კვების რეჟიმი ინფარქტგადატანილებისთვის
ყველაზე რაციონალურია თვეში 3-5კგ-ის დაკლება. სხეულის მასის ეტაპობრივად დაკლებით ინფარქტგადატანილი ადამიანი ნელ-ნელა, თანდათანობით ეგუება, ასე ვთქვათ, "ახალ სხეულს" და ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება. ინფარქტგადატანილებისთვის სხვადასხვა დიეტა არსებობს, თუმცა, ყველა საერთო პრინციპებს ეფუძნება. ეს ძირითადი პრინციპებია:
- მიღებული საკვების კალორიულობის შემცირება;
- ორგანიზმის ნახშირწყლებით გადატვირთვისაგან დაცვა (ანუ კანფეტების, ნამცხვრებისა და ცომეულის აკრძალვა);
- ცხოველური ცხიმების შემცველი საკვების შეზღუდვა;
- მარილის დღე-ღამეში 5 გ-მდე შეზღუდვა; მარილიანი, ცხარე და მწარე საკვების გამორიცხვა;
- დღეში სულ ცოტა 1,5 ლიტრი წყლის დალევა;
- საკვების ხშირად და მცირე ულუფებით მიღება (იმისათვის, რომ ადამიანი არ შეაწუხოს შიმშილის გრძნობამ, კუჭი სავსე იყოს, მაგრამ არაგადავსებული).
თინათინ გოცაძე