რაში გვეხმარება საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაში გვეხმარება საკვები

ანანასი

ანანასი მსახიობებისა და მუსიკოსების საყვარელი ხილია. მას, ვისაც დიდი მოცულობის ტექსტის დამახსოვრება უწევს, ბევრი ც ვიტამინი სჭირდება, ანანასში კი ის უხვად არის. გარდა ამისა, ეს ხილი თითქმის უკალორიოა - 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება სულ 56 კილოკალორიას უდრის, ამიტომ პრაქტიკულად არ ასუქებს. მეხსიერების გასაუმჯობესებლად საკმარისია დღეში ერთი ჭიქა ანანასის წვენი.

ავოკადო

ავოკადო მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რის წყალობითაც ხანმოკლე მეხსიერების ენერგიის წყაროს წარმოადგენს (მაგალითად, გეგმის შედგენისას ან პროდუქტების სიის ჩამოწერისას რამე რომ არ გამოგვრჩეს). ეფექტისთვის დღეში ნახევარი ავოკადო საკმარისია.

გონების კონცენტრაცია

ხამანწკები

ხამანწკები ტვინის საყვარელი დელიკატესია: ამარაგებს მას აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც გონების კონცენტრირებას უწყობს ხელს. დღეში 100 გრამი საკმარისია. გაითვალისწინეთ: ხამანწკებს მარილი უნდა მოაყაროთ კულინარიული დამუშავების (მოხარშვის ან შეწვის) შემდეგ.

ხახვი

ხახვი სასარგებლოა გონებრივი და ფსიქიკური გადაღლის დროს. იგი ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, აუმჯობესებს ტვინის ჟანგბადით მომარაგებას. საკმარისია ყოველდღე ნახევარი თავი ხახვი.

ნიგოზი

ნიგოზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ინტენსიური გონებრივი მუშაობა ან საჭესთან დიდხანს ჯდომა უწევს. ნიგოზი აკაჟებს ნერვულ სისტემას და ასტიმულირებს ტვინის მუშაობას.

შემოქმედებითი უნარი

ლეღვი

ლეღვი საუკეთესო საკვებია ჟურნალისტებისა და სხვა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის. იგი ახალი იდეების გენერაციას უწყობს ხელს. ლეღვის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთები სისხლს ათხელებს და ტვინს უკეთ ამარაგებს ჟანგბადით.

კვლიავი

კვლიავმა შესაძლოა გენიალური იდეების წარმოშობასაც კი შეუწყოს ხელი. მასში შემავალი ეთერზეთები ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ვისაც გონებრივად გააქტიურება სჭირდება, კვლიავის ჩაი უნდა სვას (2 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე).

ნათელი გონება

კომბოსტო

კომბოსტო ხსნის ნევროზულ მდგომარეობას, ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. დაძაბულობის მოსახსნელად გამოცდის წინ კომბოსტოს სალათა მიირთვით.

ლიმონი

ლიმონი აუმჯობესებს აზროვნებას და ც ვიტამინის უხვი შემცველობის წყალობით აადვილებს ინფორმაციის აღქმას. მეცადინეობის წინ ურიგო არ იქნება ლიმონის წვენის დალევა.

მოცვი

მოცვი იდეალური საკვებია სტუდენტებისთვის სესიების დროს. იგი ხელს უწყობს ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

გუნება-განწყობა

წიწაკა

რაც უფრო ცხარეა წიწაკა, მით უკეთესი. მის შემადგენლობაში შემავალი არომატული ნივთიერებები ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონ ენდორფინის გამოყოფას.

მარწყვი

მარწყვი ძალიან გემრიელია და, ამასთან, სწრაფად ანეიტრალებს უარყოფით ემოციას. დღეში 150 გრამი მაინც უნდა მიირთვათ.

ბანანი

ბანანი შეიცავს სეროტონინს - ნივთიერებას, რომელიც ბედნიერების განცდისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, ბანანი დამღლელი დღის შემდეგ ენერგიის აღდგენას უწყობს ხელს.