კვებისა და სმის რეჟიმი ზაფხულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვებისა და სმის რეჟიმი ზაფხულში

გარდა ამისა, ჰაერის მომატებული ტემპერატურის პირობებში უჯრედების მიერ ჟანგბადის შეთვისება უმჯობესდება, ხოლო სხეულის ენერგეტიკული დანახარჯი მცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში ადამიანის ორგანიზმს ნაკლები კალორია სჭირდება. რა უნდა მივირთვათ ზაფხულის ცხელ დღეებში, რომ ადვილად გადავიტანოთ სიცხე, მაქსიმალურად შევითვისოთ ვიტამინები და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა ნივთიერებები?

კვების ძირითადი პრინციპები

იმის გამო, რომ სიცხეში ორგანიზმს ნაკლები ენერგია ეხარჯება, ზაფხულში მიღებული საკვები ნაკლებკალორიული უნდა იყოს. ცხელი ქვეყნების მოსახლეობა ზაფხულობით ხორცს, ჩვეულებრივ, თევზითა და ზღვის პროდუქტებით ცვლის. ზაფხულში უმჯობესია მიირთვათ ვიტამინებითა და მიკროელემენტებით გაჯერებული მცენარეული საკვები. გარდა ამისა, ზაფხული კვების სხვა რეჟიმზე გადართვას მოითხოვს. ამ რეჟიმით ორგანიზმმა დღე-ღამის განმავლობაში 28% ცხიმი (მისი 2/3 მცენარეული წარმოშობისა უნდა იყოს), 55% ცილა (როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური - 1:1) და 17% ნახშირწყალი უნდა მიიღოს. რაც შეეხება უშუალოდ რეჟიმს, დღის ყველაზე ცხელ საათებში კვება უნდა გამოირიცხოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე სრულფასოვანი და კალორიებით გაჯერებული საკვები დილით და საღამოს უნდა მიიღოთ, ხოლო ცხელ პერიოდში (ანუ მაშინ, როდესაც სიცხე პიკს აღწევს) ხილს, ბოსტნეულსა და სითხეებს მიანიჭოთ უპირატესობა. ზაფხულში უმჯობესია 6-7 საათზე ისაუზმოთ, სადილი დღის ხვატის დადგომამდე, 11-12 საათზე მიირთვათ, ხოლო ვახშამი - 18 საათზე. შუალედში, როგორც უკვე მოგახსენეთ, დიდი რაოდენობით უნდა მიიღოთ სითხე, ხილი და ბოსტნეული. მას, ვისაც ცარიელი კუჭით დაძინება უჭირს, შეუძლია, 20-21 საათზეც მიირთვას ცოტაოდენი. საუზმე დღის განმავლობაში მისაღები კალორიების 35%-ს უნდა შეიცავდეს, სადილი - 25%-ს, ვახშამი - 25%-ს, ხოლო გვიანი საღამოს ხემსი - 15 %-ს.

სითხის მიღების ძირითადი პრინციპები

ზაფხულის ცხელ პერიოდში ადამიანის ორგანიზმი სწრაფად კარგავს სითხეს. მისი მარაგი დაუყოვნებლივ უნდა შეივსოს. ამისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სითხის მიღების განსაზღვრულ რეჟიმს. წყურვილის მოკვლის იდეალური საშუალება, რა თქმა უნდა, სუფთა წყალია. ასევე ძალიან სასარგებლოა მწვანე ჩაი. ზაფხულში 20 გრადუსი ტემპერატურის პირობებში რეკომენდებულია საათში ერთხელ 100-200 მლ სითხის მიღება. გამონაკლისს წარმოადგენენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულები, ასევე - ის ადამიანები, რომელთაც გაცხიმოვნება, ჰიპერტონია და თირკმლის პათოლოგიები აწუხებთ. მათ დიდი რაოდენობით სითხის მიღება ეკრძალებათ. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმს სიცხეში სითხის უხვი მიღება წყლის ბალანსის აღდგენასა და ჭარბი მარილებისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ამის გამო ორგანიზმში სითხე არ კავდება და შეშუპება არ ვითარდება. 20 გრადუსი ტემპერატურის პირობებში მიღებული სითხის საერთო მოცულობა 2,5 ლიტრი უნდა იყოს, კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურის პირობებში - 3,5 ლიტრიც კი. ამასთან, მედიკოსები გვირჩევენ, ვსვათ ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს კანის სილამაზისთვისაც. მოგეხსენებათ, კანი განსაკუთრებით მტკივნეულად რეაგირებს წყლის დეფიციტზე. წყალი, რომელსაც ზაფხულში სვამთ, უგაზო უნდა იყოს, წვენები - ახალგამოწურული, უშაქრო, მინერალური წყალი კი - ნაკლებმარილიანი. დიდი მნიშვნელობა აქვს სითხის ტემპერატურის კონტროლს. უნდა სვათ აუცილებლად ოთახის ტემპერატურისა. ძალიან სასარგებლოა პიტნის, ბარამბოსა და თავშავას ნაყენები. ისინი მხოლოდ წყურვილს კი არ კლავენ, არამედ ვიტამინებითაც ავსებენ ორგანიზმს. რაც შეეხება ალკოჰოლს, ზაფხულში ის განსაკუთრებით უკუნაჩვენებია. ალკოჰოლმა, გარდა იმისა, რომ ძალზე კალორიულია, შესაძლოა ორგანიზმის გაუწყლოებაც გამოიწვიოს. წყურვილის მოკვლა ზოგიერთი ხილითა და ბოსტნეულითაც შეიძლება. ესენია:

  • კიტრი (მისი 96% წყალია);
  • პომიდორი (93%);
  • ნესვი (91%);
  • გრეიპფრუტი (88%);
  • ფორთოხალი (86%).

ამ პროდუქტების მეშვეობით მხოლოდ წყურვილს კი არ მოიკლავთ, არამედ ორგანიზმს მნიშვნელოვანი ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებითაც მოამარაგებთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ

თუ წელიწადის ცივ პერიოდში საუზმე, ტრადიციულად, ენერგიის სწრაფად აღმდგენ ნახშირწყლებთან ასოცირდება, ზაფხულის ცხელ დღეებში ნახშირწყლებით მდიდარი საკვები უმჯობესია სადილად მიირთვათ. ბოსტნეულის სალათა, ბრინჯი, წიწიბურა, კარტოფილი, მცენარეული ზეთით მომზადებული წვნიანი შუადღის რაციონის ნაწილი უნდა იყოს. ასეთ ნახშირწყლებს ადვილად ითვისებს ორგანიზმი, თანაც ისინი მინიმალური რაოდენობით (ცილებსა და ცხიმებთან შედარებით) წარმოქმნიან ჟანგვის პროდუქტებს, შესაბამისად, ორგანიზმიდან მათ გამოსადევნად სითხის მინიმალური დანახარჯია საჭირო. ხორცეული და თევზეული რეკომენდებულია საუზმედ ან ვახშმად - გრილ პერიოდში ორგანიზმს მათი მონელება არ გაუჭირდება. ძილის წინ შიმშილის მოსაკლავად ნაკლებცხიმიან რძის ნაწარმს გირჩევთ. ზაფხულში ჩვენი ორგანიზმი ოფლთან ერთად ძვირფას ვიტამინებსა და მიკროელემენტებსაც (განსაკუთრებით - წყალში ხსნადს: C-ს, B1ს-, B2-ს, B6-ს, PP-ს) კარგავს. შედეგად მოდუნებას, სისუსტეს, იმუნიტეტის დაქვეითებას, ძალთა განლევას შევიგრძნობთ. დაკარგული ვიტამინებისა და მიკროელემენტების მარაგის შევსება ცხელ დღეებში რეკომენდებულია ხილით, ბოსტნეულით, კენკრით, მცენარეთა ნაყენებით, ახალგამოწურული წვენებით, კომპოტითა და ბურახით.