რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ბანანის ქერქში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ბანანის ქერქში

უპირველეს ყოვლისა უჯრედისი, რომელიც ნაწლავის ფუნქციას არეგულირებს. გარდა ამისა მაგნიუმი, კალიუმი, ცილა და ვიტამინები _ A, C, B6, B12.

A ვიტამინი კბილებისა და რბილი ქსოვილებისათვის აუცილებელი კომპონენტია, B6 - განამტკიცებს იმუნურ სისტემას, გულსა და ტვინს ნორმალურ ფუნქციას უნარჩუნებს, არეგულირებს შაქრის დონეს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას, B12 ვიტამინი კი თავის ტვინისა და საზოგადოდ, ნერვული სისტემის სიჯანსაღისთვის უმნიშვნელოვანესია.

მეცნიერები ჯერ კიდევ 2011 წელს მიუთითებდნენ, რომ ბანანის ქერქში უხვადაა პოლიფენოლები და კაროტინოიდები, რომლებიც აძლიერებს მეტაბოლიზმს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანანის ქერქი არ შეიცავს კალორიებს, ხოლო მის შემადგენლობაში შემავალი უჯრედისი იწვევს დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას. არსებობს მონაცემები იმის თაობაზეც, რომ ბანანის ქერქში არსებული ნივთიერებები ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.

სულ ახლახან ბანანის ქერქში აღმოაჩინეს სეროტონინი – ჰორმონი, რომელიც აუმჯობესებს გუნება-განწყობას. ქერქში უხვადაა ლუთეინიც, რომელიც აფერხებს კატაქრაქტის განვითარებას და მაკულურ დეგენერაციას.

თუმცა საყურადღებოა დიეტოლოგთა განცხადება - ბანანებს აქტიურად ამუშავებენ პესტიციდებით, შესაბამისად, სასურველია საკვებად გამოვიყენოთ ორგანული ბანანები ან გამოყენებამდე საგულდაგულოდ გავრეცხოთ ისინი.

ბანანის ქერქი შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვებად მოხარშული ან გამომშრალი (ჩირის) სახით.

თინათინ გოცაძე