რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
გველის სურო - Vinca herbacea Waldst - Барвинок малый

გულის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ იმ სამკურნალო მცენარეებს, რომლებიც შეიცავენ საგულე გლიკოზიდებს; სინთეზური გზით მიღებული პრეპარატები ყველაზე ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდა სწორედ გულის დაავადებების სამკურნალოდ. საგულე გლიკოზიდების შემცველი სამკურნალო მცენარეებიდან მნიშვნელოვან

 

ყურადღებას იპყრობს ქენდირისებრთა ოჯახი. ქენდირისებრნი უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკულ ზონაში. ამ ზონის მცენარეებიდან ფართოდ გამოიყენება სტროფანტის თესლები. სუბტროპიკებში და ზომიერი კლიმატის პირობებში მედიცინაში გამოიყენება იმავე ოჯახიდან ოლეანდრე და ქენდირი, რომლებიც შეიცავენ გულის გლიკოზიდებს.
ჩვენი ფლორის ქენდირისებრთა ოჯახიდან ყურადღებას იქცევს გველის სურო.
გველის სურო მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა წვრილი ჰორიზონტალური ფესურით, სიგრძით 50-70 სმ, რომელიც მუხლებში გამოიღებს ვერტიკალურ ფესვებს. ვეგეტატიური ღეროები მიწაზეა გართხმული. სიგრძით 100-150 სმ, ნიადაგში ფესვგადგმული, გენერაციული ღეროები სწორმდგომია, სიმაღლით 30-35 სმ. ფოთლები მოპირისპირეა, ელიფსური, წვეტიანი წვეროთი (იშვიათად ბლაგვი), პრიალა, ზევიდან მწვანე, ქვევიდან - მონაცრისფრო-მწვანე, ყვავილები არ არის მრავალრიცხოვანი, მოთავსებულნი არიან ფოთლების უბეებში, გრძელ ყუნწებზე. გვირგვინი მილისებრ-ძაბრისებრია, მუქი-ლურჯი ფერის, ხუთად დაყოფილი. ნაყოფი მოგრძოა როგორც ორმაგი ჭოტი, ცილინდრული ფორმის, მრავალი, ხაოიანი. ყვავილობს აპრილ-მაისში.
გველის სურო გავრცელებულია ბუჩქნარებში, ტყის პირებში და სტეპებში.
სამკურნალოდ გამოიყენება გველის სუროს ფოთლები. მათ აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. ფოთლებს კრეფენ ხელით ან ჭრიან მთელ მცენარეს ნამგლით და გაშრობის შემდეგ აცლიან ფოთლებს.
გველის სუროს შემადგენლობაში შედის ალკალოიდები - ვინკამინი, იზოვინკამინი, რეზერპინი, ჰერბადეინი, პუბესცინი და სხვა. აღმოჩენილია გლიკოზიდი ვინკოზიდი, სათრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები (რობინინი), ტრიტერპენი.გველის სუროს ალკალოიდებს, რომელთა ბაზაზეა მიღებული პრეპარატები  - ვინკაპანი, დევინკანი და სხვა. იყენებენ I და II სტადიის ჰიპერტონული დაავადებების, თავის ტვინის ათეროსკლეროზის დროს, აგრეთვე იმ დაავადებების შემთხვევაშიც, რომლებსაც თან ახლავს თავის ტვინის სპაზმები; კარგი თერაპიული ეფექტი შეიმჩნევა ნევროგენული და შეტევის მაგვარი ტაქიკარდიის დროს. მასში შემავალი ალკალოიდი ვინინი მკვეთრად ამცირებს სისხლის წნევას.
გველის სუროს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებენ. მასზე, როგორც სამკურნალო მცენარეზე, წერდნენ ანტიკური ავტორები – პლინიუს უფროსი და დიოსკორიდი. საქართველოში მას იყენებდნენ როგორც შემკვრელ, სისხლისდენის შემაჩერებელ, ჭრილობის შემახორცებელ და სისხლის გასასუფთავებელ საშუალებას.
გველის სუროს იყენებდნენ აგრეთვე ცხვირიდან, ფილტვებიდან, საშვილოსნოდან სისხლის დენის, ფაღარათების, ციების, მალარიის, ხველის დროს და ა.შ. მის ნახარშს გარეგან საშუალებად კომპრესების სახით ხმარობენ ეგზემების, გამონაყარების დროს. გველის სუროს ნახარშს ივლებენ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებისას და კბილის ტკივილის დროს.
გველის სურომ დიდი პოპულარობა მოიპოვა XVIII საუკუნის ბოლოს, მას შემდეგ, რაც მის შესახებ დაწერა ჟან-ჟაკ რუსომ თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში "აღსარება". გველის სუროს დიდი სიცოცხლის უნარი აქვს, ამიტომ ადრეულ წლებში ჯადოსნურ თვისებებს აწერდნენ. მას თვლიდნენ მარადიულობისა და ერთგულების სიმბოლოდ.
გველის სუროს ნახარშის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. გადმოდგით, გაწურეთ. შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. აღნიშნული ნახარში მიიღეთ ერთი დღის განმავლობაში 3-4 ჯერზე.

სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.