ხაჭოსა და არაჟნის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხაჭოსა და არაჟნის შესახებ

შესაბამისად, არსებობს მათი სხვადასხვა სახეობა, რომელთაც აქტიურად უწევენ რეკლამას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

საქართველოს სასურსათო ბაზარზე არსებული რძის პროდუქტებზე, კერძოდ, არაჟანსა და ხაჭოზე, გვესაუბრება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, ქალბატონი ვერიკო გულუა.

  • ქალბატონო ვერიკო, ვინ ქმნის ან რომელი ქვეყნებიდან შემოაქვთ დღეს საქართველოში რძის ნაწარმი?

- საქართველოში რძის პროდუქტების იმპორტი უმთავრესად რუსეთიდან, უკრაინიდან, დანიიდან და ესპანეთიდან ხორციელდება. რაც შეეხება ადგილობრივ ნაწარმს, მწარმოებელთა სრული ნუსხა არ გაგვაჩნია, ვინაიდან ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის.

  • როგორია იმპორტირებული რძის პროდუქტების ხარისხი?

- საქართველოში შემოტანილ ნაწარმს მოჰყვება ვეტერინარიული სერთიფიკატი, ურომლისოდაც არ გაიცემა ამ პროდუქტის იმპორტის ნებართვა. გარდა ამისა, იმპორტირებულ პროდუქციას თან ახლავს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ არის გაცემული და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ პროდუქციის ხარისხსა და უვნებლობაზე. საზოგადოდ, იმპორტი ხორციელდება ქვეყნებიდან, რომლებიც ვეტერინარიულად კეთილსაიმედოდ ითვლება. ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიურო პერიოდულად აქვეყნებს ასეთი სახელმწიფოების სიას. ქვეყნები, სადაც აღირიცხება საშიში დაავადებები, არაკეთილსაიმედოდ მიიჩნევა და იკრძალება იქიდან ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების (ხორცისა და რძის ნაწარმის) იმპორტი.

  • რამდენ ხანს ინახება ხაჭო და არაჟანი?

- ხაჭო და არაჟანი განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების რიცხვს ეკუთვნის. საქართველოში ამჟამად მოქმედი სანიტარიული წესებისა და ნორმების თანახმად, მათ შენახვის ხანმოკლე ვადა აქვს. უმეტესად იგი 72 საათს არ აღემატება.

ასე, მაგალითად:

  • არაჟანი 72 საათის განმავლობაში ინახება 2-დან 6 გრადუსამდე ტემპერატურაზე. დიეტური არაჟნის შენახვის ვადა კიდევ უფრო მცირეა - 48 საათი ასევე 2-დან 6 გრადუსამდე ტემპერატურაზე.
  • რაც შეეხება ხაჭოს, მისი როგორც ცხიმიანი, ისე უცხიმო სახეობების შენახვის ვადა 36 საათით განისაზღვრება, ხოლო დიეტური და გლეხური 5%-იანი ხაჭოს შენახვა 2-დან 6 გრადუსამდე ტემპერატურაზე მხოლოდ 24 საათს შეიძლება.

ასეთი გახლავთ სახელმწიფო სანიტარიული წესებითა და ნორმით დადგენილი სტანდარტი, თუმცა მეწარმე სუბიექტს შეუძლია, თავის საწარმოში დანერგილი ახალი ტექნოლოგიების წყალობით პროდუქციის შენახვის ვადა 2-3 დღით გაახანგრძლივოს.

  • რძის პროდუქტებზე, კერძოდ, ხაჭოსა და არაჟანზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია, ამიტომ როგორც მწარმოებელს, ისე რეალიზატორს შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება ამ პროდუქტების ფალსიფიკაციისა. არის თუ არა ჩვენს ბაზარზე ფალსიფიკაციის შემთხვევები და რამდენად დაცულია საქართველოში მომხმარებელი?

- მეწარმე/დისტრიბუტორი ვალდებულია, სარეალიზაციო ქსელში განათავსოს უსაფრთხო პროდუქცია. ამას განსაზღვრავს საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ. რაც შეეხება ფალსიფიცირებულ ნაწარმს, ეროვნულმა სამსახურმა გამოავლინა ასეთი პროდუქცია (არამხოლოდ რძის ნაწარმი) და სათანადო რეაგირებისთვის შემოსავლების სამსახურს გადასცა.

ფალსიფიკაციის აღმოჩენისას, თუ ეს პირველი შემთხვევაა, ჯარიმა 5000 ლარით განისაზღვრება, ხოლო განმეორებისას - 25000 ლარით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში სურსათის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ერთადერთი სამსახური გახლავთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესე-ბულება - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური.

2007 წელს, სასურსათო პროდუქტების ლაბორატორიული კვლევის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგისა და მეწარმე-დისტრიბუტორის მომართვის საფუძველზე, სურსათის ლაბორატორიული კვლევისას მიღებული არადამაკმაყოფილებელი შედეგების, ორგანოლეპტიკური შეფასების აქტებისა და რეალიზაციის ვადის გასვლის გამო ამ სამსახურმა გამოიტანა 358 გადაწყვეტილება სხვადასხვა სახეობის მავნებელი სურსათის განადგურების თაობაზე.

სულ განადგურებულ იქნა დაახლოებით 219740 კგ და 542948 ლ სურსათი, მათ შორის - რძის ნაწარმიც. არაჟნის ფალსიფიცირების ცნობილი ხერხია მისი განზავება კეფირით, მაწვნით, წყლით და სახამებლით, წყლით და დიეტური ხაჭოთი, ასევე - მცენარეული და ჰიდროგენიზებული ცხიმებით და სხვა.

არის თუ არა არაჟანი სახამებლით განზავებული, ამგვარად შეიძლება გავარკვიოთ: 5 მლ არაჟანს დავუმატოთ 2-3 წვეთი ლუგოლის ხსნარი და კარგად შევანჯღრიოთ. თუ 1-2 წუთის შემდეგ ხსნარი გალურჯდა, არაჟანში სახამებლის არსებობა უდავოა. ხაჭოთი განზავებისას ასე უნდა მოვიქცეთ: ცხელ (65-750C ტემპერა-ტურის) წყალში გავხსნათ 1 ჩაის კოვზი არაჟანი. თუ პროდუქტში არის ხაჭო, ის ჭიქის ფსკერზე დაილექება, სუფთა არაჟანი კი ნალექს არ წარმოქმნის.