განტვირთვის დღის 5 გემრიელი ვარიანტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

განტვირთვის დღის 5 გემრიელი ვარიანტი

ხილის კოქტეილით განტვირთვის დღე

ამ განტვირთვის დღის არსი დიდი რაოდენობით ცილის მიღებაშია. ბლენდერში უნდა აურიოთ 500 გრ ხაჭო, 0,5 ლ კეფირი და ხილი (გარდა ბანანის, ყურძნისა და ლეღვისა). კოქტეილის ძირითად ნაწილს შეადგენს კეფირი და ხაჭო, რის შედეგადაც მიიღებთ დიდი დოზით ცილას, რაც დადებითად აისახება ნივთიერებათა ცვლაზე.

თუ ბოსტნეულს ანიჭებთ უპირატესობას, კეფირსა და ხაჭოს შეურიეთ კიტრი და მწვანილი (სალათის ფურცლები, ოხრახუში, ხახვი, ისპანახი).

განტვირთვის დღე ბანანით

ბანანი შეიძლება წყალთან (ჭამოთ ბანანი და დააყოლოთ წყალი), ხაჭოსთან ან რძესთან ერთად ბლენდერში ათქვეფილი.

განტვირთვის დღე ვაშლით

მწვანე ვაშლი ითვლება ყველაზე სასარგებლოდ. მიირთვით ვაშლი და დააყოლეთ ხაჭო. ან ვაშლის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ 1 ჩაის ჭიქა მინერალური წყალი.

კიტრით განტვირთვის დღე

კიტრი შეიცავს მინიმალური რაოდენობით კალორიას, ამიტომ ეს პროდუქტი იდეალური მოკავშირეა გახდომის მსურველებისთვის. გარდა ამისა, ის შეიცავს ტარტრონის მჟავას, რომელიც ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას უწყობს ხელს. ასეთი განტვირთვის დღე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია, რადგანაც კიტრით შეიძლება 3,5 კგ-ის დაკარგვა.

ქათმის ხორცი - თუ ხორცის გარეშე არ შეგიძლიათ სიცოცხლე, ასეთი ვარიანტი იდეალურია. 700 გრამი ქათმის ფილე 6 მიღებაზე უნდა გაანაწილოთ. (საკვების მიღება ყოველ 3 საათში უნდა მოხდეს). ამ დროს საჭიროა ბევრი წყლის დალევა.

ლალი ჩხიკვაძე