„ცხელი ჩაი გადამევლო იქ... ცანცარაზე...“- დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი კურიოზულ ისტორიას იხსნებს
"ტელეფონის ზარი,
- გუგა ექიმი ბრძანდებით?
- დიახ.
- ცხელი ჩაი გადამევლო, - შემომჩივლა მამაკაცმა
- რა ადგილას?
- იქ, ექიმო.
- სად, ბატონო?
- იმაზეე, ექიმო, ცანცარაზე.
- უფ, ეგ რა მოგსვლიათ, უნდა მობრძანდეთ დამწვრობის ცენტრში - გამოვხატე მამაკაცური თანაგრძნობა.
- ვერა, გუგა ექიმო, რაიონში ვარ.
- მაშინ ფოტო იქნებ გადმომიგზავნოთ (მივენდე ტექნოლოგიებს), Viber-ით, ან Facebook-ით პირადში.
- ეხლავე, ექიმო. ოღონდ მომარჩინე.
რაღაც დროის მერე შევდივარ ჩემს პირად კედელზე და რას ვხედავ, ცანცარას ფოტოს, ერთი შეხედვით დამწვრობის რომ არ ეტყობა არაფერი ))))
ტელეფონის ზარი....
- ნახეთ, გუგა ექიმო?
- კი, ვნახე და მადლობა, რო არ მომნიშნეთ....
სანამ წაიშლებოდა, ცანცარას ფოტომ 20 მოწონება დაიმსახურა", - წერს გუგა ქაშიბაძე.