ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდები და საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდები და საშუალებები

დაავადებათა აღნიშნული ჯგუფი ხშირად არის ქრონიკული, პროგრესირებადი და ძნელად ექვემდებარება დიაგნოსტიკასა თუ მკურნალობას.

ნერვული სისტემის დაავადებების სიმპტომები

საყურადღებო შეიძლება გახდეს შემდეგი გადახრები:

  • ქრონიკული დაღლილობა;
  • ხშირი თავის ტკივილი, ნებისმიერი ხასიათისა;
  • გულის წასვლა;
  • თავბრუსხვევა, ყურებში ხმაურის შეგრძნება;
  • ძილის დარღვევა, შფოთვა, აპათია;
  • ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება, ზოგადი გაფანტულობა;
  • განწყობის ხშირი ცვლილება, გაღიზიანება;
  • ქვედა და ზედა კიდურების დაბუჟება, სისუსტე, ჭიანჭველების ცოცვის, წვის შეგრძნება;
  • მეტყველების, სიარულის, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
  • კრუნჩხვა, ტრემორი, კიდურების უნებლიე მოძრაობა;
  • შარდისა და განავლის შეუკავებლობა;
  • მხედველობის მკვეთრად დაქვეითება.

როგორც წესი, რამდენიმე სიმპტომი ერთდროულად ვლინდება და მუდმივად პროგრესირებს. ნერვული სისტემის დაავადებების გვიანმა დიაგნოსტიკამ, შესაძლოა, პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი გახადოს. სამწუხაროდ, ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადება საერთოდ არ ექვემდებარება მკურნალობას და საჭიროებს მხოლოდ მედიკამენტურ, შემანარჩუნებელ თერაპიას პროგრესირების ტემპის შესამცირებლად.

ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა კომპლექსური უნდა იყოს. ბევრი ნევროლოგიური გადახრა შესაძლოა სხვა ორგანული დარღვევის თანამდევი მოვლენა იყოს და სხვა დარგის ვიწრო სპეციალისტების ჩართვასაც საჭიროებდეს.

ნევროლოგიური გამოკვლევის გეგმა

პირველი ვიზიტისას ნევროლოგი ისმენს პაციენტის ჩივილებს და მათი განვითარების დინამიკას, სწავლობს დაავადების ისტორიას, თანდაყოლილი დეფექტებისა და რისკფაქტორების (ალკოჰოლის, თამბაქოს მოხმარება, მავნე წარმოება) ზემოქმედების შედეგებს. შემდეგ სპეციალისტი გადადის უშუალოდ ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკაზე:

  • ზოგადი მდგომარეობა;
  • მეტყველება, მეხსიერება და ყურადღება;
  • ქალა-ტვინის ნერვების ფუნქციები;
  • მგრძნობელობითი და მოტორული სფერო;
  • ვეგეტატიური ფუნქციები.

სპეციალისტი აუცილებლად ამახვილებს ყურადღებას სიტყვების წარმოთქმის ხასიათზე, მოძრაობის კოორდინაციასა და სიარულზე, თვალის კაკლებისა და კიდურების მოძრაობაზე. აფასებს, საზოგადოდ, ფსიქიკის მდგომარეობასაც.

თუ გარკვეულ ეტაპზე აღინიშნება გადახრა, ნევროლოგი უფრო დეტალურად და ზუსტად იკვლევს დაზიანებულ უბანს. ეს აუცილებელია დაავადების დონის განსაზღვრისათვის (ცენტრალური და პერიფერიული), რაც დომინანტურ როლს ასრულებს მკურნალობაში.

ნერვული სისტემის დიაგნოსტიკის მეთოდები

  • კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის აღიშნული მეთოდები თავის ტვინის, ხერხემლის სვეტისა და მსხვილი ნერვული წნულების მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა, მიღებული მონაცემების სიზუსტის გასაზრდელად (მაგალითად, სიმსივნეზე ეჭვის არსებობისას) შეჰყავთ სპეციალური საკონტრასტო ნივთიერება.
  • ექსტრაკრანიალური არტერიების ულტრასონოგრაფიული კვლევა – თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის აქტივობის შეფასების საშუალებას იძლევა, რომლის დროსაც შეიძლება გამოვლინდეს შესაძლო შევიწროება (ათეროსკლეროზული ფოლაქები, გარედან ზეწოლა).
  • ექოენცეფალოგრაფია – ქალასშიდა წნევის შეფასების საშუალებას იძლევა, შესაძლებელია თავის ტვინის ქსოვილში ახალწარმონაქმნის გამოვლენაც.
  • ელექტროენცეფალოგრაფია ეფუძნება ტვინის ბიოლოგიური იმპულსების რეგისტრაციას. დიფერენციალური დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმას შორის, შესაძლებელია სიმსივნურ პროცესზე ეჭვის მიტანა.
  • რენტგენოგრაფია – მარტივი და ეფექტური მეთოდია ხერხემლის სვეტის დაავადებების აღმოსაჩენად.
  • ელექტრონეირომიოგრაფია – ეფუძნება ჩონჩხის კუნთების ფუნქციური მდგომარეობის შეფასებას. გამოიყენება პერიფერიული ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიის არსებობაზე ეჭვისას.
  • ავთვისებიან პროცესზე ეჭვის დროს ტარდება ბიოფსია შემდგომი ჰისტოლოგიური კვლევით, რაც აუცილებელია სიმსივნის ვერიფიკაციისა და პროგნოზის შეფასებისთვის.
  • დამატებით შესაძლებელია საჭირო გახდეს ლუმბალური პუნქცია, ანგიოგრაფია.

ნერვული სისტემის კვლევისა და დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვანია ლაბორატორიული ტესტებიც, რომელთა საშუალებით შეიძლება თავისა და ზურგის ტვინის, პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევების გამოვლენა.

ნერვული სისტემის დაავადებების მკურნალობა

თერაპია შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტურ ან ოპერაციულ ჩარევას, ფიზიოთერაპიას, მასაჟს, სამკურნალო ფიზკულტურას და სარეაბილიტაციო ტრენაჟორებს. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ფსიქოლოგის, ლოგოპედის ჩართვა, რომელიც დაეხმარება პაციენტს ნევროლოგიური დეფიციტისას ცხოვრების დაწყებაში.