ვიტამინების კალათა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიტამინების კალათა

დაჩურთული წიწაკა

საჭიროა:

  • 5 ცალი ბულგარული წიწაკა;
  • 400 გ ხორცი;
  • 1/2 ჭიქა ბრინჯი, ხახვი, სტაფილო;
  • 2 ცალი პომიდორი;
  • 2 ძირი ოხრახუში;
  • შავი პილპილი, მარილი.

ხარშეთ ბრინჯი 3 წუთის განმავლობაში, გაატარეთ ხორცი და მოამზადეთ ფარში, შემდეგ დაჭერით ხახვი, სტაფილო, ოხრახუში, ყველაფერი ეს აურიეთ ერთმანეთში და ნაზავით ამოავსეთ წიწაკა. ქვაბის ძირზე დაასხით ზეთი, ჩააწყვეთ დაჩურთული წიწაკა და შუშეთ ნახევარი საათის განმავლობაში. კერძი ნოყიერი და იმავდროულად მსუბუქია. მდიდარია კალიუმით, კალციუმით, რკინით, ფოსფორით, იოდითა და ჩ ვიტამინით.

სალათი “სამაისო”

საჭიროა:

  • 1 კონა მწვანე სალათა;
  • 4 ცალი პომიდორი;
  • 6-7 ცალი ბოლოკი;
  • 1 ცალი კიტრი;
  • 6 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი;
  • 2 ჩაის კოზი მდოგვი;
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონი;
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი;
  • თითო კონა კამა, ოხრახუში, ტარხუნა;
  • მარილი, შავი პილპილი.

სალათის ფოთლები გავრეცხოთ, გავაშროთ და მსხვილად დავჭრათ. პომიდორი, ბოლოკი და კიტრი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ მსხვილად. ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ და სასალათე ჭურჭელში ჩავყაროთ. ტარხუნის ფოთლები წვრილად დავჭრათ, შევურიოთ მდოგვი, ზეთი, ლიმონის წვენი, თაფლი, კარგად ავურიოთ, შევაზაოთ მარილითა და პილპილით, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში და კიდევ ერთხელ კარგად ავურიოთ. სუფრასთან მიტანამდე სალათას მოვასხათ მდოგვისა და თაფლის ნარევი, ავურიოთ და მივირთვათ.

სალათა “ვიტამინი”

საჭიროა:

  • 3 ცალი პომიდორი;
  • 2 ცალი კიტრი;
  • 1 ცალი ყვითელი ბულგარული წიწაკა;
  • 1/2 ქილა სიმინდის მარცვალი;
  • 1/3 ქილა უკურკო ზეთისხილი;
  • პარმეზანი (შეიძლება სულგუნიც), ზეითუნის ზეთი, მარილი.

ყველი და პომიდორი დაჭერით კუბიკებად, ბულგარული წიწაკა და კიტრი - რგოლებად, ზეთისხილი სათითაოდ გაჭერით ორად. აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ სიმინდის მარცვლები, გემოვნებისამებრ შეაზავეთ მარილით და მოასხით ზეითუნის ზეთი. ეს კერძი მდიდარია კალიუმით, კალციუმით, რკინით, ფოსფორით, ბეტა-კაროტინით და ფოლიუმის მჟავათი. ძალიან კარგია ღვიძლის გასაწმენდად და შარდის ბუშტის გასასუფთავებლად. ხელს უწყობს თმის, კანის და ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ბლინები “ამომავალი მზე”

საჭიროა:

  • 125 გ ფქვილი;
  • 1 კვერცხი;
  • 300 მლ რძე;
  • სტაფილო, მწვანე ბარდა, ლობიო, კრევეტები, სოიის სოუსი, მარილი.

ფქვილის, რძისა და კვერცხისგან მოზილეთ ცომი. გულსართისთვის ბლენდერში დააქუცმაცეთ ან გახეხეთ სტაფილო, დაამატეთ ბარდა, ლობიო და მოხარშული და გასუფთავებული კრევეტები, აურიეთ, შეაზავეთ მარილით, მოასხით სოიის სოუსი და ოდნავ შებრაწეთ. მიეცით ბლინებს სამკუთხა ფორმა და გულსართით ამოავსეთ. ყველაზე სასარგებლო ინგრედიენტი აქ სტაფილოა. ის შეიცავს კალციუმს, რკინას, ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, ბეტა-კაროტინს. ძალიან კარგია თვალისა და კანის ჯანმრთელობისთვის.