიდების ცვლის დარღვევა), ისე მათთანაც, რომელთაც არ აღენიშნებათ თრომბოზული გართულებები (ოპერაციული მკურნალობისთვის მომზადება, ორსულობის მართვა). ამ მიზნებისთვის აქტიურად გამოიყენება ჰემოსტაზის კვლევის სხვადასხვა მეთოდი.

თუმცა რუტინული ტესტებით ხშირად ვერ ხერხდება ადრეულ ეტაპზე თრომბოწარმოქმნის რისკის განსაზღვრა. თრომბოწარმოქმნის რისკის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტესტი D-დიმერის განსაზღვრაა.

სისხლის შედედების პროცესში, თრომბინის ზემოქმედებით, პლაზმაში წარმოიქმნება ხსნადი ფიბრინი, რომელიც უკავშირდება სისხლძარღვების კედლებს. ამ პოლიმეროდაკავშირებული ფიბრინის დაშლისას (დეგრადაციისას) წარმოიქმნება პროდუქტები, რომელსაც ეწოდება D-დიმერი. D-დიმერის სიცოცხლის პერიოდი (6 საათი) დიაგნოსტიკის მაღალი სიზუსტის საშუალებას იძლევა.

სისხლში D-დიმერის ანალიზის საშუალებით ექიმს შეუძლია შეაფასოს, როგორ მიმდინარეობს ფიბრინის წარმოქმნისა და დაშლის პროცესი - თრომბის წარმოქმნა და ფიბრინოლიზი. D-დიმერის კონცენტრაციის 500ნგ FEU/მლ შემთხვევაში თრომბოზული გართულებების რისკის მომატებაზე შეიძლება ვიფიქროთ.

სისხლის შედედების ამ მაჩვენებლის კვლევა მნიშვნელოვანია თრომბოზული მდგომარეობების, ღრმა ვენების თრომბოზის, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, დისემინერეული სისხლძარღვშიდა შედედების დიაგნოსტიკისათვის, ასევე ორსულობის დროს.

COVID-19 ასოცირდება სისხლის შედედების გაძლიერებასთან. კორონავირუსით დანსებოვნებულ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ D-დიმერის დონის მომატება.

COVID-19-ის მქონე პაციენტებს ხშირად უდგინდებათ თრომბოზული გართულება მსხვილი თრომბების გამოვლენით. ამასთან, არა მარტო ვენებსა და ფილტვის არტერიაში, გულში, თავის ტვინის, თირკმელებისა და ღვიძლის სისხლძარღვებშიც. თრომბოზის ნიშნები ვლინდება მიკროცირკულაციურ დონეზეც. მრავალ მკვლევარს მიაჩინა, რომ COVID-19-ის დროს მიკროცირკულაციური ქსელის თრომბოზი შეიძლება იყოს მრავალი ორგანოს და პოლიორგანული უკმარისობის მიზეზი. ასე მაგალითად, თირკმელების სისხლძარღვების თრომბოზმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, ფილტვების მიკროცირკულაციის დარღვევამ კი სუნთქვის უკმარისობის გაღრმავება.

D-დიმერის განსაზღვრის კლინიკური გამოყენების სფერო

ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი. აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობის გამშვები მექანიზმია ტრავმები, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, იძულებითი სტატიკური მდგომარეობა (ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, ხანგრძლივი იმობილიზაცია), ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ხანგრძლივი ჰორმონოთერაპია, ინსულტის მწვავე პერიოდი და ა.შ. D-დიმერის დონის განსაზღვრა ამ საშიში მდგომარეობის მაქსიმალურად ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. D-დიმერის განსაზღვრა საშუალებას იძლევა ამ მდგომარეობის ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.

ორსულობა. ორსულობისას ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს ჰემოსტაზის სისტემაში კომპენსატორულ-შეგუბებითი ცვილებები, რის შედეგადაც D-დიმერის დონე თანდათანობით იზრდება და მშობიარობის დროისთვის საწყის დონეს 3-4-ჯერ აჭარბებს.

გერონტოლოგია. მეტაბოლური დარღვევების გამო, რაც ადამიანის ორგანიზმში ასაკთან ერთად მიმდინარეობს, D-დიმერის დონის კონტოროლი საშუალებას იძლევა განისაზღვროს თრომეოემბოლიური გართულებების რისკის ხარისხი (ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკის ჯგუფი ოპერაციული ჩარევებისას).

ონკოლოგია. კარგადაა ცნობილი ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტთა თრომბოემბოლიური გართულებების სიხშირის შესახებ. პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰემოსტაზის სისტემის ცვლილებები, რაც გამოწვეულია როგორც სიმსივნის, ისე ჩატარებული თერაპიის ფონზე განვითარებული ცვლილებების შედეგად.

დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი შეიძლება ორგანიზმის სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის გართულება იყოს. აღნიშნულ სინდრომს თან ახლავს სისხლძარღვებში მიკროთრომბების მასიური დალექვა. ამის შედეგად ხდება ფიბრინოლიზის აქტივაცია და D-დიმერის დონის მომატება.