რატომ უნდა მივირთვათ კვერცხი საღამოს
სუპერპროდუქტია. ის ხელს უწყობს დღეღამური რითმების მარეგულირებელი და ძილის მომგვრელი ჰორმონის - მელატონინის გამომუშავებას. გარდა ამისა, კვერცხში არის ტრიფტოფანი - ამინომჟავა, რომელიც აუმჯობესებს ძილის ხარისხს და აქვეითებს შფოთვის მაჩვენებელს.
В ჯგუფის ვიტამინები (მათ შორის В12, В5, ბიოტინი, თიამინი, რიბოფლავინი) და სელენი სასარგებლოა კანის, თმებისა და ფრჩხილებისთვის. კვერცხი ყველა ამ ნივთიერებას შეიცავს.
დიეტოლოგები დღეში 2 ცალი კვერცხის მიღებას გვირჩევენ - საუზმეზე და ვახშამზე. საუზმეზე მიღებული კვერცხის საშუალებით დიდხანს აღარ შეგვაწუხებს შიმშილის გრძნობა.
ამდენად, კვერცხი გვეხმარება ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში და აფერხებს დაბერების პროცესებს.