კიდევ ერთხელ პალმის ზეთის შესახებ - მავნე თუ სასარგებლო?! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიდევ ერთხელ პალმის ზეთის შესახებ - მავნე თუ სასარგებლო?!

ამ უკანასკნელთა შორის კვებას წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება. ძალიან ბევრს სურს იცოდეს სხვადასხვა პროდუქტის ავკარგიანობა. ცხადია, ისეთი ერთობ "ეგზოტიკური" ნაწარმი, როგორიცაა პალმის ზეთი, ყურადღების გარეშე ვერ დარჩებოდა. მით უფრო, რომ იგი მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება რძის, საკონდიტრო პროდუქტებისა და პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში, ასევე ბუნებრივი კვების - ქალის რძის შემცვლელების - ხელოვნური ნარევების, ე.წ. ადაპტირებული (შემადგენლობით დედის რძესთან მიახლოებული ნარევების) ფორმულების მომზადებაში.

ამ საკითხზე ვთხოვეთ საკუთარი აზრი გამოეთქვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ყარამან ფაღავას

1. ბატონო ყარამან, რას გვეტყვით პალმის ზეთის შესახებ?

საინტერესოა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში პალმის ზეთს უხსოვარი დროიდან ხმარობდნენ, ძველ ეგვიპტეში 5000 წლის წინათაც. ცხოვრება წინ მიდის და ესეც ალბათ გლობალიზაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა - რაც კარგია და საუკეთესო, მარტო იმ არეალში კი არ გამოიყენება, სადაც იგი იქმნება, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს დებულება პალმის ზეთსაც სავსებით მიესადაგება.

პალმის ზეთი მცენარეული ცხიმია, რომლის გამოხდა ზეთოვანი პალმის ხის (Eლაეის გუინეენსის) ნაყოფის რბილობიდან ხორციელდება.

2. რით გამოირჩევა პალმის ზეთი სხვა ზეთებთან შედარებით ქიმიური და სამედიცინო თვალსაზრისით?

ქიმიური და სამედიცინო თვალსაზრისით იგი საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. დადგენილია, რომ იგი, ზეთების უმრავლესობისაგან განსხვავებით, შეიცავს როგორც ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს (პირველ რიგში პალმიტინის მჟავას), ასევე უჯერ ცხიმოვან მჟავებსაც. უჯერი და ნაჯერი ცხიმების შეფარდება ორჯერ უფრო მაღალია კარაქთან შედარებით. უჯერი ცხიმების შემადგენლობით კი იგი ძალიან ემსგავსება ზეითუნის ზეთს და, შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმზე მსგავსი დადებითი ზემოქმედებით ხასიათდება. ბიოშეღწევადობა მაღალია. ქოლესტეროლის შემცველობა მინიმალურია.

mkurnali.ge3. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს პალმის ზეთი შეიცავს ტრანსცხიმებს. თქვენ რას გვეტყვით ამის თაობაზე?

ისევე როგორც სხვა მცენარეული ზეთები, პალმის ზეთი არ შეიცავს ტრანსცხიმებს (უჯერი ცხიმის ნაირსახეობაა, რომელიც ე.წ. ტრანს-კონფიგურაციაში იმყოფება). ცნობილია, რომ ბუნებრივად ტრანსცხიმები ძუძუმწოვარა ცხოველების კუჭში ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება, ხორცისა და რძის პროდუქტებში 5-8%-ის ოდენობით გვხვდება. დიდი რაოდენობით ტრანსცხიმები გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის.

მცენარეულ პროდუქტში ტრანსცხიმების მოხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ხდება თხევადი ცხიმის (ზეთის) ჰიდროგენიზაცია, ანუ მყარ მდგომარეობაში გადაყვანა (რაც ხშირად აუცილებელია კვებით მრეწველობაში).

პალმის ზეთს დნობის მაღალი ტემპერატურა აქვს, პალმის ზეთს თავიდანვე ნახევრად მყარი კონსისტენცია გააჩნია. ეს მასში პალმიტინის მჟავის შემცველობითაა განპირობებული, რომლის არსებობაც დამახასიათებელია ცხოველური ცხიმების შემადგენლობისთვის. სწორედ ეს ცხიმოვანი მჟავაა "დამნაშავე" იმაში რომ ცხიმი არ იღვრება. ამ თვისების გამო პალმის ზეთს არ ესაჭიროება ხელოვნური გამყარება, როგორც მაგალითად, მზესუმზირის ზეთს, შესაბამისად, იგი არ შეიცავს ტრანსცხიმებს. რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კვების ტექნოლოგიაში. ჩვეულებრივი ზეთი რომ გამოიყენონ მზა საკვების შესაქმნელად, მის ჰიდროგენიზაციას ახორციელებენ, რითაც მის გამაგრებას აღწევენ, მაგრამ ამ პროცესში ზემოთ აღნიშნული ტრანცხიმები იქმნება, რაც ფრიად არასასურველია. ისიცაა საყურადღებო, რომ პალმის ზეთის გამოყენებისას საკონდიტრო პროდუქტის შენახვის ვადა მატულობს.

4. შეიცავს თუ არა პალმის ზეთი სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს, რომლებიც სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის?

როდესაც პალმის ზეთის სარგებლობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში აუცილებელია ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ის დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინოიდებს (ძალიან ძლიერ ანტიოქსიდანტებს), რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის ძვირფასი ნივთიერებებია. ამასთანავე კაროტინოიდები დადებითად მოქმედებენ მტვრევად თმებსა და კანზე. ამის გამო მათ მრავალი ცნობილი კოსმეტიკური კომპანიაც იყენებს.

პალმის ზეთი რეკორდსმენია Е ვიტამინის შემცველობის მიხედვით, რომელიც ტოკოტრიენოლებისა და ტოკოფეროლისგან შედგება. ტოკოტრიენოლები ძალზედ იშვიათად გვხვდება მცენარეებში, ისინი ანადგურებენ თავისუფალ რადიკალებს, რომელთაც შეუძლიათ სიმსივნის განვითარების პროვოცირება.

პალმის ზეთი მდიდარია ტრიგლიცერინებით, რომელიც სწრაფად მოინელება და ღვიძლში მოხვედრის შემდეგ ხმარდება ენერგიის გამომუშავებას სისხლის ნაკადში გადასვლის გარეშე. პალმის ზეთში ასევე ბევრია უჯერი ცხიმოვანი მჟავები: ოლეინისა და ლინოლის, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტეროლის დონის დაქვეითებას, მონაწილეობენ ძვლების და სახსრების სტრუქტურის შენებაში, სასარგებლოა კანისთვის.

პროვიტამინი А უზრუნველყოფს მხედველობის ანალიზატორის ფუნქციონირებას, მონაწილეობს თვალის ბადურის პიგმენტის სინთეზში.

5. შესაძლებლია თუ არა პალმის ზეთი შეიცავდეს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა მაგალითად, რადიონუკლიდები, საფუარა სოკოები და სხვა ტოქსიკური ელემენტები? ხორციელდება თუ არა მათი კონტროლი?

ცხადია, პალმის ზეთი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს ტოქსიკურ ელემენტებს, რადიონუკლიდებს, საფუარა სოკოებს და სხვა მინარევებს. მაგრამ აქ მოქმედებს ბაზრის კანონი, მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიები, მით უფრო განვითარებული ქვეყნების , თავის თავს უფლებას ვერ მისცემენ დაარღვიონ შესაბამისი ნორმატივები და რეგულაციები, იმიტომ რომ თუ ეს გამოვლინდა, უზარმაზარი საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ და შეიძლება გაკოტრდნენ კიდეც. სწორედ საკვები პროდუქტები და განსაკუთრებით, ბავშვთა კვების, მკაცრად კონტროლდება მავნე ნივთიერებების შემცველობის მხრივ.

ამასთანავე, რაც არ უნდა ვაქებდეთ ნებისმიერ ცხიმს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ცხიმი ცხიმია და ჭარბად მოხმარებისას მან შეიძლება ხელი შეუწყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კერძოდ, ათეროსკლეროზის განვითარებას.

6. რა არის ის მთავარი კომპონენტი, რითაც გამორჩეულია პალმის ზეთი და განაპირობებს მის გამოყენებას ბავშვთა კვებაში?

საერთოდ, მედიკამენტი იქნება თუ საკვები, მაღალი ხარისხისა და უვნებლობის მთავარი კრიტერიუმია - შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ჩვილებში (და ასევე ორსულ და მეძუძურ ქალებში). დედის რძეზე უკეთესი საკვებიჩვილი ბავშვისთვის არ არსებობს, მაგრამ რას იზამ, ბუნებრივი კვება ყოველთვის ვერ ხერხდება; ამას მრავალი მიზეზი აქვს. პატარას მშიერს ხომ ვერ დავტოვებთ, შემცვლელი უნდა მივცეთ და საუკეთესო ფორმულა ის არის, რომელიც ყველაზე მეტადაა მიახლოებული ოქროს სტანდარტთან, დედის რძესთან. დედის რძე შეიცავს პალმიტინის მჟავას, ამიტომაც ფორმულაშიც ეს მჟავა მიახლოებული კონცენტრაციით უნდა იყოს. პალმიტინის მჟავა ზეთებში ყველაზე მეტად პალმის ზეთშია, სწორედ ამიტომ ბავშვთა კვების მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლები ამ უკანასკნელს წარმატებით იყენებენ და ამ ნარევებს ბავშვებს სიცოცხლის პირველივე დღეებიდან აძლევენ. ადაპტირებულ ნარევებში გამოიყენება არა თავად პალმის ზეთი, არამედ მისგან მიღებული პალმიტინის მჟავა.

7. არის თუ არა განსხვავება დედის რძისა და ადაპტირებულ ნარევში შემავალ პალმიტინის მჟავას შორის?

უნდა ითქვას, რომ ქალის რძის შემადგენელი პალმიტინის მჟავა პალმის ცხიმის პალმიტინის მჟავისგან სტრუქტურულად მცირედ განსხვავდება. ეს უკანასკნელი ადვილად სცილდება ცხიმის მოლეკულას, კალციუმთან უხსნად ნაერთებს წარმოქმნის. შესაბამისად, ხელოვნური კვების დროს ამ კომპონენტების შეწოვა ფერხდება, შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობისადმი მიდრეკილება. ამის გათვალისწინება საჭიროა.

ზოგიერთი ფირმა ხელოვნური ნარევების შექმნისას ახორციელებს პალმის ზეთის ბუნებრივი კომპონენტის პალმიტინის მჟავის იმდაგვარ შეცვლას, რომ იგი დიდი რაოდენობით შეიცავს დედის რძის ანალოგიურ β-პალმიტატს (თითქმის 55 %). მართალია, პროდუქციის თვითღირებულება მატულობს, სამაგიეროდ კალციუმისა და ცხიმების შეწოვა უმჯობესდება, შეკრულობაც არ ვითარდება.

8. თქვენ გვესაუბრეთ პალმის ზეთის სარგებლობის შესახებ. მაშინ შეგიძლიათ გვითხრათ რა არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ებრძვიან პალმის ზეთის მასიურ გამოყენებას?

პალმის ზეთის მნიშვნელობაზე არაპირდაპირ ის გარემოებაც მიუთითებს, რომ მისმა მზარდმა გამოყენებამ ბუნების დამცველთა, ეკოლოგთა პროტესტი გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ამ ზეთზე დიდი მოთხოვნლების გამო მწარმოებელმა, ექსპორტის განმახორციელებელმა ქვეყნებმა (ინდონეზიამ და მალაიზიამ) ხელი მიჰყვეს ტროპიკული ტყეების გაჩეხვას და პალმის ხეების პლანტაციების გაშენებას. ცხადია, ამას გლობალური შედეგებიც შეიძლება მოჰყოლოდა, ამ ტროპიკული ტყეების ბინადრების, იგივე ორანგუტანების გადაშენება, ბიოცენოზის შეცვლა, ჯუნგლების ფლორისა და ფაუნის განადგურება. სადღეისოდ, ყველა დაინტერესებული მხარის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, პალმის ხის პლანტაციების რეგულირებული გაშენების პირობებში პრომლემის სიმწვავე აშკარად შემცირდა.

9. როგორ შეაჯამებდით პალმის ზეთის ირგვლივ მოარულ მითებსა და რეალობას?

ხაზი უნდა გაესვას შემდეგს - ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი ხელოვნური ნარევები ოპტიმალური შემადგენლობის რომ იყოს, უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით პალმიტინის მჟავას, ხოლო მისი ძირითადი წყაროა პალმის ზეთი. კვების მრეწველობაში პალმის ცხიმის ჩანაცვლება სხვა მცენარეული ზეთებით განაპირობებს კვებით რაციონში ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტრანსცხიმების შემცველობის არსებით მომატებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს.

ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ პალმის ზეთი უდავოდ სასარგებლო პროდუქტია და იგი წარმატებით გამოიყენება როგორც ბავშვებისა და მოზარდების, ასევე ჩვილების კვებაში.