გაცხიმოვნების მსოფლიო სტატისტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაცხიმოვნების მსოფლიო სტატისტიკა

  • უკანასკნელი მონაცემებით, ნებისმიერი ქვეყნის 18 წელს გადაცილებულ პირთა 13%-ს გაცხიმოვნება აქვს, 39% კი რისკჯგუფშია, თუკი დროულად არ მოიცილებენ დაგროვილ ჭარბ კილოგრამებს;
  • გაცხიმოვნების მქონე ადამიანის სახე 10 წლით უფროსად გამოიყურება, თანაც მოკლებულია ბედნიერების ელფერს;
  • მსოფლიოში ჯერ კიდევ 2002 წელს ჭარბი კილოგრამებით გამოწვეული დაავადებებით 115 მილიონი ადამიანი ავადობდა. იმავე წელს მათგან 2,5 მილიონი გარდაიცვალა, აშშ-ში - 280 ათასი, ევროპის ქვეყნებში კი 320 ათასი ადამიანი;
  • გაცხიმოვნება არა მხოლოდ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების დაავადებაა, ისეთი ქვეყნების პრობლემაცაა, რომლებიც ეკონომიკური მიღწევებით არ გამოირჩევა, მაგალითად მექსიკა, სირია და ლიბია.

მსოფლიო მსუქნების ლიდერი

  • ლიდერი მსოფლიო მსუქნების სტატისტიკაში აშშ-ია, სადაც გაცხიმოვნება მოსახლეობის 34%-ს აღენიშნება, 27%-ს კი დაავადების მძიმე სიმპტომები აქვს;
  • სპეციალისტთა პროგროზით, 2025 წლისთვის პლანეტაზე გაცხიმოვნება სუსტი სქესის წარმომადგენელთა ნახევრისა და ძლიერი სქესის 40%-ის პრობლემად იქცევა.

ბავშვები

  • ჭარბი წონის პრობლემა ბავშვებშიც სწრაფად იზრდება. თუ 1970 წელს ჭარბი წონა მხოლოდ მსოფლიოს ბავშვთა 0,2%-ს აწუხებდა, ამ ათასწლეულის დასაწყისში ეს მაჩვენებელი უკვე 2%-ია ანუ 10-ჯერ გაიზარდა;
  • ამ საუკუნის დასაწყისში ჯანმო გვამცნობდა, რომ ჭარბი წონა 5 წლამდე ასაკის 22 მილიონ ბავშვზე მეტს ჰქონდა;
  • 2013 წლისთვის 5 წლამდე ასაკის ჭარბწონიან ბავშვთა რაოდენობა უკვე 42 მილიონი გახდა;
  • აშშ-ში უკვე ყოველი მეხუთე ბავშვი ჭარბწონიანია;
  • ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანათა ერთ მეოთხედ მოზარდს კომპიუტერთან გატარებული დიდი დროის, ფასტ-ფუდისა და ჰიპოდინამიის ფაქტორთა გავლენით - ჭარბი წონა, მათ 15 %-ს კი უკვე გაცხიმოვნების ნიშნები აქვს.

ჭარბი წონისა და გაცხიმოვნების ძირითადი მიზეზები

ჭარბი წონისა და გაცხიმოვნების ძირითადი მიზეზი ორგანიზმის მიერ მიღებულ და დახარჯულ კალორიებს შორის დისბალანსია:

  • იზრდება მაღალკალორიული პროდუქტის - ცხიმის, მარილებისა და შაქრის ჭარბი მიღება, მცირდება ვიტამინებით, მინერალებითა და სხვა საჭირო მიკროელემენტებით მდიდარი საკვებით ორგანიზმის მომარაგება;
  • შემცირდა ფიზიკური აქტივობა, რაც ცივილიზაციისა და ურბანიზაციის თანმდევი პროცესი აღმოჩნდა;
  • ეკოლოგიური და სოციალური ცვლილებების პასუხად, შეიცვალა კვების რეჟიმი და ფიზიკური აქტივობა.

ჭარბი წონის შედეგები

ჭარბი წონა და გაცხიმოვნება წარმოშობს ისეთ არაინფექციურ დაავადებებს, როგორებიცაა:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით გულისა და თავის ტვინის სიხლძარღვების ინსულტი, რომლებიც 2012 წელს პლანეტაზე ადამიანის სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად მიიჩნეოდა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მოშლილობანი, განსაკუთრებით ოსტეოართრიტი (სახსრების დამაინვალიდებელი დაავადება);
  • ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადება, საშვილოსნოს, სარძევე ჯირკვლის, სწორი ნაწლავის;
  • გაცხიმოვნება ბავშვებში ზრდის მოზარდობის ასაკში გულ-სისხლძარღვთა, ჰიპერტენზიისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების რისკს. მათ ხშირად პრობლემები ექმნებათ თავისუფალი გადაადგილებისას, ხშირია მოტეხილობები, გარკვეული სახის ფსიქოლოგიური პრობლემები.