სიმინდის ბურბუშელა სასარგებლო თუ მავნე პროდუქტი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმინდის ბურბუშელა სასარგებლო თუ მავნე პროდუქტი?

ამის შემდეგ ამ მასას წნეხენ, კარგად ურევენ და მაღალი ტემპერატურის პირობებში მაღალი წნევით გადადევნიან სპეციალურ ჭურჭელში გარკვეული ფორმის მისაცემად. შემდეგ აფასოებენ და ფუთავენ.

რითია სასარგებლო სიმინდის ბურბუშელა

სითბური და მექანიკური დამუშავების შედეგად სიმინდის მარცვლის სახამებელი გაცილებით ადვილად ასათვისებელი ხდება, შესაბამისად, იმატებს პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულებაც. თუ ჩვეულებრივი სიმინდის ფაფა შეიცავს ე.წ. ნელ ნახშირწყლებს, ბურბუშელაში სწრაფი ნახშირწყლებია. ისინი იმით არის კარგი, რომ მყისიერად აჯერებს სისხლს გლუკოზით და მატებს ენერგიას. ხელოვნური ვიტამინებითა და ნატურალური პროდუქტებისგან, მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის წვენებისგან მიღებული დანამატებით გამდიდრებული ბურბუშელა უფრო ადვილად ანაყრებს დაღლილ ადამიანს.

რითია მავნე

დამუშავებისას სიმინდის მარცვალი კარგავს ყველა ვიტამინს. უჯრედისი ისე იშლება, რომ ვეღარ ახერხებს ნაწლავების სტიმულაციას. თუ სწრაფი ნახშირწყლები უახლოეს მომავალში არ დაიხარჯა, ცხიმად გარდაიქმნება და დიდი ხნით დარჩება ორგანიზმში. ზოგიერთი მწარმოებელი შაქარს ხელოვნური ანალოგით ცვლის ისე, რომ ამის შესახებ ეტიკეტზე არ მიუთითებს, შაქრის შემცვლელები კი მავნებელია ბავშვებისთვის და ხშირად ალერგენულიც. ხელოვნური დანამატები, სტაბილიზატორები ასევე არ არის სასარგებლო, თუმცა, საუკეთესო შემთხვევაში, არც მავნე. ამრიგად, სიმინდის ბურბუშელას დიდი სიკეთე არ მოაქვს, ზიანი კი შეიძლება საგრძნობი მოგვაყენოს. განსაკუთრებით უნდა ვარიდოთ ამ პროდუქტს ბავშვები, ხანდაზმულები და ორსულები. თუ ადამიანი დაავადებულია დიაბეტით, ნაწლავის დისფუნქციით, მიდრეკილია ალერგიის ან სიმსუქნისაკენ, სიმინდის ბურბუშელას ასევე უნდა მოერიდოს. ჭამოს თუ არა სიმინდის ბურბუშელა, თითოეულმა ჩვენგანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ რჩევების გათვალისწინება არასოდეს იქნება გვიან.