მცდარი წარმოდგენების გალერეა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მცდარი წარმოდგენების გალერეა

კითხვა მხოლოდ კარგად განათებულ ოთახში შეიძლება

ხშირად გაგვიგონია, რომ კითხვა უვნებელია მხოლოდ კარგად განათებულ ოთახში. ცუდი განათების პირობებში კითხვა ვნებს მხედველობას. ასეცაა და არც არის ასე. სინამდვილეში კითხვა შეიძლება ისეთი განათების პირობებში, რომლის დროსაც ადამიანი ნაბეჭდს დაუძაბავად არჩევს. ზღვარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვაა, ასე რომ, ხშირად კითხვა სრულიადაც არ მოითხოვს ძლიერ განათებას.

ციროზი მხოლოდ ალკოჰოლიზმით დაავადებულებს ემუქრება

დადგენილია, რომ ღვიძლის ციროზი მხოლოდ მსმელების სნეულება არ არის - ის ისეთ ადამიანსაც შეიძლება დაემართოს, რომელიც სრულიადაც არ მეგობრობს ალკოჰოლთან. მიზეზად შეიძლება იქცეს ვირუსული ჰეპატიტი, სანაღვლე გზების დაავადება, ტოქსინების ზემოქმედება, სამკურნალო პრეპარატების ზედოზირება (დოზის გადაჭარბება), ზოგიერთი პარაზიტული და ინფექციური სნეულება, მაგალითად, ექონოკოკოზი, ბრუცელოზი, ტოქსოპლაზმოზი.

მშობიარობის შემდეგ დეპრესია გარდაუვალია

სრულიადაც არა! მშობიარობის შემდგომი დეპრესია დედების მხოლოდ 40%-ს ემართება, ისიც უმთავრესად პირველი მშობიარობის შემდეგ. ამ კუთხით გაცილებით მოწყვლადნი არიან ქალები, რომლებსაც მეუღლის სითბო და ყურადღება აკლიათ. მშობიარობის შემდგომ დეპრესიას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ნებისმიერმა ფაქტორმა, რომელიც ქალს განცდის საბაბს მისცემს. უმეტესად ეს  ცხოვრების ჩვეული რეჟიმიდან ამოვარდნა, ქმარზე ან მისი ოჯახის წევრებზე დამოკიდებულებაა.