მოხარშული წაბლი არ გნებავთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოხარშული წაბლი არ გნებავთ?

უნიკალური კლიმატური პირობების წყალობით ის საქართველოშიც ხარობს. ცნობილი გამონათქვამი - “მოხარშული წაბლი არ გნებავს?” - იმის დასტურია, რომ ჩვენში წაბლის გემო კარგად იციან და აფასებენ. წაბლს ღუმელში ბრაწავენ, ხარშავენ ან უმად მიირთმევენ. ევროპაში ფართოდ იყენებენ ტორტების, ნამცხვრების, ნაყინის, კანფეტების, საზოგადოდ, საკონდიტრო წარმოებაში. მშრალ ნაყოფს ფქვავენ და ხორბლის ფქვილს ამატებენ. ზოგიერთ ქვეყანაში წაბლი მეორე პურად არის მიჩნეული. გამოიყენება ყავის შემცვლელად, საშობაო კერძების საკაზმად. წაბლი მართლაც რომ უნიკალური მცენარეა. მისი ყველა ნაწილი - ფოთოლი, ყვავილი, ქერქი (მერქანი), ტოტები, ნაყოფი - მდიდარია სასარგებლო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი ნაყენი და ნახარში, ასევე სპირტიანი ნაყენიც. ნიგვზის, ნუშისა და მიწის თხილისგან (არაქისისგან) განსხვავებით, წაბლის ნაყოფი ნაკლებცხიმიანია (2%-მდე). სამაგიეროდ, გაჯერებულია სახამებლით (60%), შაქრებით (15%), ცილებით (6%), მინერალური ნივთიერებებით, უჯრედისით, A, B ჯგუფის, ჩ ვიტამინებით. უმი წაბლის დიდი რაოდენობით ჭამა არ არის რეკომენდებული მთრიმლავი ნივთიერებების უხვი შემცველობის გამო. წაბლის ფოთლები მდიდარია გლიკოზიდებით, პექტინებით, ფლავონოიდებით, ზეთებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და K ვიტამინით. ფოთლების ნაყენი და ნახარში ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება შინაგანი სისხლდენების დროს როგორც სისხლის შემაჩერებელი საშუალება. წაბლი დიდხანს არ ინახება, მალფუჭებადია. გამომშრალი ნაყოფის ნახარში, ისევე როგორც ფოთლების ნაყენი, რეკომენდებულია ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ. წაბლი განსაკუთრებით სასარგებლოა ვენების ვარიკოზული გაგანიერების, მწვავე და ქრონიკული თრომბოფლებიტის, წვივის ტროფიკული წყლულისა და პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს (ქვედა კიდურების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, არტერიიტი, წვრილი სისხლძარღვების თრომბოემბოლია). ხალხურ მედიცინაში ახალი წაბლი ქრონიკული ფაღარათისა და მალარიის სამკურნალო საშუალებაა. 100 გრამი წაბლი 180 კილოკალორიას შეიცავს. წაბლი ეკრძალებათ მათ, ვისაც აწუხებს:

  • სისხლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი;
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ესა თუ ის პათოლოგია (ან იმყოფება კუჭ-ნაწლავიდან ან ფილტვებიდან ფარული სისხლდენის რისკჯგუფში).