გარგარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გარგარი

ნაყოფის კანი გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე რბილობი. ხილი განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა ცოცხალს მივირთმევთ, ოღონდ ის გამდინარე წყალში კარგად უნდა გაირეცხოს. ნაყოფი ხავერდოვანი უნდა იყოს, არომატული და რბილი.  რბილობის ფერი ბაცი ყვითლიდან მკვეთრ ნარინჯისფრამდე ვარირებს (რაც მეტია კაროტინის შემცველობა, მით უფრო ინტენსიურია შეფერილობა). გარგარი ცუდად ინახება და მალე ფუჭდება. უმჯობესია, თუ მას მაცივარში კი არ შეინახავთ, არამედ ჰორიზონტალურ ზედაპირზე დააწყობთ. გამხმარი გარგარიც ძალიან სასარგებლოა და მთელი წლის განმავლობაში შესანიშნავად ინახება. ახალი, ქორფა გარგარი შეიცავს A, B5, C ვიტამინებს, ციაცინსა და ფოლიუმის მჟავას. მის ტკბილ კურკას ხშირად იყენებენ ნუშის ნაცვლად. ნაყოფისგან ამზადებენ კომპოტს, მურაბას, წვენს, ჟელეს, ჯემს, გულსართს სხვადასხვა ნამცხვრისათვის. აღმოსავლურ სამზარეულოში გარგარით კერძებსაც აზავებენ. ის შესანიშნავად ეხამება ინდაურის, იხვის, ცხვრის და ღორის ხორცს. ამ ნაზავით უგემრიელესი და პიკანტური კერძები მიიღება. თუ გარგარის მურაბის ან გემრიელი კონფიტიურის მომზადება გსურთ, ხილთან ერთად მოხარშეთ გაფცქვნილი კურკის გული, კურკის ნამტვრევები კი დოლბანდში გამოკარით და ადუღებულ მურაბაში ჩადეთ - ის მკვეთრად გამოხატულ გემოს შეიძენს. ჩაცივებულ ვარდისფერ ღვინოსთან ერთად სუფრასთან შეიძლება მიიტანოთ მაყალზე შემწვარი ქონის ნაჭრებში გახვეული გარგარის ჩირი. ეს, როგორც იტყვიან, ნამდვილი დელიკატესია. შინაურ პირობებში გასახმობად შუაზე გახლეჩილი გარგარი დააწყვეთ თუნუქის ფურცელზე და შედგით ღუმელში, გააცხელეთ მინიმალურ ტემპერატურაზე და კარღია ღუმელშივე დატოვეთ გასაშრობად. სითხე აორთქლდება. გარგარი რბილი უნდა დარჩეს. მისი შენახვა 8-10 დღის განმავლობაში შეიძლება, სასურველია, მაცივარში. მეტად სასარგებლოა გარგარის ჩირი. ის შესანიშნავი სისხლის აღმდგენი საშუალებაა. ნიგოზში, ქიშმიშსა და თაფლში არეული გარგარის ჩირი საუცხოოა ანემიის დროს.

ღორის ნეკნები გარგარით

საჭიროა:

1 კგ ღორის ნეკნი; 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი; 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი; 2 ფოთოლი სალბი; 4 ცალი მწიფე გარგარი; 2 სუფრის კოვზი თაფლი; 1 კბილი ნიორი; 1 ტოტი როზმარინი; წიწაკა.

აურიეთ ერთმანეთში ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ცოტაოდენი წიწაკა, ნივრის წვენი, წვრილად დაჭრილი სალბი და როზმარინი. მომზადებულ საკაზმში ამოვლებული ღორის ნეკნები შედგით მაცივარში 5 საათით. შემდეგ შეწვით თავისივე წვენში, მოასხით თაფლი. დააცადეთ შემაგრება და დაამატეთ წვრილად დაჭრილი გარგარი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, დაახურეთ თავსახური და 1 საათი დაბალ ცეცხლზე შუშეთ, თან ურიეთ.

ფენოვანი ცომის ნამცხვარი გარგარით

საჭიროა:

გარგარი; 250 გ გაყინული ფენოვანი ცომი; 2 სუფრის კოვზი შაქარი.

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ცომი გააბრტყელეთ და მოაწყვეთ ზედ გარეცხილი, გამშრალი, კურკაგამოცლილი გარგარი, მოაყარეთ შაქრის პუდრი და შედგით ღუმელში 25 წუთით. მირთვით თბილი ან შერბილებული.

გარგარის ნაყინი

საჭიროა: 500 გ მწიფე გარგარი; 0,25 ლ გაცივებული ნაღები; 250 გ ხაჭო; 6 სუფრის კოვზი შაქარი; ვანილი.

გარგარი გარეცხეთ, გადაასხით მდუღარე წყალი, გაფცქვენით და გამოაცალეთ კურკა, მოშუშეთ ნელ ცეცხლზე 4 სუფრის კოვზ შაქარსა და ვანილთან ერთად. დროდადრო ურიეთ. თუ ბევრი წვენი გაუშვა, მოხადეთ თავსახური და სითხე ააორთქლეთ. გააცივეთ. ათქვიფეთ ნაღები, დარჩენილი შაქარი შეურიეთ ხაჭოს. გარგარის პიურე, ვანილი და ხაჭო შეურიეთ ათქვეფილ ნაღებს. ჩაასხით სპეციალურ ფორმაში და შედგით მაცივარში 30 წუთით. მიიტანეთ სუფრასთან ნუშის ნამცხვართან ერთად.