ნესვის მოყვარულებს ჯანმრთელი ძვლები, ფრჩხილები და კბილები აქვთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნესვის მოყვარულებს ჯანმრთელი ძვლები, ფრჩხილები და კბილები აქვთ

ნესვი ორგანიზმიდან ოფლისა და წიდების გამოყოფას აჩქარებს. თავის ტკივილი აუცილებლად გაგივლით, თუ 200 გრამ ნესვს ნება-ნება მიირთმევთ. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნესვით პირის ჩატკბარუნების შემდეგ არ არის რეკომენდებული ცივი წყლის ან ალკოჰოლური სასმელების დალევა, ასევე კვერცხის ან რძემჟავა პროდუქტების მიღება.

დადგენილია, რომ ნესვის ნაყოფი მდიდარია კაროტინითა და კაროტინოიდებით, სპილენძის აქტიური შენაერთებით. თურმე მასში შესათვისებელი ოქროც არც თუ მცირე რაოდენობითაა. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი რაოდენობით წყალი და შაქარია წარმოდგენილი, თუმცა ნესვის განსაკუთრებულ სურნელსა და არომატს ორგანიზმისათვის ღირებული სხვა მრავალი კომპონენტი განაპირობებს.

დიდი რაოდენობით კაროტინის, ასკორბინისა და ფოლიუმის მჟავების შემცველობის გამო ნესვი ვიტამინებით მდიდარ პროდუქტადაა აღიარებული. ხილსა და ბოსტნეულს შორის რკინის შემცველობის მიხედვით ნესვს ხახვისა და ბოლოკის გვერდით საპატიო ადგილი უპყრია; ცოტათი ჩამორჩება ნიორს, მარწყვსა და შავ მოცხარს. მიკროელემენტების შემცველობის თვალსაზრისით ნესვი მდიდარია კალციუმით (ხილსა და ბოსტნეულს შორის პირველ ადგილზეა), ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კულტურის მოყვარულებს ჯანმრთელი ძვლები, ფრჩხილები და კბილები აქვთ.

ნესვი საუკეთესოდ ამშვიდებს ნერვულ სისტემას, კლავს წყურვილს, აბალანსებს მარილოვან ცვლას. სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით ნესვი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, დამაწყნარებელი, შარდმდენი, საფაღარათო, ანტისკლეროზული და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალება.

დაბოლოს, ეგვიპტეში ნესვი თურმე ღვთის წყალობად იყო აღიარებული და მას ჯერ კიდევ 3 ათასი წლის წინ საგანგებოდ უვლიდნენ. ნესვმა თავის დროზე განსაკუთრებული პოპულარობა ჰპოვა ჩინეთშიც. ევროპაში ის შუა საუკუნეებში გავრცელდა. მე-18 საუკუნეში ლუდოვიკო VIII–ის კარზე ნესვის ნაყოფი საპატიო სტუმართა საგანგებო ჩაროზად ითვლებოდა.

თინათინ გოცაძე

ნესვის მირთმევა სხვა საკვებთან ერთად კატეგორიულად არ შეიძლება

ნესვი - გემრიელი და დიეტური, სასარგებლო და სამკურნალო