რით ვკვებოთ ტვინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რით ვკვებოთ ტვინი

სწორი კვება შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერებაშიც გვეხმარება. ამ თვალსაზრისით შოკოლადს, მაგალითად, ლეღვი სჯობია, თუ მას რეგულარულად მივირთმევთ. ტვინისთვის კარგი საკვებია კვლიავი, ამიტომ შაქრის მაგივრად ჩაის კვლიავი მიაყოლეთ. თუ იდეები შემოგაკლდათ, წიწაკა შეჭამეთ. დღეში ორი ბანანი ასევე გაგიხსნით გონებას და განწყობილებასაც აგიმაღლებთ. მარწყვი ოპტიმისტურ განწყობას დაგიბრუნებთ. დღეში ერთი თეფში გახეხილი, ზეთმოსხმული სტაფილოს სალათა და ანანასის ახალგამოწურული წვენი დიდი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ, ხოლო ხანმოკლე მეხსიერების გასაუმჯობესებლად შეუდარებელია ყოველდღიურად ნახევარი ავოკადოს მირთმევა. დღეში 100 გ კრევეტი და ნახევარი თავი ხახვი აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, ხოლო გონებრივი შტურმის დაწყებისას შეგიძლიათ დალიოთ ყავა, ლიმონის წვენი ან მიირთვათ ერთი პეშვი მოცვი. ნევროლოგები გვირჩევენ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, რომელიც მოიცავს დიდი რაოდენობით ახალ ხილსა და ბოსტნეულს, ზეითუნის ზეთს, თევზს, ზღვის პროდუქტებს, მცირე რაოდენობით ხორცს და კიდევ უფრო ნაკლებ საკონდიტრო ნაწარმს. რძის ნაწარმიდან ყველას უცხიმო იოგურტი, მაწონი, ნაკლებცხიმიანი ყველი, კეფირი სჯობია. ხმელთაშუა ზღვის დიეტის ნაწილია ღვინოც. წითელი ღვინო ცნობილია იმით, რომ ზომიერი მოხმარებისას ახდენს სისხლძარღვოვანი დარღვევების პრევენციას. ყურძენი შეიცავს რესვერატროლს, რომლის კონცენტრაცია საგრძნობლად იზრდება ფერმენტაციის (დუღილის) პროცესში. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომლის დადებითი მოქმედება დამტკიცებულია მრავალი კვლევით. ეს ნივთიერება ააქტიურებს ცილა ჰემოქსიდაზას, რომელიც თავისუფალი რადიკალებისგან იცავს ტვინის უჯრედებს. თუმცა პროფილაქტიკისთვის ყოველგვარი ღვინო როდი გამოდგება. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვინო ალკოჰოლური სასმელია, ამიტომ მისი მიღების თაობაზე ექიმს უნდა შევუთანხმდეთ. თუ უკუჩვენება არ აღმოგვაჩნდა, შეგვიძლია, თამამად ვსვათ დღეში ერთი ბოკალი. ტვინის კვებაში დიდ როლს ასრულებს ბოსტნეული, სასარგებლო თვისებებით კი ბროკოლი ლიდერობს, რომელიც სხვა ნივთიერებებთან ერთად შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მაგნიუმსა და სელენს - ტვინისთვის აუცილებელ ელემენტებს. ცნობილია, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტის საფუძველია ცხიმიანი თევზი, ნიგოზი, ზეითუნის ზეთი და ახალი ბოსტნეული. ცხიმიანი თევზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც აძლიერებს ტვინის კოგნიტურ თვისებებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის გამოაცოცხლებს ჩვენს ტვინს. ომეგა-3 შედის ნიგოზის, სელის თესლისა და ზეითუნის ზეთის შემადგენლობაშიც. უჯერი ცხიმები აფერხებს ანთებით პროცესებს. ამრიგად, რაც უფრო ხშირად გავანებივრებთ ტვინს ამ ცხიმებით, მით უფრო აქტიურად იმუშავებს ის. სასურველია, თევზიანი კერძი მივირთვათ კვირაში 1-2-ჯერ, ხოლო ყოველდღიურად ვჭამოთ 1 პეშვი ნიგოზი. ტვინისთვის აუცილებელია ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვებიც, რადგან ის ორგანიზმის ყველაზე დინამიკური ორგანოა. აქ განუწყვეტლივ ჩქეფს ცხოვრება, გადაეცემა ნერვული იმპულსები, მიმდინარეობს ურთულესი ბიოელექტრული და ქიმიური პროცესები, რომელთა ნარჩენი პროდუქტებია თავისუფალი რადიკალები. ისინი ხელს უწყობენ უჯრედების კვდომას. თავისუფალი რადიკალების განეიტრალება კი მხოლოდ ანტიოქსიდანტებს შეუძლია. ანტიოქსიდანტებით განსაკუთრებით მდიდარია ლობიო, შავი მოცხარი, არტიშოკი, ბროკოლი, წიწაკა, მარწყვი, ყვავილოვანი კომბოსტო.