რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ექიმები ხუმრობენ
რუბრიკის სტუმარია თერაპევტი მამუკა სეხნიაშვილი.  ნარკოლოგიური საავადმყოფო. ექიმი - ექთანს: "აბა, როგორ გრძნობს თავს ჩვენი ავადმყოფი?" "უკვე გონზე მოვიდა, ექიმო. ყოველ შემთხვევაში, სულ ახლახან წამლის ზედაპირიდან ქაფის მოცილება სულის შებერვით სცადა..."  "რა მოხდა? - ჰკითხა ფარმაცევტმა რამდენიმე წუთით აფთიაქის დახლთან დატოვებულ კოლეგას, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა, - შენ რა, დალიე თუ რაიმე წამალი მიიღე?" "არა, მსგავსი არაფერი ჩამიდენია, უბრალოდ… გახსოვს, გასულ ზამთარს ჩვენთან მილები რომ გაიყინა და გასკდა?" "მახსოვს, მერედა რა მოხდა?" "ცოტა ხნის წინ, აი, ის სანტექნიკოსი იყო მოსული გაციების საწინააღმდეგო წამლის წასაღებად, რომელმაც ეს უვარგისი მილები შემოგვაპარა".
რუბრიკის სტუმარია უროლოგი კახაბერ მეძმარიაშვილი. მოხუცებულთა თავშესაფართან სამი ხანდაზმული ქალი იჯდა. საღამო ხანს მათ წინ მოხუცმა მამაკაცმა ჩაიარა. ერთ-ერთმა ქალმა მას მიმართა: "გინდა, სანაძლეო დავდოთ, რომ შენს ასაკს ზუსტად გამოვიცნობთ?" "ვერ გამოიცნობთ, თქვე ბებრებო!" - უპასუხა კაცმა. "თუ შარვალს ჩაიწევ, ზუსტად გეტყვით, რამდენი წლის ხარ!"  სიმორცხვეს სანაძლეოს მოგების სურვილმა სძლია და კაცმა შარვალი ჩაიწია. ქალებმა რამდენჯერმე მიატრიალ-მოატრიალეს, ადგილზე ახტუნეს და ბოლოს უთხრეს: "ზუსტად 87 წლის ხარ". "როგორ გამოიცანით?" - გაოცდა კაცი. "შე მართლა ბებერო და სკლეროზიანო, გუშინ შენი დაბადების დღე ერთად არ აღვნიშნეთ?!
ნაჩვენებია მე-1 გვერ 10 - დან
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.