ყაბაყი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ყაბაყი
ყაბაყი
ყაბაყი ჩვენში ძალზე პოპულარული სულაც არ არის, თუმცა სულ უფრო ხშირად გამოიყენება ადგილობრივ კერძებში. ჩინური სამზარეულოსთვის კი ყაბაყი შეუცვლელი ინგრედიენტია. გოგრის ეს ბუჩქოვანი ნაირსახეობა წარმოშობით მექსიკიდანაა; ადგილობრივ ინდიელებს ის ჩვენს ერამდე ბევრად ადრე ჰქონდათ კულტივირებული.

ყაბაყის ფორმა მოგრძოა, ფერი კი სახეობებზეა დამოკიდებული: ხან ყვითელია, ხან თეთრი, ხანაც კი მწვანე.

ყაბაყის ყველაზე დიდი სარგებლიანობა ის გახლავთ, რომ ის ნებისმიერი სახით დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე და ეხმარება კანის სიჯანსაღეს.

როგორ მოვამზადოთ ყაბაყის დიეტური პიცა - ნახეთ gemrielia.ge-ს გემრიელი და სასრგებლო რეცეპტი


ნიშანდობლივია, რომ ყველა სახეობის ყაბაყი ერთნაირი შემადგენლობისაა.

დაბალკალორიულობის გამო ყაბაყი დიეტურ პროდუქტად მიიჩნევა. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ამ საკმაოდ მკვრივი ბოსტნეულის 95% ჩვეულებრივი წყალია, დანარჩენი ნაწილი კი - ცილები და ნახშირწყლები. ყაბაყი საუკეთესოა წონის კლების პროცესშიც. ის საკვების მიღების შემდეგ ნაყროვანების შეგრძნებას აჩენს და ჭამის
სურვილი ქრება.

გარდა ამისა, ყაბაყი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებსაც უხვად შეიცავს.

მათ შორისაა: მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა, ტიტანი, ლითიუმი, მოლიბდენი, თუთია და სხვა.

კალიუმი ყაბაყში ასჯერ მეტი რაოდენობითაა, ვიდრე, მაგალითად, ნატრიუმი. ეს ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამიტომაც ყაბაყი ორგანიზმს ზედმეტი სითხისგან განთავისუფლებაში აქტიურად ეხმარება.

ყაბაყი ბევრ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინსაც შეიცავს: პროვიტამინ А-ს (კაროტინს), ნიკოტინმჟავას, В1, В2 და С ვიტამინებს.

ნაზი ცელულოზისა და ორგანული მჟავების სიმცირის წყალობით ყაბაყი კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონეთათვის შეუცვლელი პროდუქტია. ის საჭმლის მომნელებელ ორგანოებს არ აღიზიანებს. ნახშირწყლების მცირე რაოდენობის გამო ის ფასდაუდებელი საკვებია დიაბეტიანთათვისაც.

გარდა ამისა, ყაბაყი შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებებით გამოირჩევა - ის ეხმარება ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების, მათ შორის - ქოლესტერინისა და რადიონუკლიდების გამოდევნას. ამიტომ მისი მიღება მისწრებაა მათთვის, ვისაც თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები აწუხებს.

ფასდაუდებელია ყაბაყისგან დამზადებული წვენები. ის საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებათა პროფილაქტიკისთვისაც გამოიყენება.

ყაბაყის ყვავილების ნახარში საუკეთესოა კანის დაავადებების სამკურნალოდ. ყაბაყის მიღება აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის წარმოქმნას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა შუახნის ასაკს გადაცილებული ადამიანებისთვის.

ყაბაყის უნიკალურობა კიდევ ისაა, რომ ის შესანიშნავი დამატენიანებელი თვისებებით გამოირჩევა. ამის გამო აქტიურად გამოიყენება სახის კრემების მთავარ ინგრედიენტად. ყაბაყის რბილობი აახალგაზრდავებს, აუმჯობესებს სახის კანის ფერსა და მიკროცირკულაციას, კანს იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.


ყაბაყის უკუჩვენებები


ზემოთ ნათქვამია, რომ ყაბაყი უხდება თირკმელების დაავადებებს, მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ თირკმლის უკმარისობისას მისი ჭარბად გამოყენება, ექიმის რჩევის გარეშე, ავადმყოფის მდგომარეობას გააუარესებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმიდან ყაბაყში დიდი რაოდენობით შემავალი კალიუმის გამოდევნის პროცესი ფერხდება.

ასევე, ყურადღებით უნდა იყვნენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების აშლილობის მქონე ადამიანებიც; მართალია, ყაბაყი მათთვის სასარგებლოა, მაგრამ გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების დროს უმი ყაბაყის მიღება არასასურველია.

გასათვალისწინებელია, რომ უმი ყაბაყი აღიზიანებს ლორწოვანი გარსის ზედაპირსაც.

ჯანმრთელ ადამიანს ყაბაყის მიღება თავისუფლად შეუძლია, თუ მის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა არ აქვს.





ყაბაყის კატლეტები შემადგენლობა:

  • 3 ც დიდი ყაბაყი;
  • 1 ც კვერცხი;
  • 2 კბილი ნიორი;
  • 1 კონა კამა;
  • 65 გ ფქვილი;
  • 1 ს.კ. გამაფხვიერებელი;
  • მარილი, პილპილი.

მომზადება:

ყაბაყი გარეცხეთ და კანიანად გახეხეთ, დაუმატეთ კვერცხი, გაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი კამა, ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, პილპილი გემოვნებით. კარგად აურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ მრგვალი ფორმები და შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.


სალათა ყაბაყით

შემადგენლობა:

  • 2 ც ყაბაყი;
  • 1 ჭიქა ბრინჯი;
  • 2 ს.კ. ზეთი;
  • 1/2 ჭიქა ქათმის ბულიონი;
  • 1 ს.კ. გამდნარი კარაქი;
  • 1/4 ჭიქა გახეხილი პარმეზანი;
  • მარილი და პილპილი.

მომზადება:

ყაბაყი დავჭრათ, შევწვათ ზეთში, დავამატოთ მოხარშული ბრინჯი, ქათმის ბულიონი, გახეხილი პარმეზანი, დავამატოთ მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ.


ყაბაყის ბლინები


შემადგენლობა:

  • 2 მოზრდილი ყაბაყი;
  • 2 ც კვერცხი;
  • 1/2 ჭიქა საფანელი;
  • 1 ს.კ. მარილი, შაქარი;
  • ზეთი.

მომზადება:

გარეცხეთ და გაასუფთავეთ ყაბაყი, შემდეგ გახეხეთ მოზრდილ სახეხზე. დატოვეთ რამდენიმე ხნით, რომ გამოუშვას ზედმეტი სითხე. შემდეგ გადაწურეთ და დაუმატეთ კვერცხი და საფანელი, შეაზავეთ მარილით, შაქრით და კარგად აურიეთ. თუ მასა მაინც ზედმეტად თხელია, დაუმატეთ საფანელი და ერთი კვერცხი. გააცხელეთ ტაფა ზეთით, შემდეგ მოზრდილი კოვზით ამოიღეთ მასა და დაასხით ტაფაზე, შეწვით ორივე მხრიდან.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
02-08-2018
ზღვის პროდუქტები, განსაკუთრებით კი ზღვის კომბოსტო, სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის
31-07-2018
ასაკის მატებასთან ერთად ტერმინები: წნევა, ქოლესტერინი, პროთრომბინი - ყველა ადამიანისთვის კარგად ნაცნობი ხდება,
12-06-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ყავა უზმოზე - გულძმარვის, გასტრიტის ან წყლულოვანი დაავადების სერიოზული რისკია. ყავა ასტიმულირებს
როგორ დავიკლოთ წონაში, დავამარცხოთ ზედმეტი კილოგრამები, თუნდაც 3–4კილო, ან როგორ შევინარჩუნოთ დაკლებული კილოგრამები?
ცნობილია, რომ წარმატებული დიეტა დამოკიდებულია შიმშილის გრძნობის კონტროლზე, რაც არც თუ ისე
ასე გამოიყურება 200 კილოკალორიის საკვები ღირებულების მქონე სხვადასხვა საკვები პროდუქტი:
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
საღამოს მიღებული პროდუქტები გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე. კვერცხი, ამ თვალსაზრისით იდეალური
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად