საზამთროს დიეტა - 5 დღეში მინუს 4 კგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზამთროს დიეტა - 5 დღეში მინუს 4 კგ

ამავე დროს საზამთროს შარდმდენი თვისება აქვს. 5-დღიანი დიეტის განმავლობაში ორგანიზმი ზედმეტი სითხისგან დაიცლება და მასთან ერთად ცხიმოვანი უჯრედებისგანაც გათავისუფლდება. საქმე ის არის, რომ კანქვეშა ცხიმოვანი შრის 8-10% სითხეა და მხოლოდ 12%-ია ცხიმი.

საზამთროს ოდენობა გამოთვალეთ შემდეგი ფორმულით: ნახევარი კილოგრამი რბილობი ყოველ 10 კილოგრამ წონაზე. ეს რაოდენობა უნდა გაყოთ ხუთად და მიიღოთ 5 დღის განმავლობაში. საზამთროს 5-დღიანი დიეტის მეშვეობით დაახლოებით 4 კგ-ს დაიკლებთ. ოღონდ გაითვალისწინეთ: ასეთი დიეტა 5 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.

თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, 5-დღიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ დიეტა განაგრძოთ და გადახვიდეთ მომდევნო ეტაპზე, რომელიც 10 დღეზეა გათვლილი. ამ ხნის განმავლობაში შეგიძლიათ ისაუზმოთ რუხი ბურღულის (მაგალითად, წიწიბურას) ფაფით, უშაქრო ჩაით, სადილად მიირთვათ ცოტაოდენი მოხარშული ხორცი ან თევზი, სალათის ფოთლები, ხოლო ვახშმად - აუცილებლად საზამთროს რბილობი. მისი ოდენობა უნდა გამოთვალოთ შემდეგი პრინციპით: 1 კგ რბილობი 30 კგ წონაზე.

საზამთროს 15-დღიანი დიეტის წყალობით კი 15-18 კგ-ს დაიკლებთ.

საზამთროს დიეტას აქვს უკუჩვენებებიც: მისი გამოყენება არ შეიძლება დიაბეტის, შარდკენჭოვანი დაავადების, პანკრეასის დაავადების დროს. საზამთროს დიეტა რეკომენდებულია ჰიპერტონიის, ინფექციურ-ალერგიული დაავადებების, პოდაგრის, თირკმლის პრობლემებისა და საშარდე გზების დაავადებების დროს, თირკმლის კენჭოვანი დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში კი, როგორც უკვე ვთქვით, უკუნაჩვენებია.

იხილეთ აგრეთვე სტატია "უზარმაზარი კენკრა"