დაბინძურებული საკვებით ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი იღუპება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაბინძურებული საკვებით ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი იღუპება

აქედან მოყოლებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა მსოფლიოს 194 ქვეყანა. ჯანმრთელობის დღის აღნიშვნა ტრადიციად 1950 წლიდან იქცა. ამ დღის უმთავრესი მიზანია ადამიანებისათვის ჯანმრთელობის მნიშვნელობის შეხსენება. ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ეძღვნება გლობალურ პრობლემებს, შესაბამისად, განსხვავებული დევიზებით.

2009 წლის ღონისძიების მთავარი თემა იყო სამედიცინო დაწესებულებების უსაფრთხოება და სამედიცინო პერსონალის სრული მზადყოფნა საგანგებო სიტუაციებში დაზარალებულთა დასახმარებლად.

2010 წლის დევიზი იყო "1000 ქალაქი-1000 სიცოცხლე", შესაბამისად დღის ფოკუსში იყო ურბანიზაცია და ჯანმრთელობა. მთელ მსოფლიოში ჩატარდა ღონისძიებები იმისათვის, რომ ქალაქებში, ქუჩებში შეიქმნას გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩასატარებელი პირობები.

2011 წელს განხილული იყო თემა - ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა. ანტიბიოტიკებისაImageდმი ინფექციური დაავადებების გამომწვევი ინფექციური აგენტების რეზისტენტობა (ინგლ. resistance, მდგრადობა) ანტიბაქტერიული თერაპიის ეფექტურობის შეზღუდვის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პლანეტაზე სიტუაცია სწრაფად იცვლება და პრობლემა აქტუალურობას იძენს.

2012 წელს ამ დღის თემა იყო "სიბერე და ჯანმრთელობა". ორგანიზატორები პედალირებდნენ იმაზე, რომ მოფრთხილებული ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების განმავლობაში დაეხმარება ხანდაზმულ ადამიანებს, იცხოვრონ სრულფასოვნად და პროდუქტიულად. მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობ, სიბერე ყველას ეხება- ახალგაზრდასა და ხანდაზმულს, ქალსა თუ მამაკაცს, მდიდარსა და ღარიბს...

2013 წელს დღის თემად შეირჩა ჰიპერტონია ანუ მაღალი არტერიული წნევა, რომელიც ზრდის ინფარქტის, ინსულტისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკს. ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე, არითმია და გულის უკმარისობა. მისი პრევენცია და მკურნალობა კი, შესაძლებელია.

2014 წლის თემა იყო "მცირე ნაკბენი-დიდი საშიშროების წყარო". ცნობილია, რომ ინფექციის გადამტანები არიან მცირე ზომის ორგანიზმები, ისეთები, როგორებიცაა, მაგალითად, კოღო, ტკიპა, რწყილი და სხვ. ამ უკანასკნელთ დაავადება გადააქვთ ერთი ადამიანიდან მეორეზე, ერთი ადგილიდან - სხვაგან. შესაბამისად, ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენს ჯანმრთელობას და სახლს მოგზაურობისა და შვებულების დროსაც. ამ დღის კამპანია მიმართული იყო, ძირითად, გადამტანებზე, მათ მიერ გამოწვეული დაავადებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და მათგან თავდაცვის საშუალებებზე.

"ფერმიდან თეფშამდე - გავხადოთ საკვები პროდუქტები უსაფრთხო"- 2015 წელს დღის თემა არის საკვები პროდუქტების უვნებლობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაბინძურებული და საშიში საკვები პროდუქტების მოხმარების შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი, ძირითადად ბავშვი, იღუპება.

საკვებში არსებული პათოგენური ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები ან ქიმიური ნივთიერებები, წარმოადგენს 200-ზე მეტი დაავადების (დიარეიდან კიბომდე) მიზეზს. ამიტომ ამ დღის აღნიშვნის მიზანია სხვადასხვა სამთავრობო სექტორში მომუშავეებმა, ფერმერებმა, მწარმოებლებმა, საცალო ვაჭრობის, სამედიცინო სფეროს მუშაკებმა და მომხმარებლებმა ყურადღება გამახვილონ საკვები პროდუქტების უვნებლობის მნიშვნელობაზე, რათა თითოეული ადამიანი დარწმუნებული იყოს, რომ მის თეფშზე არსებული საკვები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, ეს არის გლობალური კამპანია, რომელიც მიმართულია ჩვენი პლანეტის თითოეული მცხოვრების ჯანმრთელობის დაცვისა და კეთილდღეობისათვის.

ლალი ჩხიკვაძე