რუბრიკები
ძილის სწორი რეჟიმის გარეშე გახდომა შეუძლებელია
ძილის სწორი რეჟიმის გარეშე გახდომა შეუძლებელია
სხეულის მასის დაკლება შესაძლებელია მხოლოდ საკმარისი ძილის პირობებში. ბევრი დიეტოლოგი ყურადღებას არ აქცევს პაციენტის ძილის საათების რაოდენობას, რაც არასწორია, რადგან გამოუძინებლობის შემთხვევაში იზრდება სიმსუქნის რისკი. ეს კი ხდება ბანალური დაღლილობის გამო - ქვეითდება ფიზიკური აქტივობა, ორგანიზმი კი ძალების აღსადგენად ეძებს ცხიმიან ან ნახშირწყლიან საკვებს.

მეცნიერები დასაძინებლად დაწოლას გვირჩევენ, როგორც კი მთქნარება მოგვერევა. არაფერია საძრახისი, თუ 22:00 საათზე დავწვებით დასაძინებლად. ამასთან, ზოგს ბუნებრივად მეტი ძილი სჭირდება, რაც გენებით განისაზღვრება. ამიტომ თუ 5 საათი ძილი გყოფნით, არ ღირს საწოლში კოტრიალი. ცალკე
You must have Flash Player installed in order to see this player.
საკითხია განათება - ცუდი ან დღის განათების ნათურების პირობებში ირღვევა მელატონინის - "ძილის ჰორმონის" რეგულაცია.

გამოსასვლელ დღეებშიც თქვენთვის ჩვეულ დროს უნდა ადგეთ. უმჯობესია დღე 20 წუთი დაიძინოთ, ვიდრე დაარღვიოთ რეჟიმი.

საღამოს ცხადია არაა რეკომენდებული კოფეინის შემცველი პროდუქტების (ყავა, ჩაი, ენერგეტიკული სასმელები, შოკოლადი) მიღება. კოფეინი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას და ცვლის მელატონინის და ადენოზინის - ძილისათვის მნიშვნელოვანი ორი ნეიროგადამცემის - აქტივობას.

ძილზე ასევე მოქმედებს რაციონი. დამტკიცებულია, რომ ცხიმებისა და შაქრის აქტიური მოხმარება ანელებს საჭმლის მონელებას. ალკოჰოლი დასაწყისში იწვევს ძილიანაობას, თუმცა ღრმა ძილის ფაზაში გადასვლისას შეიძლება პრობლემები აღმოცენდეს. სპირტიანი სასმელი ბლოკავს ადრენალინის გამოყოფას, არღვევს ძილის რეგულირებისათვის აუცილებელი ტრიფტოფანის და სეროტონინის აქტივობას.


ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბოლო კომენტარები
24-09-2016
მოგესალმებით, სასქესო ორგანოზე გადმომაყარა თავიდან არცტუისე პატარა გამონაყარმა, ნუარმივაქციე ყურადგება და დამეწყო საშინელი ქავილი, ქავილმა გააღიზიანა სავარაუდოდ ეს გამონაყარი და იქცა უკვე მუწუკებად, და შეგიძლიათ მირჩიოთ რავუშველო ? საშინელი დისკომფორტი მა