მწვანე ყავა ჭარბი წონის, ჰიპერტონიისა და დიაბეტის სამკურნალოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვანე ყავა ჭარბი წონის, ჰიპერტონიისა და დიაბეტის სამკურნალოდ

გარდა ამისა, მწვანე ყავა არ შეიცავს მასტიმულირებელ და მატონიზებელ ნივთიერებებს, შესაბამისად, ჩვეულებრივი მოხალული ყავისაგან განსხვავებით, ის არ იწვევს აგზნებას, ნევროზულობას, გულისცემის აჩქარებას.

მეცნიერული გამოკვლევებით ნაჩვენებია, რომ მწვანე ყავის მარცვლები აქვეითებს არტერიულ წნევას და აჩქარებს მეტაბოლიზმს. მათი ძირითადი ინგრედიენტი ბუნებრივად აქტიური ნივთიერება - ქლოროგენის მჟავაა. ეს უკანასკნელი ორგანიზმში გლუკოზის გამოთავისუფლების შეფერხებას უზრუნველყოფს. შედეგად კი აქტიურდება მეტაბოლიზმის პროცესი და ღვიძლში აქტიურად იწვება ცხიმები.

მწვანე ყავის მთავარი ნაკლი არის ის, რომ მეტისმეტად მწარეა. სუფთა სახით მისი მიღება არ შეიძლება. ჟურნალში Diabetes, Metabolic Syndrome and Obesity გამოქვეყნებულია სპეციალისტთა დასკვნა-რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც უმჯობესია მწვანე ყავა კაფსულების სახით მივირთვათ.

ქლოროგენის მჟავას გარდა მწვანე ყავის მარცვლებში უხვადაა სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები, კერძოდ, პალმიტინის, ლინოლის, ლინოლენის, ოლეინის, სტეარინის, არაქიდონისა და ბეგენის. მას ცხიმების ინტენსიურად წვის გარდა, გააჩნია შარდმდენი მოქმედება, აძლიერებს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ეფექტს, ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას, რითაც იცავს ორგანიზმს დიაბეტის განვითარებისაგან.

თინათინ გოცაძე