უჯრედისი - სასარგებლო და საჭირო თუ უსარგებლო ბალასტი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
უჯრედისი - სასარგებლო და საჭირო თუ უსარგებლო ბალასტი
უჯრედისი - სასარგებლო და საჭირო თუ უსარგებლო ბალასტი
უჯრედისის სასარგებლო თვისებებზე ხშირად საუბრობენ, თუმცა ეს ერთგვარი პარადოქსია, რადგანაც ეს ნივთიერება არ აითვისება, გადის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ტრანზიტით. იყო დრო, როდესაც კვების მსგავს კომპონენტებს უწოდებდნენ ბალასტს და მის მოშორებაზეც ზრუნავდნენ. მაგალითად ამისთვის ამზადებდნენ განსაკუთრებულად წვრილად დაფქვილ ფქვილს, რომელსაც აცილებდნენ უმცირეს მინარევსაც კი. ის დღესაც ძალიან პოპულარულია და ცნობილია, როგორც უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი, რომელსაც იყენებენ თეთრ პურში, ნამცხვრებში, ბაგეტებსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმში.

რითია სასარგებლო ნივთიერება, რომელიც
არ შეიწოვება? სარგებელი მას ნაწლავში გადაადგილებისას მოაქვს.

• უჯრედისი საკვებს ანიჭებს მოცულობას, არ ზრდის მის კალორიულობას, რის ხარჯზეც ადამიანი სწრაფად ნაყრდება.
• არეგულირებს კუჭ
ის მოქმედებას და ხელს უშლის ყაბზობის განვითარებას. უჯრედისი აკავებს წყალს და განავლოვან მასებს ანიჭებს მოცულობასა და ნორმალურ კონსისტენციას.
• უჯრედისი ხელს უშლის მსხვილ ნაწლავში მჟავა გარემოს შექმნას, რის შედეგადაც ვეღარ მრავლდება მავნე ბაქტერიები.
• ის ხელს უშლის ნაწლავის მრავალი დაავადების, მათ შორის კოლიტის, კრონის დაავადების, დივერტიკულიტის, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.
• უჯრედისი ღრუბელივით ისრუტავს მავნე და ტოქსიურ ნივთიერებებს და გამოაქვს გარეთ, რითაც ამცირებს ორგანიზმზე ტოქსიურ დატვირთვას.
• ის ამცირებს ქოლესტერინისა და ცხიმების შეწოვას. უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება აქვეითებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებსა და სიკვდილიანობას.

უჯრედისით მდიდარია ბოსტნეული - ჭარხლის, ისპანახის ფოთლებისაგან მომზადებული საკვები, პარკოსნები, ლობიო, ბარდა, სტაფილო, მწვანილი; ჭვავის პური, კაკალი, თხილი, შვრია, ქერი, ხილი - ვაშლი, შავი ქლიავი, ლეღვი, გარგარი, ატამი, ციტრუსები. კანგაცლილ ხილში ბოჭკოს შემცველობა ნაკლებია.


ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ცნობილია, რომ წარმატებული დიეტა დამოკიდებულია შიმშილის გრძნობის კონტროლზე, რაც არც თუ ისე
17-09-2018
საღამოს მიღებული პროდუქტები გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე. კვერცხი, ამ თვალსაზრისით იდეალური
10-09-2018
ეს ახალი ტრენდია დიეტოლოგიაში. დიეტის თანახმად, სამი დღის განმავლობაში ადამიანმა უნდა მიიღოს მხოლოდ
26-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ყავა უზმოზე - გულძმარვის, გასტრიტის ან წყლულოვანი დაავადების სერიოზული რისკია. ყავა ასტიმულირებს
როგორ დავიკლოთ წონაში, დავამარცხოთ ზედმეტი კილოგრამები, თუნდაც 3–4კილო, ან როგორ შევინარჩუნოთ დაკლებული კილოგრამები?
ცნობილია, რომ წარმატებული დიეტა დამოკიდებულია შიმშილის გრძნობის კონტროლზე, რაც არც თუ ისე
ასე გამოიყურება 200 კილოკალორიის საკვები ღირებულების მქონე სხვადასხვა საკვები პროდუქტი:
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
საღამოს მიღებული პროდუქტები გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე. კვერცხი, ამ თვალსაზრისით იდეალური
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად