15 პროდუქტი, რომლებიც თავის ტვინის მუშაობას აუმჯობესებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

15 პროდუქტი, რომლებიც თავის ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

1. წყალი

წყლის დეფიციტმა თავის ტვინი შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს. დღეში 10 ჭიქა წყალი მაინც უნდა დალიოთ.

2. თევზი

თევზის შემადგენლობაში შემავალი ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები და ომეგა-3 ჯგუფის მჟავები არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და სისხლძარღვების ქოლესტერინის ფოლაქებისგან გაწმენდას უწყობს ხელს. ცნობილია, რომ DНА-ს დაბალი დონე იწვევს მეხსიერების დაქვეითებას და ალცჰაიმერის დაავადებას. ამიტომ ასაკოვან ადამიანებს ურჩევენ, თავის ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად რაციონი ომეგა-3-ის შემცველი საკვებით გაიმდიდრონ.

3. რთული ნახშირწყლები

თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია განსაზღვრული რაოდენობის „საწვავი“. სწორედ ასეთი საწვავია ნახშირწყლები. რთული ნახშირწყლებია ღერღილი მარცვლეულის პური, ბურღულის ფაფა და მაკარონი, ასევე - სიმინდი, კარტოფილი და სხვა. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ნახშირწყლები გადამუშავდება და თავის ტვინის უჯრედების კვებას უზრუნველყოფს.

4. ხილ- ბოსტნეული

ხილ-ბოსტნეული მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ჯანსაღი კვების საფუძველია. საუკეთესოა მოცვი, მაყვალი, შტოში, ისპანახი, მარწყვი, ჟოლო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ჭარხალი, ქლიავი, ავოკადო, ფორთოხალი, წითელო ყურძენი, წითელი ბულგარული წიწაკა, ალუბალი და კივი.

5. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი შეიცავს ნივთიერება პოლიფერინს, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ნეიროდეგენერაციული დაზიანებისგან იცავს. გარდა ამისა, მწვანე ჩაის შეუძლია ათეროსკლეროზის, გულის დაავადებების, თავის ტვინის სისხლძარღვების პრობლემების პროფილაქტიკა. ის სისხლის არტერიული წნევის დარეგულირებასაც უწყობს ხელს.

6. კვერცხი

კვერცხი მდიდარია ქოლინით (ბ ვიტამინით), რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და ამცირებს დაღლილობას. კვერცხი აუცილებელია თავის ტვინის მემბრანის ჯანსაღი ფუნქციობისთვის.

7. კაკაო

სულ ახლახან მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კაკაოს მარცვლები შეიცავს ძალიან სასარგებლო ნივთიერებას - ანტიოქსიდანტ ფლავანოლს, რომელიც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მაგრამ ყოველგვარი კაკაო როდი შეიცავს საჭირო რაოდენობის ფლავანოლს. საქმე ისაა, რომ ეს ნივთიერება სასმელს მწარე გემოს აძლევს, რის გამოც მწარმოებლები კაკაოს ხშირად აცლიან ფლავანოლს.

8. პომიდორი

პომიდორი შეიცავს უძლიერეს ანტიქოსიდანტს ლიკოპენს, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია თავის ტვინისთვის. პომიდორი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ტვინის ჟანგბადით გაჯერებას. სხვათა შორის, დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ პომიდორი თრომბის წარმოქმნას აფერხებს.

9. ბროკოლი

ბროკოლი კ ვიტამინის წყაროა, ეს უკანასკნელი კი თავის ტვინის მუშაობას ასტიმულირებს. შეიძლება ითქვას, რომ ბროკოლი თავის ტვინს დაბერებისაგან იცავს. გარდა ამისა, ბროკოლი იცავს ფილტვებს და წინამდებარე ჯირკვალს კიბოს განვითარებისგან.

10. მოცვი

მოცვი თავის ტვინის კაპილარულ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ზოგი მეცნიერი იმასაც კი ამტკიცებს, რომ მოცვი მეხსიერების დაკარგვას შველის.

11. მზესუმზირა

მზესუმზირას 50% მცენარეული ცხიმია. მცენარეული ცხიმი, ცხოველურისგან განსხვავებით, სისხლში ქოლესტერინის დონეს კი არ ზრდის, პირიქით, ამცირებს. ეს ათეროსკლეროზის ანუ თავის ტვინის სისხლძარღვების დახშობის შემაფერხებელი ფაქტორია.

12. თხილი და კაკალი

საიდუმლო არ არის, რომ თხილი და კაკალი ე ვიტამინის წყაროა. ეს უკანასკნელი აუცილებელია თავის ტვინისთვის. ნიგვზის ზეთი ლიდერობს ზეთებს შორის ნაჯერი მჟავების ომეგა 3-ისა და ომეგა 6-ის შემცველობით, ამიტომ გონებრივი შესაძლებლობების მოსამატებელ ხალხურ რეცეპტებში ყოველთვის შედის. იქნებ ნიგვზის ლებანი შემთხვევით სულაც არ ჰგავს ასე ძლიერ თავის ტვინს.

13. ზეთი

თავის ტვინის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია საკმაო რაოდენობის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავა. მისი ძირითადი წყაროა სელის, მზესუმზირას, ზეითუნისა და გაღვივებული ხორბლის ყლორტების ზეთი.

14. ხორბალი, ქატო

გაღვივებული ხორბალი და ხორბლის ქატო მდიდარია თუთიით. თუთია ძალიან მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. მას ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. თუთიის მიღებით შეიძლება შევაფერხოთ ათეროსკლეროზი და გავააქტიუროთ თავის ტვინის მუშაობა.

15. გოგირდით მდიდარი პროდუქტები

გოგირდი აუცილებელია თავის ტვინის ჟანგბადით გაჯერებისთვის. გოგირდით მდიდარია ნუში, კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, ნიორი, ხურტკმელი, ლეღვი, მარწყვი, სალათის ფურცლები, ხახვი, კარტოფილი, ბოლოკი, კვერცხის გული, ღორის ხორცი.

რასაკვირველია, ამ სიის გაგრძელება უსასრულობამდე შეიძლება, რადგან თავის ტვინისთვის სასარგებლო საკვები უამრავია. გახსოვდეთ, რომ სწორ კვებასთან ერთად უნდა ერიდოთ სტრესს, ეცადოთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და დაისვენოთ ხოლმე. ამ შემთხვევაში კარგი განწყობა და ნათელი გონება გარანტირებული გექნებათ.