კვების რეჟიმი და რაციონი სტენოკარდიისა და ინფარქტის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვების რეჟიმი და რაციონი სტენოკარდიისა და ინფარქტის დროს

სტაბილური სტენოკარდიის მკურნალობა მიზნად ისახავს სტენოკარდიული სიმპტომების შემსუბუქებას, მიოკარდიუმის ინფარქტისა და სიკვდილის პრევენციას და, საბოლოო ჯამში, ცხოვრების ხარისხის ამაღლებისკენ არის მიმართული. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის დაცვა და სწორი რაციონის შერჩევა. კვება საჭიროა დღეში 4-5-ჯერ მცირე ულუფებით. სუფრის მარილის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 5 გრამს. კერძი უმარილოდ უნდა მომზადდეს. შეგიძლიათ, ცოტაოდენი (5 გ - 1 ჩაის კოვზი) მარილი უშუალოდ ჭამის წინ მოაყაროთ.

ხილ-ბოსტნეული უხვად უნდა მიირთვათ - ის აუმჯობესებს ნაწლავის მოტორულ ფუნქციას, რაც ქოლესტერინისა და მისი ცვლის პროდუქტების ორგანიზმიდან გამოყოფას უწყობს ხელს. იზღუდება მხოლოდ კარტოფილი - ის სახამებლის შემცველობის გამო კალორიულია და სხეულის მასას ზრდის.

ბურღულეული: კარგია წიწიბურა, ჰერკულესი, ხორბალი. ისინი ხელს უწყობენ ქოლესტერინის გამოყოფას.

პური - უმჯობესია თეთრი. ნამცხვრებს ერიდეთ.

ცხიმი - მხოლოდ მცენარეული.

ხორცის ნაწარმი - ნებადართულია ფრინველის თეთრი (მისი მიღება შეიძლება კვირაში 2-3-ჯერ), საქონლის მჭლე ხორცი - მოხარშული და არა შემწვარი. ქოლესტერინს დიდი რაოდენობით შეიცავს ტვინი, ღვიძლი, თირკმელები, ამიტომ მათი მიღება იკრძალება.

კვერცხი - ის ქოლესტერინს შეიცავს. კვირაში მხოლოდ 1 ცალია ნებადართული. იზღუდება ხიზილალაც.

თევზი - შეგიძლიათ უხვად მიირთვათ, ცხიმიანიც კი, ოღონდ მოხარშული ან ჩაშუშული.

რძის ნაწარმი - რძე, კეფირი, იოგურტი, მაწონი, ხაჭო. არაჟანს, როგორც ცხიმიან პროდუქტს, არ გირჩევთ. ყველიც შეზღუდული რაოდენობით მიირთვით, ისიც - მხოლოდ დღის პირველ ნახევარში.

კვების რეჟიმი და რაციონი მიოკარდიუმის ინფარქტის დროს

  • სადღეღამისო კალორაჟი შეადგენს 100 ან 1500 კკალს.
  • საკვები პაციენტს ეძლევა მცირე ულუფებით და ხშირად - დღეში 5-6-ჯერ.
  • საკვები ადვილად ასათვისებელია, არ შეიცავს ქოლესტერინსა და ცხოველურ ცხიმს.
  • მარილის სადღეღამისო ოდენობა არ აღემატება 4-5 გრამს, ხოლო წყლისა - 1 ლ-ს, ზოგჯერ უფრო მეტადაც იზღუდება.
  • სასურველია, საკვები არ იწვევდეს კუჭ-ნაწლავის შებერილობას.

მიოკარდიუმის ინფარქტის პირველ დღეებში პაციენტმა შეიძლება მიიღოს დაბალცხიმანი რძის პროდუქტები (მაწონი, ხაჭო), ორცხობილა, მინერალური წყალი, ხილის წვენები, ჩირი, შავი ქლიავი, მცენარეული ზეთი. პოსტინფარქტულ პერიოდში აკრძალვებსა და შეზღუდვებს ენაცვლება რაციონალური კვების პრინციპები. საზოგადოდ, ჯანსაღი კვებისადმი ყოველგვარი მიდგომა ეფუძნება 10 ძირითად პრინციპს:

1. მიირთვით მრავალფეროვანი, ძირითადად მცეარეული საკვები.

2. დღეში რამდენჯერმე მიირთვით პური, მარცვლეული, მაკარონი, ბრინჯი ან კარტოფილი.

3. დღეში რამდენჯერმე მიირთვით სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული, უმჯობესია, ახალი და ადგილობრივი.

4. ეცადეთ, შენარჩუნოთ სხეულის რეკომენდებული წონა.

5. აკონტროლეთ ცხიმის მიღება (სადღეღამისო კალორაჟის არა უმეტეს 30%-ისა), ნაჯერი ციხები უჯერით (მცენარეული ზეთით) შეცვალეთ.

6. ცხიმიანი ხორცისა და ხორცპროდუქტების ნაცვლად მიირთვით ლობიო, სხვა პარკოსნები, თევზი, ფრინველისა და საქონლის მჭლე ხორცი.

7. მიირთვით ცხიმითა და მარილით ღარიბი რძე და რძის ნაწარმი (კეფირი, მაწონი, იოგურტი, ყველი).

8. მიირთვით შაქრის მცირე შემცველობის პროდუქტები, ნაკლები რაფინირებული შაქარი, ტკბილი სასმელები, ტკბილეული.

9. მიირთვით ნაკლებმარილიანი საკვები, დღე-ღამის განმავლობაში პურის, გადამუშავებული და სხვა პროდუქტების საშუალებით მიღებული მარილის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ჩაის კოვზს - 5-6 გრამს.

ინფარქტის მწვავე, ქვემწვავე და რეაბილიტაციის პერიოდებში ალკოჰოლური სასმელების მიღება დაუშვებელია, ხოლო პოსტინფარქტულ პერიოდში, თუ მნიშვნელოვანი გართულებები არ აღინიშნება, ალკოჰოლის ზომიერი მიღება ერთგვარ დამცავ ეფექტსაც კი ახდენს. ზომიერ ოდენობად ითვლება 30 მლ ეთანოლის სპირტი. ამ ულუფას შეიცავს 2 საშუალო ზომის ჭიქა ღვინო, 80 მლ-მდე არაყი, ამდენივე კონიაკი. გამოკვლევები მოწმობს, რომ ასეთი რეჟიმით ალკოჰოლის მიღება საგრძნობლად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულების რისკს.