დიეტა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს - ერთი დღის მენიუს მაგალითზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიეტა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს - ერთი დღის მენიუს მაგალითზე

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას, ასევე ქრონიკული გასტრიტის გამწვავებისას და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ინიშნება დიეტა, რომელიც კუჭს მაქსიმალურად დაიცავს გაღიზიანებისგან. აუცილებელია საკვების კალორიულობის შემცირება, ძირითადად - ნახშირწყლების ხარჯზე. ცილებისა და ცხიმების შემცველობა ნორმის ფარგლებში რჩება. ასეთი დიეტის დაცვა საჭიროა სრულ გამოჯანმრთელებამდე. კვება სასურველია მცირე ულუფებით, დღეში 6-ჯერ. პროდუქტები იხარშება ან მზადდება ორთქლზე. კერძი უნდა იყოს ფაფის კონსისტენციის.

აკრძალულია: ხორცის, თევზისა და სოკოს ნახარში, ცოცხალი ბოსტნეული და მწვანილი, შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, კონსერვები, შაშხი, პური, მაკარონი, ხორბლისა და ქერის ბურღული, რძემჟავა პროდუქტები, სუნელები, ყავა, კაკაო, შოკოლადი, კანფეტები, პარკოსნები (მუხუდო, ლობიო), ალკოჰოლური სასმელები.

ნებადართულია: ბურღულის (ჰერკულესის, მანანის, ბრინჯის) ლორწოვანი წვნიანი, მჭლე ხორცის ორთქლზე მომზადებული სუფლე, მოხარშული კვერცხი, ორთქლზე მომზადებული ომლეტი, რძე, ნაღები, საცერში გატარებული ხაჭო, კისელი, წყალში განზავებული ტკბილი (და არა მჟავე) წვენი.

სანიმუშო მენიუ:

საუზმე - 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ნაღების კარაქი (20 გ), 1 ჭიქა ანადუღარი რძე

სამხარი - 1 ჭიქა ანადუღარი რძე

სადილი - მცენარეულ ზეთზე მომზადებული ბრინჯის წვნიანი, ორთქლზე მომზადებული ხორცის სუფლე, კისელი

ნასადილევს - 1 ჭიქა ანადუღარი რძე, ორთქლზე მომზადებული ომლეტი

ვახშამი - რძეზე მომზადებული მანანის ფაფა, 1 ჭიქა ანადუღარი რძე

ღამე - 1 ჭიქა ანადუღარი რძე

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება რემისიის ფაზაში (დიეტა N1)

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რემისიის ფაზაში, მწვავე გასტრიტის ხანგრძლივი დიეტური მკურნალობის ბოლო პერიოდში, ქრონიკული გასტრიტის რემისიის ფაზაში, ფაღარათის გარეშე მიმდინარე კუჭ-ნაწლავის ინფექციის დროს სრულ გამოჯანმრთელებამდე უნდა შეიზღუდოს კუჭის წვენის სეკრეციის ხელშემწყობი კერძები და მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები.

იკრძალება: უხეში უჯრედისის შემცველი ბოსტნეული (კომბოსტო, თალგამი, ბოლოკი), კუჭის წვენის გამოყოფის ხელშემწყობი ბოსტნეული (ხახვი, ნიორი, ისპანახი, მჟაუნა), უმი კვერცხი, შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, შავი პური, პარკოსნები (მუხუდო, ლობიო, ცერცვი), ერბოზელილი ცომის ნაწარმი, ცხარე და მარილიანი კერძები, შაშხი, ალკოჰოლი.

ნებადართულია: ხორბლის პური, უცხიმო ფქვილის ნაწარმი, რძისა და გახეხილი ბოსტნეულის წვნიანი, უცხიმო ყველი, მოხარშული მჭლე ხორცი და თევზი, მოხარშული კვერცხი, ორთქლზე მომზადებული ომლეტი, ახალი (არა მჟავე!) რძე და ხაჭო, ტკბილი ხილი, ჟელე, მურაბა, მოხარშული ბურღული (მანანი, ბრინჯი, შვრია, წიწიბურა), მაკარონი, მცენარეული ზეთი, ნაღების კარაქი, ჩაი, ბაცი რძიანი ყავა, ტკბილი წვენი.

სანიმუშო მენიუ:

საუზმე - წიწიბურას ფაფა, ყველი, რძიანი ჩაი

სამხარი - ხაჭო, ასკილის ნახარში

სადილი - ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული ხორცი, მოხარშული სტაფილოს სალათი მცენარეული ზეთით, კენკრის ჟელე

ნასადილევს - ხილის კომპოტი

ვახშამი - მოხარშული თევზი არაჟნის სოუსში, მურაბა, რძიანი ჩაი

ღამით - 1 ჭიქა ანადუღარი რძე.

ავადმყოფმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს 30 გ შაქარი, 300 გ ხილი.