რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
6 ცხიმიანი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვათ
6 ცხიმიანი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვათ
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასახელეს დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი ექვსი პროდუქტი, რომელიც ყველამ უნდა მიირთვას, მათაც კი, ვისაც სიმსუქნე აწუხებს. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ამ პროდუქტებში შემავალი ცხიმები მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის და რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში სხეულის მასის მატებაზე გავლენას არ ახდენს.

სიაში პირველ ადგილზეა კვერცხი, რომლის გულიც მდიდარია ორგანიზმისთვის უსაფრთხო ქოლესტერინით;

მეორეზე - ავოკადო, მასში შემავალი კალიუმი და ოლეინის მჟავა ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციობას;

მესამეზე - ყველი, რომელიც საზოგადოდ კალციუმის, ფოსფორისა და B12 ვიტამინის უნივერსალური წყაროა. ჩამოთვლილი ნივთიერებები კი უპირველესად მნიშვნელოვანია ძვლების სიმტკიცისა და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის;

მეოთხეზე - შავი შოკოლადი. ამ პროდუქტში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი რკინა, მაგნიუმი, სპილენძი და მანგანუმი. აღნიშნულ ელემენტთა ნორმალურ შემცველობაზე კი დამოკიდებულია ტვინისა და გულის ფუნქციობა;

მეხუთეზე - ზეითუნის ზეთი (პირველი გაწურვის). მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, განსაზღვრავს კანის ელასტიურობას და აქვეითებს არტერიულ წნევას.

მეექვსეზე - ცხიმიანი თევზი, კერძოდ, ორაგული, კალმახი, სკუმბრია, სარდინი და ქაშაყი. თევზის მოყვარულები (ვინც კვირაში მინიმუმ ორჯერ მაინც მიირთმევს მითითებულ სახეობებს) დაცული არიან დეპრესიის, მოხუცებულთა ჭკუასუსტობის (დემენციის) და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარებისაგან.

თინათინ გოცაძე
You must have Flash Player installed in order to see this player.
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ცურვა განსაკუთრებით სასარგებლო და მნიშვნელოვანია მათთვის, ვისთვისაც სპორტის ძალისმიერი სახეობები უკუნაჩვენებია.
ექიმების რჩევით, კონდენციონერების გამოყენება მინიმუმამდე უნდა შევზღუდოთ. საქმე ეხება საშიშ ბაქტერიას - ლეგიონელას.
კომპანიის წამყვანი თანამშრომელი სამსახურში არ გამოცხადდა, თანაც არავისთვის დაურეკავს, რომ გაეფრთხილებინა კომპანიის ხელმძღვანელი.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერებმა დაასახელეს ის სასმელები, რომლებიც წყურვილს არ კლავს და თან ორგანიზმისთვის მავნებელია. ტკბილ გაზიან სასმელებს, ისევე, როგორც რძიან კოქტეილებს, პაკეტებში ჩამოსხმულ წვენებსა და ენერგეტიკულ სასმელებს ორგანიზმისთვის (დიდი რაოდენობით შაქრის, გემოს გამაძლიერებლებისა და სხვადასხვა არომატიზატორების შემცველობის გამო)
ექსპერტები ზეითუნის ზეთის აქტიური მოხმარებისკენ მოგვიწოდებენ. ის ამცირებს ალცჰაიმერის მარკერებს - ბეტა-ამილოიდურ ჩანართებსა და ნეიროფიბრილარული გორგლების მოცულობას. ეს დაავადება ასევე დაკავშირებულია ინსულინთან. თუ შაქრის დონე მომატებულია, შეიძლება ტვინი დაზიანდეს.
მოგეხსენებათ, ჭარხალი ხალხურ მედიცინაში არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის უძველესი დროიდან გამოიყენება. ბრიტანელმა მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ჭარხლის წვენი მეტად ეფექტურია არტერიული წნევის დასაქვეითებლად. ისინი ჭარხლის წვენის თვისებებს რამდენიმე წლის განმავლობაში საფუძვლიანად სწავლობდნენ.
ჰარვარდისა და ორეგონის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცირკადული რითმები აიძულებს ადამიანებს საღამოს ჭამონ ტკბილი, მარილიანი და სახამებელის შემცველი საკვები.
ჯანსაღი კვების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები გვირჩევენ, რაც შეიძლება ბევრი კიტრი მივირთვათ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს პროდუქტი ორგანიზმს ჭარბად მიღების შემთხვევაშიც კი არ ვნებს (პირიქით, ძალიან სასარგებლოა) და მეორეც, ის კალორიებს არ გვმატებს.
ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები ოდითგანაა ცნობილი. ის აუმჯობესებს მეხსიერებას და ხელს უშლის დემენციის განვითარებას.
20 ივლისი 2017
დილით უზმოზე, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, სასარგებლოა 1 ჭიქა წყლის მიღება. ეს პროცედურა მოამზადებს კუჭ-ნაწლავს შემდგომი დატვირთვისთვის, დააქვეითებს მადას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს და შლაკებს. დღის განმავლობაში სასურველია დალიოთ არანაკლებ 2 ლიტრი წყალი.
29 ივნისი 2017
კანადელი მეცნიერების განმარტებით, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ასაკოვან ადამიანებთან ნეიროდეგენერაციული პროცესების განვითარებას აფერხებს.
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ლუდი და არაქისი ვარჯიშის შემდეგ ადამიანს აღდგენაში ეხმარება. ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის საშიში გაუწყლოება. ლუდისა და არაქისის მიღება ხელს უწყობს სითხის მარაგის შევსებას.
ამერიკელი ფსიქოლოგების განცხადებით, ინტერნეტის გავრცელებამ განსაკუთრებულად გაზარდა აზარტული თამაშების მიმართ მიდრეკილი ადამიანებს რიცხვი. საგანგაშოა ის, რომ ამ ადამიანებს უფრო მეტად აქვთ გამოხატული ემოციური დარღვევები