რა დაავადებები იწვევს მადის გაძლიერებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაავადებები იწვევს მადის გაძლიერებას

ეპიზოდური ბულიმია, რომელსაც მადის სხვადასხვა ხარისხის მატება ახასიათებს, წესისამებრ, შინაგანი ორგანოების დაავადებასთან არის დაკავშირებული. ეს დაავადებებია:

• შაქრიანი დიაბეტი;

• ინსულინომა ანუ ინსულინმაპროდუცირებელი სიმსივნე;

• ნებისმიერი სხვა პათოლოგია, რომლის დროსაც შესაძლოა სისხლში ინსულინის შემცველობამ მოიმატოს;

• თირეოტოქსიკოზი;

• გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თუ კუჭის მჟავა წვენის წარმოქმნა გაძლიერებულია.

ბულიმიამ შესაძლოა თავი იჩინოს მძიმე ინფექციური დაავადების შემდეგ, გამოჯანსაღების პერიოდში, როცა ორგანიზმი საკვები ნივთიერებების დეფიციტს განიცდის.

როგორც ექიმები აღნიშნავენ, ჩვენ მიერ ჩამოთვლილი პათოლოგიური მდგომარეობების დროს ბულიმიის ხარისხი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული - რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან თირეოტოქსიკოზი, მით უფრო მეტად ძლიერდება მადა.

ბულიმია, რომელიც შინაგანი ორგანოების ამა თუ იმ დაავადებას უკავშირდება, განსაკუთრებულ პრობლემას არ ქმნის. მთავარია ძირითადი დაავადების დროული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა, რის შედეგადაც პათოლოგიურად გაძლიერებული მადა, სხვა სიმპტომების მსგავსად, სუსტდება და ნორმას უახლოვდება. მედიკოსების განსაკუთრებული ყურადღების საგანი მკვეთრი, მუდმივი ბულიმიაა. ის შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების, ფსიქიკის დარღვევის ან ნევროზის გამოხატულება იყოს. ასეთ ბულიმიას ფსიქიკურ დარღვევად განიხილავენ. ავადმყოფს მკვეთრად აქვს მომატებული მადა, აწუხებს დაუძლეველი შიმშილის გრძნობა. ბულიმიით დაავადებული საკვების მიმართ საოცარ ლტოლვას განიცდის. ჭამის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი შეუჩერებლად, უზომოდ და უსასრულოდ ჭამს და აზრადაც არ მოსდის, როგორი იქნება შედეგი. შედეგი კი ასეთია: სიმძიმე კუჭში, გულის ფრიალი, ოფლიანობა, სისუსტე, გონის წასვლა, ძილად მივარდნა, სიმძიმე მთელ სხეულში. რაც მთავარია, ჭამის შემდეგ ადამიანს უჩნდება სინდისის ქენჯნა საკუთარი მუცელღმერთობის, უნებისყოფობის, გაუმაძღრობის გამო. ჭარბი საკვებისგან სწრაფად რომ გათავისუფლდეს, ღებინებას იწვევს და საკუთარ თავს სიტყვას აძლევს, რომ ეს აღარ გამეორდება, თუმცა გადის რამდენიმე ხანი, ბულიმიით შეპყრობილი ყველაფერს ივიწყებს და კვლავ იწყებს უზომო ჭამას.

ბულიმია უპირატესად ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებს ემართებათ. დადგენილია, რომ მათი 4% ბულიმიით არის დაავადებული.

მოზარდთა ბულიმია თავდაპირველად არავითარ შეშფოთებას არ იწვევს - გაძლიერებულ მადას უმადობის პერიოდი მოსდევს, რის გამოც პაციენტის წონა არ იცვლება, თუმცა გადის დრო, მადა უფრო და უფრო ძლიერდება და, შესაბამისად, წონაც იმატებს.

მეორე პერიოდი, რომელიც საშიშია ბულიმიის აღმოცენების თვალსაზრისით, 25-30 წლის ასაკია. ამ პერიოდში ადამიანი ძლიერ ნერვულ დაძაბულობას და სტრესს განიცდის და თითქოს ცდილობს, უსიამოვნება ჭამაში ჩაახშოს.

ცნობილია, რომ ბულიმია ხშირად ემართებათ ქალებს, რომლებიც წონის შესანარჩუნებლად გამუდმებით იცავენ დიეტას.

ბულიმია სერიოზული მდგომარეობაა. ის ორგანიზმში ცვლილებათა მთელ წყებას იწვევს, რაც არა მარტო წონის მატებას, არამედ სხვა სიმპტომებსაც განაპირობებს. ბულიმიის ძირითადი ნიშნებია:

• დეპრესია, საკუთარი თავისადმი დანაშაულისა და ზიზღის განცდა,

• თვითკონტროლის უუნარობის შეგრძნება,

• მკაცრი თვითკრიტიკა,

• ირგვლივ მყოფთაგან ქების მოსმენის მუდმივი სურვილი,

• საკუთარ წონაზე მცდარი წარმოდგენა.

• ჩამოთვლილ ფსიქოლოგიურ თავისებურებებთან ერთად მოსალოდნელია:

• სხეულის მასის მკვეთრი მერყეობა (5-10 კილოგრამის მატება და კლება);

• დისკომფორტი ყელის არეში;

• დაღლილობა და კუნთების ტკივილი;

• კბილების კარგვა;

• ყბაყურა ჯირკვლების გადიდება.

შიმშილის შეტევისას დაავადებულმა შესაძლოა ორ კილოგრამამდე საკვები მიიღოს.

მკურნალობა აუცილებელია! ბულიმიით შეპყრობილმა უნდა გააცნობიეროს, რამდენად სერიოზულია მისი დაავადება. განსაკუთრებით საშიშია ბულიმია, რომელიც წლობით გრძელდება. გახსოვდეთ! ბულიმია ავადმყოფობაა, მისი მკურნალობა აუცილებელია. თუ ამჩნევთ, რომ უზომოდ ბევრს ჭამთ, დროულად მიმართეთ ექიმს!

პაციენტის გასინჯვისა და კვლევების მეშვეობით უნდა გამოირიცხოს ბულიმიის გამომწვევი დაავადება. თუ ორგანული პათოლოგია, რომელიც მადის მკვეთრ მატებას იწვევს, არ გამოვლინდა, ბულიმიის მკურნალობა ფსიქოთერაპევტისაა და ფსიქიატრის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს, ვინაიდან დაავადების ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიზეზი სტრესია. იხილეთ სტატია "ბულიმია და ანორექსია"