დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ჩემი და გამუდმებით მირჩევდა, მესვა გრეიპფრუტისგან მომზადებული წამალი, რადგან ქოლესტერინი მომატებული აღმომაჩნდა. თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, მეზარებოდა, ამიტომ თვითონვე მომიმზადა და მეც თვინიერად მივიღე. შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა - რამდენიმე ხნის შემდეგ სისხლში ქოლესტერინის დონის მაჩვენებლებმა საგრძნობლად დაიწია. გრეიპფრუტში დიდი რაოდენობით არის ასკორბინის მჟავა (ჩ ვიტამინი), რომელიც აძლიერებს და არეგულირებს ქოლესტერინულ ცვლას. გარდა ამისა, ეს ვიტამინი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ, თავდაცვით ძალებს.

  • აიღეთ 3-3 ცალი საშუალო ზომის გრეიპფრუტი და ლიმონი, დაჭერით სქლად და კურკები გამოაცალეთ. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 3 სადილის კოვზი თაფლი, აურიეთ, ნარევი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და 24 საათით სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე დადგით. მიიღეთ 1-2 ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მკურნალობა ასეთი სქემით მიმდინარეობს: 1 კვირა წამალს იღებთ, მეორე კვირას ისვენებთ, შემდეგ ისევ იღებთ. მას, ვისაც გასტრიტი ან კუჭის წყლულოვანი დაავადება აქვს, ანდა, უბრალოდ, ალერგიის გამო ვერ იტანს ციტრუსებს, ეს წამალი, სამწუხაროდ, არ გამოადგება, დანარჩენებს კი მისი მიღება თამამად შეგიძლიათ.

დიაბეტს ჭინჭარი შველის

წინათ მეგონა, შაქრიანი დიაბეტი მათ ემართებოდათ, ვინც დიდი რაოდენობით ტკბილს მიირთმევდა. ეს დიაგნოზი ჩემს დედამთილს რომ დაუსვეს, მაშინღა შევიტყვე, რომ ტკბილეულს ბრალი არ მიუძღვის - თურმე ამ დროს კუჭქვეშა ჯირკვალი აღარ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ინსულინს ანდა, უბრალოდ, მცირდება უჯრედების მიმღებლობა ამ მეტად საჭირო ჰორმონის მიმართ. გლუკოზა ორგანიზმის თავისებური საწვავი ყოფილა, ინსულინი კი გასაღები, რომელიც უჯრედებს გლუკოზის მისაღებად აღებს. ჩემი დედამთილი პირველ ხანებში აქტიურად იღებდა ყველა წამალს, რომლებიც ექიმმა გამოუწერა. შემდეგ პარალელურად სამკურნალო მცენარეების გამოყენებაც დაიწყო. მის აფთიაქში საპატიო ადგილი ეკავა ჭინჭარს - მცენარეს, რომელსაც მრავალი ჩვენგანი გვერდს ისე ჩაუვლის, ვერც კი წარმოიდგენს, რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ მსუსხავ ბალახს. დღეს დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სამკურნალო თვისებებით იგი არც ერთ მცენარეს არ ჩამოუვარდება. სპეციალისტებმა მასში მაღალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე 100-მდე ნაერთი აღმოაჩინეს. ჩვენში ჭინჭარს ისეთი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, რომელთა დროსაც დაქვეითებულია დაავადების გამომწვევი ფაქტორებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი. სასარგებლოა იგი სისხლდენებისა და ანემიების დროს, რადგან ზრდის სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობას. დადგენილია მისი დადებითი გავლენა ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ორგანოების ფუნქციობაზე. კარგია ტუბერკულოზის დროსაც. მაგრამ ის, რომ ამ მცენარის ფოთლები სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, ბევრმა არ იცის.

  • ჭინჭრის 100 გრამი ნედლი ფოთოლი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხათ 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამით და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. 10-14 დღეზე მეტხანს ნაყენის სმა არ შეიძლება, რადგან ჭინჭარი ზრდის სისხლის შედედების უნარს. ერთ კურსს რომ ჩაიტარებთ, შეგიძლიათ, იმავე წესით მოამზადოთ კრაზანას, მარწყვის ან ხენდროს ფოთლების ნაყენი.

პერიოდულად აუცილებელია სისხლში შაქრის დონის გაზომვა.

სასწაულმოქმედი ქრისტესისხლა

გამარჯობა, ძვირფასო რედაქციავ. მკითხველთა წერილებს დიდი ხანია გატაცებით ვკითხულობ, მე თვითონ არასდროს მიმიწერია, მაგრამ ამჯერად ცდუნებას ვერ გავუძელი და გადავწყვიტე, ამ კეთილ საქმეში მოკრძალებული წვლილი მეც შემეტანა. ამ ზაფხულს გადავწყვიტე, საზამთროდ ატმის კომპოტი გამეკეთებინა. როდესაც ქილას ვხუფავდი, კიდე მოემტვრა, ამოყირავდა და ქაფქაფა წყალი ზედ გადამესხა. აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. საათ-ნახევარი ვენტილატორის წინ გავატარე. მერე ავიღე ქრიტესისხლა, ბამბა მის წვენში დავასველე და დამწვარი კანის ნაზად წმენდა დავიწყე. დაფუფქული კანი ნელ-ნელა მცილდებოდა და თითქოს ტკივილიც იკლებდა. ბოლოს დავმშვიდდი და ცოტა ხნით ჩამეძინა. რომ გამეღვიძა, კიდევ ერთხელ გავიწმინდე დამწვარი კანი. ასე გავაგრძელე დაახლოებით 10 დღე. დამწვარი ადგილისთვის ქრისტესისხლას წვენის გარდა არაფერი მიმიკარებია და ისე მოშუშდა, ნაწიბურიც არ დარჩენილა. კარგად გახსოვდეთ ერთი რამ: ქრისტესისხლას წვენში დასველებული ბამბა დამწვარზე კი არ უნდა დაიდოთ, არამედ ნაზად უნდა გაიწმინდოთ მტკივანი არე, როდესაც შეშრება, ისევ გაიწმინდოთ და ასე შემდეგ.

  • მას შემდეგ ყოველთვის მაქვს შინ ქრისტესისხლას წვენი: როგორც კი მცენარე აყვავდება, ფესვიანად ვგლეჯ, ვრეცხავ, ვაშრობ, ვჭრი და ხორცსაკეპ მანქანაში ვატარებ. შემდეგ ვწურავ, წვენს მინის ბოთლში ვასხამ და თავზე რამეს ვაფარებ (მჭიდროდ დაცობა საჭირო არ არის). წვენი დუღილს დაიწყებს, დაახლოებით 5-6 დღე დუღს, შემდეგ გადავასხამ, გადავწურავ და ვინახავ გრილ ადგილას, ზოგჯერ მაცივარშიც. წვენი 1-2 წელი ძლებს.

არყის ხის ყვავილების წვენი ცისტიტის წამალია

ზამთარში გავცივდი, დამეწყო გახშირებული შარდვა, წვა და ტკივილი შარდვის დროს. ისე ცუდად ვიყავი, რომ საპირფარეშოში შესვლისა მეშინოდა. ჩავიცვი თბილად, დავითბილე ფეხები და ჩავწექი, საღამოს კი მეზობელმა შემომიტანა არყის წვენი, თან მასწავლა, როგორ უნდა მიმეღო და მომემზადებინა.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული არყის ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

არყის წვენი ასტიმულირებს თირკმელების ფუნქციას, წმენდს შარდის გამომყოფ გზებს და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

შავ წერტილებს შვრია მოგაცილებთ

კარგა ხანია, გარდატეხის ასაკიდან გამოვედი, სახის კანის პრობლემებს, მუწუკებსა და ფერიმჭამელებს, თითქოს აღარ უნდა შევეწუხებინე, მაგრამ ეს შავი წერტილები ვერაფრით მოვიშორე. საბედნიეროდ, ჩემმა მეგობარმა, კოსმეტოლოგმა, შვრიის საშუალებით მათი მოშორება მასწავლა.

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი შვრია, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი სასმელი სოდა და 1 სუფრის კოვზი მასა გახსენით თბილ წყალში, ფაფის მიღებამდე. ეს ფაფა თითებით წაისვით სახეზე და მსუბუქად, წრიული მოძრაობებით დაიზილეთ, სანამ კანიდან არ ჩამოსრიალდება. ჩამოიბანეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. საკმარისია პროცედურა გაიმეოროთ კვირაში 1-ხერ.

კომბოსტო-თერაპია კვლავ აქტუალურია

უამრავი რამ მქონდა წაკითხული კომბოსტოს მარგებლობის შესახებ, მაგრამ არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ გამოვცადე. ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა: დედაჩემს ფეხზე, მუხლის ზევით, დიდი ზომის წანაზარდი გამოუვიდა. ხელის დადებაზეც სტკიოდა და შეუხებლადაც. ორი თვე რით აღარ უმკურნალეს ექიმებმა - ერთი მალამო რომ არ შველოდა, ახლა მეორეს დაადებდნენ, მერე - მესამეს და ასე... ერთ საღამოს შეწუხებულმა დედამ თავისი გასაჭირი მეზობელს შესჩივლა, მან კი ურჩია, მტკივან ადგილზე ნედლი კომბოსტოს ფურცელი დაედო. 12 დღის განმავლობაში იტარებდა დედა კომბოსტოთერაპიას. ყოველ დილით თავად ვადებდი წანაზარდზე კომბოსტოს ფოთოლს, მეორე დილით კი ვუცვლიდი. მე-13 დღეს წანაზარდის ირგვლივ წითელი წერტილები გაჩნდა. მეზობლისგან ვიცოდი, რომ ეს კარგის ნიშანი იყო. რამდენიმე დღეში წითელი წერტილები კანის ზევით გაიხსნა, წანაზარდისგან აღარაფერი დარჩა, ყველაფერი უკვალოდ გაიწოვა.


როგორ ავივსოთ ენერგიით

უკვე რამდენიმე წელია, რაც არომათერაპიით ვარ გატაცებული. მიყვარს, როდესაც ოთახს ნაზი სურნელი ავსებს. სტუმრები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ჩემს სახლში თავს მყუდროდ გრძნობენ და წასვლასაც არავინ ჩქარობს. სტუდენტობისას, სესიების პერიოდში, ვიყენებდი ლიმონის ზეთსა და არომატულ ჩხირებს, რათა მთელი ღამე არ დამძინებოდა და გამოცდებისთვის ენერგიულად მოვმზადებულიყავი. აზროვნებასა და მეხსიერების მობილიზებაში მეხმარება პიტნისა და ფიჭვის სურნელი. შემთხვევით შევიტყვე, რომ ძილიანობას შველოდა სალბი. ზამთარში გავცივდი და ყელის ტკივილს რომ არ შევეწუხებინე, სალბის ფურცლების ჩაი დავლიე. ჩემდა გასაოცრად, რამდენიმე წუთში ისეთი ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი, თითქოს მაგარი შავი ჩაი ან ყავა დამელიოს. მეორე დღესვე მოვიძიე ლიტერატურა სალბის შესახებ და აღმოვაჩინე, რომ ანტისეპტიკურთან ერთად სალბს ნერვული სისტემის აღმგზნები თვისებებიც აქვს, იწვევს ენერგიის მოზღვავებას და ძილსაც აფრთხობს. მას შემდეგ შინ მუდამ მაქვს სალბიც. მისი სურნელით მაშინ ვტკბები, როდესაც ენერგიით ავსება მინდა. არომათერაპია მართლაც სასარგებლო და ხელმისაწვდომი საშუალებაა, მაგრამ ალერგიულებს მასთან სიფრთხილე მართებთ!

კოჟრებს ხახვის ფურცლით მოიშორებთ

ალბათ, ბევრმა იცის, რა შემაწუხებელია კოჟრი და რა ძნელია მისი მოცილება. ვიდრე კოჟრი კანის ღრმა შრეში შეაღწევს, სისტემატურად უნდა იკეთოთ საპნიან-სოდიანი აბაზანა, ხოლო თავად კოჟიჟზე შეიძლება დაიდოთ წინასწარ დამუშავებული ხახვის ფურცელი.:

  • ხახვი გაფცქვენით, შუაზე გაჭერით, მოათავსეთ მინის ქილაში და დაასხით ღვინის ძმარი. დადგით სითბოში 1 დღე-ღამით, შემდეგ ამოიღეთ. კოჟრზე დაიდეთ თითო ფურცელი დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს.

როგორ განვკურნე ქმარი ბუასილისგან

როდესაც მეუღლეს ბუასილის დიაგნოზი დაუსვეს, ვიფიქრე, ოპერაციის გარეშე ვერ გადავრჩებოდით. მაინც დავიწყე ხალხური საშუალებების ძებნა. მოვიძიე სხვადასხვა რეცეპტი, რამდენიმე მათგანი გამოვიყენეთ კიდეც, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ, ალბათ, დაავადება შორს იყო წასული და იმიტომ. ერთხელ მული გვესტუმრა. რასაკვირველია, მოვუყევი ამ ამბავს. სწორედ მან მასწავლა რეცეპტი:

  • ჭიქაში ჩაასხით 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი და გაათბეთ წყლის აბაზანაზე. მოჭერით დაახლოებით ხელის თითის ოდენა ალოეს ფოთოლი, მოაცილეთ წამახვილებული კიდეები, ამოავლეთ თბილ, გამლღვალ ნარევში და მოათავსეთ ანუსში. ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შვება თითქოს არც ისე შესამჩნევი იყო, მაგრამ თანდათანობით დაავადებამ უკან დაიხია. მკურნალობას დასჭირდა თვეზე ცოტა მეტი, მაგრამ შედეგი აღმოჩნდა ძალიან კარგი. მომზადებული ნარევი ჩემს მეუღლეს მთელი კურსის განმავლობაში ეყო.

ეს იყო 2 წლის წინ. მეუღლე ჯერჯერობით ჰემოროის აღარ შეუწუხებია.

ამოსახველებელი მცენარეული საშუალება

გაციებასთან ერთად მეწყება ხველა, რომელიც რამდენიმე კვირა აღარ მანებებს თავს. ჩვენი ტელევიზიები უამრავ ამოსახველებელ და ხველების საწინააღმდეგო საშუალებას უკეთებენ რეკლამას, მაგრამ მე ამ ბუნებრივ საშუალებას ვამჯობინებ, რადგან რამდენიმეჯერ გამოვცადე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი:

  • აიღეთ 500 გ ხახვი, 400 გ შაქარი, 1ლ წყალი და 50 გრამი თაფლი. გარჩეული, გარეცხილი ხახვი წვრილად დაჭერით და მოათავსეთ წყლიან ქვაბში. დაუმატეთ შაქარი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 3 საათის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ და თაფლი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, ჩაასხით ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ თავი და მიიღეთ 4-5 სუფრის კოვზი ჭამის შემდეგ.

ყურების შუილის დროს შვებას ნიორი მოგგვრით

რამდენიმე წელია, მაწუხებს ყურების შუილი. ვიყავი ექიმთან, ჩავიტარე გამოკვლევები, დამინიშნეს მკურნალობა. ამას წინათ პენსიის ასაღებად ვიდექი რიგში, სადაც იქ მყოფ ქალბატონებს გავესაუბრე და ჩემი გასაჭირიც ვახსენე. ერთ-ერთმა მათგანმა ასეთი საშუალება მასწავლა:

  • აიღეთ 3 დიდი კბილი ნიორი, გახეხეთ, ამ ფაფას დაასხით 2 სუფრის კოვზი პროპოლისის 30%-იანი სპირტხსნარი, გააჩერეთ 5 დღის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ. ამ წამლით დაიზილეთ თავის ქალა ყურების უკან დღეში 2-3-ჯერ.

გინგივიტის დროს

პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემები რამდენიმე წელია მაწუხებს. ამას წინათ კბილების გამოხეხვის შემდეგ სისხლიც შევნიშნე. სტომატოლოგმა გინგივიტის დიაგნოზი დამისვა. ამ პრობლემას მე ქრისტესისხლას ნაყენით ვუმკლავდები:

  • აიღეთ 1 წილი ქრისტესისხლა და 1 წილი კალენდულა. 1 ჩაის კოვზ ამ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ნაყენი გააჩერეთ 4 საათი, გადაწურეთ და გამოივლეთ დღეში 2-ჯერ პირის ღრუში 1 კვირის განმავლობაში.

ართროზს ლიმონით, შვრიითა და კვერცხის ცილის საშუალებით ვუმკლავდები

მინდა გასწავლოთ, როგორ ვმკურნალობ შინაური საშუალებებით ართროზს.

  • ლიმონს ვჭრი 1 სმ სისქის ნაჭრებად და ამ ნაჭრებით ვიზელ მტკივან სახსრებს. მარილოვანი წანაზარდები გაიწოვება. მკურნალობის კურსი 1 თვეა.
  • ეფექტურია ასევე შვრიის კომპრესები: 1 ჩაის ჭიქა შვრიას ვასხამ 2 ჩაის ჭიქა წყალს, ვდგამ ნელ ცეცხლზე და ვადუღებ 10 წუთის განმავლობაში. ვიკეთებ ამ ფაფის კომპრესს და ვიჩერებ 1 საათის განმავლობაში. ტკივილი სწრაფად გაივლის.
  • კიდევ ერთი რეცეპტი: აიღეთ 50 გრამი ქაფური, გახსენით 100 გრამ სპირტში, დაუმატეთ 50 გრამი მდოგვის ფხვნილი და კარგად აურიეთ. ცალკე ათქვიფეთ 2-3 კვერცხის ცილა და დაუმატეთ ნარევს. მალამო მზადაა. მას მტკივან სახსრებზე ვისვამ.