ექსპერიმენტით დამტკიცებულია, რომ წყალი გახდომას უწყობს ხელს
სპეციალისტები გვირჩევენ ჭამის წინ დავლიოთ 500 მლ წყალი. აღნიშნული თეორია შემოწმდა 84 ჭარბწონიან მოხალისეზე, რომელთაც აკვირდებოდნენ 12 კვირის განმავლობაში. წონის ყველაზე შესამჩნევი დაკლება აღენიშნებოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც წყალს საკვების ყოველი მიღების წინ სვამდნენ.
ექსპერტების აზრით, საინტერესოა მიდგომის სიმარტივე და ეფექტურობა. თუ წყალს შევუთავსებთ მომატებულ ფიზიკურ აქტივობას და ჯანსაღ რაციონს, წონის კორექციის კუთხით არაჩვეულებრივი შედეგების მიღება შეიძლება.
ლალი ჩხიკვაძე