ოჯახურ პირობებში დამზადებული ყველი და შაშხი შესაძლოა, მაღაზიებში აღარ გაიყიდოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახურ პირობებში დამზადებული ყველი და შაშხი შესაძლოა, მაღაზიებში აღარ გაიყიდოს

.

BPN-ის ინფორმაციით, სასაკლაოებსა და ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებს პირველი იანვრიდან, რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის სისტემის (HACCP) დანერგვის გარეშე მუშაობა აეკრძალებათ. რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის სისტემა (Hazard Analysis and Critical Control Point) სავალდებულო არ იქნება იმ ბიზნესისთვის, რომელიც პირველად პროდუქტს აწარმოებს - მაგალითად, აწარმოებს რძესა და ხორცს, მაგრამ არ ამზადებს რძისა და ხორცის პროდუქტებს.

რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის სისტემა სურსათის უვნებლობის თანამედროვე მიდგომაა. მის დანერგვას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს მეთვალყურეობას. თუმცა, თუ მეწარმეს სურს, პროდუქცია ევროკავშირში გაიტანოს, მაშინ მონიტორინგს ევროგაერთიანების ექსპერტები წარმართავენ, რის შემდეგაც კონკრეტულ საწარმოს შესაბამისი აღიარების კოდი და ნომერი მიენიჭება, მისი პროდუქცია კი ევროკავშირის ბაზარზე შეუფერხებლად შევა.

ბაზარზე პროდუქციის გაყიდვას ვერ შეძლებენ ის სასაკლაოები და ნედლი რძის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც 1-ელი იანვრიდან რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის სისტემას არ დანერგავენ. მათ საქმიანობის შეწყვეტა მოუწევთ. უპირველესად ეს მცირე ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებს შეეხება, რომლებიც რძისა და ხორცის, ზოგადად, ცხოველური წარმოშობის პროდუქციას სავაჭრო ქსელებსა და მაღაზიებში ვეღარ გაყიდიან.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახა სოხაძემ განაცხადა, მეწარმეთა ერთი ნაწილისთვის შიდა კონტროლის დანერგვის ვალდებულება კანონმდებლობით დიდი ხანია არსებობს.

"უკვე მესამე წელია, ის ბიზნესოპერატორები, რომელთა საქმიანობა სასაკლაოებზე პირუტყვის დაკვლა და თერმული დამუშავებაა, ვალდებული არიან, დანერგილი ჰქონდეთ HACCP-ის პრინციპებზე დამყარებული შიდა კონტროლის სისტემები. 2015 წლის 1-ლი იანვრიდან კი კანონმდებლობაში ახალი ცნება შემოდის: ეს გახლავთ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომელიც რძისა და ხორცის პროდუქტების, ზოგადად, ცხოველური წარმოშობის სურსათის ყველა მწარმოებელს შეეხება. სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნება რეესტრი და ბიზნესსუბიექტები პერიოდულად, გეგმურად შემოწმდებიან. ეს არის ევროპულთან დაახლოებული, პროგრესული მიდგომა", - განაცხადა კახა სოხაძემ.

მისივე თქმით, HACCP-ის სისტემის დანერგვა საკმაოდ გრძელვადიანი პროცედურაა და 12 თვეს მოიცავს. პროცესი ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი არის პირობითი აღიარება, 12 თვის განმავლობაში კი მოხდება საწარმოს საბოლოო აღიარება. პირველ ეტაპზე ბიზნესოპერატორს, რომლის წარმოება ისეა დაპროექტებული და აღჭურვილი, რომ თანამედროვე მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში არ მოდის, ენიჭება პირობითი აღიარება. 12 თვეში კი წარმოებას უკვე HAჩჩP-ის სისტემით გათვალისწინებული სტანდარტის დაკმაყოფილება მოუწევს.

"ვინც ამას ვერ შეძლებს, პროდუქციას ბაზარზე გასაყიდად ვერ გამოიტანს.

სურსათის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული რეესტრი მუდმივად განახლდება, საწარმოს აღიარების ნომერი კი დატანილი იქნება მის მიერ დამზადებული სურსათის ეტიკეტზე. სასაკლაოს შემთხვევაში აღიარების ნიშანდება პირუტყვის ტან-ხორცზე დაიტანება. მომხმარებელი ამ ყველაფრით შეიტყობს, რომ საწარმო არის მუდმივი შიდა და სახელმწიფო კონტროლის ქვეშ და მისი პროდუქცია უსაფრთხოა. ვფიქრობთ, ამით ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობაც გაიზრდება და საერთო ჯამში, ყველასთვის სარგებლის მომტანი იქნება. არ ვფიქრობ, რომ HACCP-ის სისტემის დანერგვა განსაკუთრებულ პრობლემებსა და ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. მეწარმე, რომელიც სურსათის წარმოების გამართვას გადაწყვეტს, სწორად დაგეგმავს, აღჭურავს, მინიმალურ სწავლებას მოუწყობს პერსონალს, როგორ დაიცვან როგორც პირადი, ისე წარმოების პროცესში აუცილებელი ჰიგიენის ნორმები, საბოლოოდ მოგებული დარჩება. ხოლო თუ ვინმე იტყვის, რომ უმჯობესია მავნე სურსათი გვქონდეს ბაზარზე, მაგრამ იაფი, ვფიქრობ, ამ პოზიციას არანაირი გამართლება არ აქვს", - აღნიშნა კახა სოხაძემ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ კი განაცხადა, რომ HACCP-ის სისტემის დანერგვა, ზოგადად, ძვირი სიამოვნებაა, რადგან მთელი ამ სტანდარტის არსი ის არის, რომ საჭიროა პროდუქციის სრული მოკვლევა, ანუ კონტროლდება მთელი საწარმოო ჯაჭვი - იმის ჩათვლით, თუ როგორი სახით მიდის საბოლოო პროდუქცია მომხმარებლამდე.

"თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სისტემა ხელს უწყობს უსაფრთხო პროდუქციის წარმოებას. ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის მოთხოვნა, არამედ ვფიქრობ, იმ ადამიანების მოთხოვნაა, ვინც გააცნობიერეს, რომ უმჯობესია გადაიხადონ მეტი, მაგრამ უვნებელი პროდუქცია იყიდონ. ეს მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ. აქედან გამომდინარე, როცა საწარმოში ეს სტანდარტი დანერგილია, რა თქმა უნდა, მეწარმეს ხარჯი ეზრდება, მაგრამ როცა გაქვს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების ამბიცია, ამ მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდე.

ვიღაცებს, ალბათ, ბაზრიდან გასვლა მოუწევთ. რეგიონებში დარჩებიან საწარმოები, რომლებიც მხოლოდ ნედლეულს ჩაიბარებენ, საბოლოო პროდუქტს კი უკვე სერტიფიცირებულ საწარმოებში დაამზადებენ. ახალ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ წვრილი ფერმერები და არც უღირთ ამის გაკეთება. ეს უფრო შეუძლიათ მსხვილ საწარმოებს, რომელთაც ექნებათ სრული ჯაჭვი საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ შესაძლებელია რეგიონებში წვრილმა ფერმერებმა შეწყვიტონ, მაგალითად, ყველის წარმოება, რადგან მის გაყიდვას მხოლოდ გარევაჭრობის ობიექტებზე შეძლებენ. ამიტომ, უფრო უპრიანი იქნება, ნედლეული საწარმოებს ჩააბარონ", - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

მისივე თქმით, მწარმოებლები, ვინც ახალ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, საბოლოო პროდუქციის გაყიდვას ვერც აგრარულ ბაზრებზე შეძლებენ, რადგან სურსათის უვნებლობა იქაც მოწმდება. ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც, ოჯახში ამოყვანილი ყველის ან შინ დამზადებული შაშხის გაყიდვას შეძლებენ, გარევაჭრობაა.

"თუმცა, გარევაჭრობა კანონით იკრძალება და ის მხოლოდ იქ ყვავის, სადაც რამე მოსაზრებით ამაზე თვალს ხუჭავენ.

რაც მთავარია, საწარმოო ხარჯების გაზრდა სურსათსაც გააძვირებს. მეორე მხრივ, წვრილი მწარმოებლების ბაზრიდან გასვლით შეიძლება წარმოება გაეზარდოთ მსხვილ ფირმებს. ეს ფაქტორი თვითღირებულების შემცირებისკენ იქნება მიმართული და შესაძლოა, პროდუქცია ძალიანაც აღარ გაძვირდეს", -აღნიშნა ზამბახიძემ.