“მარგი” - ჯანსაღი საკვები ყველასათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

“მარგი” - ჯანსაღი საკვები ყველასათვის

- მრავალწლიანი საექიმო მოღვაწეობისა და კვლევის შედეგად შევიმუშავე მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი დაბალკალორიული ბუნებრივი საკვები - პური „მარგი“ და ქართული მიუსლი „მარგი“. ორივე მცენარეული ნედლეულის ორიგინალური მეთოდით დამუშავებით მზადდება. ნედლეულის შერჩევა მიზანმიმართულად ხდება. მაგალითად, ცნობილია, რომ მცენარეული ბოჭკოთი ძალიან მდიდარია მარცვლეულის, განსაკუთრებით - ხორბლის, ქერქი.

- რა არის მცენარეული ბოჭკო და რა რაოდენობით უნდა მიიღოს იგი ადამიანმა?

- მცენარეული ბოჭკო შედგება არამონელებადი ნახშირწყლებისა და ლიგნინისგან. ნახშირწყლები არ ექვემდებარება ჰიდროლიზს და არ შეიწოვება ნაწლავებიდან, მსხვილ ნაწლავში განიცდის ფერმენტაციას და აღადგენს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ ბალანსს. ცხოვრების წესისა და საკვების შემადგენლობის ცვლილებამ ადამიანის რაციონში მცენარეული ბოჭკოს წილის შემცირება განაპირობა. ამჟამად მოსახლეობის რაციონში შემავალი მცენარეული ბოჭკოს ოდენობა დღე-ღამეში 13 გრამს არ აღემატება, რაც ნორმაზე გაცილებით ნაკლებია. თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად, ევროპის მოსახლეობისთვის მცენარეული ბოჭკოს სადღეღამისო ნორმა მინიმუმ 25-40 გრამია. განასხვავებენ ხსნად და უხსნელ მცენარეულ ბოჭკოს. მიიჩნევა, რომ ხსნადი ბოჭკო უფრო ეფექტურად აწესრიგებს სისხლში ლიპიდებისა და გლუკოზის დონეს, უხსნადი კი ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას, აჩქარებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მის გადაადგილებას. დადგენილია, რომ მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები ამცირებს სისხლში ლიპიდების დონეს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აადვილებს გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას შაქრიანი დიაბეტის დროს როგორც უზმოზე, ასევე ჭამის შემდეგ, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოწესრიგებას და არეგულირებს სხეულის წონას.

- რომელი საკვებია მცენარეული ბოჭკოთი ყველაზე მდიდარი?

- მცენარეული ბოჭკოს ყველაზე მაღალი შემცველობით გამოირჩევა ხორბლის ქერქი, რის გამოც იგი ხსნადი და უხსნადი მცენარეული ბოჭკოს საუკეთესო წყაროს წარმოადგენს. შედარებისთვის, 100 გრამი ხორბლის ქერქი 43 გრამ ბოჭკოს შეიცავს, ბრინჯისა - 21 გრამს, ჭვავისა - 17 გრამს, ხოლო შვრიისა - 15 გრამს, რაც მცენარეული ბოჭკოს წყაროდ ხორბლის გამოყენების უპირატესობაზე მიუთითებს.

- დღეს ძალზე პოპულარულია ხორბლის ქატო. მართლა სასარგებლოა ის?

- დაუმუშავებელი ხორბლის ქერქი, ქატო, ძალზე უხეში და ჰიდროფობული პროდუქტია. ის ლორწოვან გარსზე ძლიერ გამაღიზიანებელ მოქმედებას ახდენს და უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს. ის შეიძლება თავად იქცეს დაავადების განვითარების მიზეზად ან უკვე არსებულის გამწვავება გამოიწვიოს. იგი მეტად მიზანმიმართულ დამუშავებას მოითხოვს, რათა უვნებელი გახდეს და არც სასარგებლო თვისებები დაკარგოს. „მარგის” პროდუქტებში შემავალი ხორბლის ქერქი სამედიცინო მეცნიერებაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური მოდელით მუშავდება, რომელიც საკვების მონელების პროცესის მსგავსია.


- როგორ ხდება ხორბლის ქერქის დამუშავება?

- თავდაპირველად ის მექანიკურად მუშავდება და ოპტიმალური კონსისტენციის ფქვილის სახეს იღებს. მექანიკური დამუშავების დროს უხეში ჰიდროფობული აპკით დაფარული ხორბლის ქერქი რბილდება და ჰიდროფილური ხდება. მომდევნო ეტაპზე უკვე დისპერგირებული, დარბილებული, ფქვილის კონსისტენციის მქონე ნედლეული ადამიანისთვის ოპტიმალური პჰ-ის მქონე სითხით ჯირჯვდება და მჟავა გარემოთი მუშავდება კვების ტექნოლოგიაში მიღებული და აღიარებული მეთოდებით. ასეთი დამუშავების შემდეგ მცენარეული ბოჭკო კარგავს სიუხეშეს, იძენს წყლის შეწოვის უნარს ანუ ხდება ჰიდროფილური და, ამასთან, ინარჩუნებს მცენარეული ბოჭკოსთვის დამახასიათებელ ყველა სასარგებლო თვისებას. მიღებული ნაფქვი შედის “მარგის” ყველა პროდუქტის შემადგენლობაში. „მარგის” პროდუქტები შესწავლილია, შედეგები გამოქვეყნებულია, ტექნოლოგია დაპატენტებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასა და ხუთ ქვეყანაში. სულ ახლახან, 2014 წლის სექტემბერში, ის აშშ-ში დაპატენტდა. „მარგის” ყველა პროდუქტზე გაცემულია „მეწარმე სუბიექტის სტანდარტები“, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტები აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.

- ვინ შეიძლება იყოს „მარგის” მომხმარებელი?

- ყველა სტანდარტში მითითებულია, რომ „მარგი” განკუთვნილია ფართო მოხმარებისთვის და წარმოადგენს ჯანსაღი კვების კომპონენტს, მნიშვნელოვანს მრავალი დაავადების მკურნალობისა და პრევენციისთვის. მას არ გააჩნია წინააღმდეგჩვენებები და გვერდითი მოვლენები. ის შეიძლება შეუზღუდავი ვადითა და ოდენობით მიიღონ როგორც ჯანმრთელებმა, ისე სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებმაც. საკვებს გაუმჯობესებული აქვს საგემოვნებო თვისებები, ხოლო ულუფის ენერგეტიკული ღირებულება დაბალია და ბუნებრივი სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს. „მარგის” პროდუქტების რეგულარული მიღება ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარებისა და პროგრესირების რისკს, როგორებიცაა გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, ჰიპერტენზია, დიაბეტი, სიმსუქნე, მსხვილი ნაწლავისა და ძუძუს კიბო, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ყაბზობა, დივერტიკულოზი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებები. იგი, გარდა მცენარეული ბოჭკოსი, მდიდარია ცილებით, ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებითა და ფიტოსტეროლებითაც.

- დღესდღეობით უდიდესი მნიშვნელობის პრობლემაა ჭარბი წონა. შეიძლება თუ არა „მარგის” პროდუქტებით სიმსუქნესთან ბრძოლა?

- კვლევებით დადასტურებულია, რომ პირები, რომლებიც საკვებთან ერთად მეტ ბოჭკოს იღებენ, ნაკლები წონით გამოირჩევიან. ბოჭკოთი მდიდარი დიეტა ნაკლებცხიმიანი და ნაკლებკალორიულია, რაც ოპტიმალური წონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. „მარგი”, როგორც მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი, დაბალკალორიული საკვები, საშუალებას იძლევა, ეფექტურად შევამციროთ სხეულის წონა ულუფის ზომისა და კვების რაციონის მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. აღსანიშნავია, რომ ჭარბი წონის შემცირება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების პრევენციას. წონის დაკლებისა და შენარჩუნებისთვის სისტემატურად მიირთვით „მარგი” მაღალკალორიული საკვების ნაცვლად. წონის სწრაფად დასაკლებად შეიძლება მხოლოდ „მარგის” პროდუქტებით კვება მთელი დღის, თუნდაც კვირის განმავლობაში. შეიძლება მჭლე მოხარშული ხორცის დამატება. წონის ნელა დასაკლებად და შესანარჩუნებლად რეკომენდებულია:

  • დღის მეორე ნახევარში მხოლოდ „მარგის” პროდუქტების მიღება (მინიმუმ 2-ჯერ);
  • განტვირთვის დღეების მოწყობა მხოლოდ „მარგის” პროდუქტებით.

„მარგთან” ერთად ყოველგვარი საკვების მიღება შეიძლება, მაგრამ გასათვალისწინებელია კალორიულობა, რომელიც უმთავრესად ცხიმისა და ტკბილეულის ხარჯზე უნდა შემცირდეს. ამრიგად, „მარგის” პროდუქტები საშუალებას გვაძლევს, გავიმდიდროთ კვების რაციონი მცენარეული ბოჭკოთი, გავხადოთ დაბალკალორიული და სრულფასოვანი, რაც ჯანსაღი კვების სტანდარტებს შეესაბამება.