მცენარეული წამლები და საკვები მეხსიერების სამსახურში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მცენარეული წამლები და საკვები მეხსიერების სამსახურში

მით მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მეხსიერების შენარჩუნებას. მეხსიერების გასაუმჯობესებელი საშუალებებისადმი ინტერესმა სათავე დაუდო მეცნიერულ კვლევას. ხანგრძლივმა ძიებამ საშუალება მისცა სწავლულებს, მიეგნოთ იმ საკვებისა თუ სასმელებისთვის, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს მეხსიერებასა და ინტელექტზე. ტვინს, ისევე როგორც ადამიანის სხვა ორგანოებს,  განსაკუთრებული კვება სჭირდება. ჩვენ მიერ შედგენილი რაციონი დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ მეხსიერება, რეაქცია, კონცენტრაციის უნარი, რაც, დაგვეთანხმებით, დღეს ძალზე აქტუალურია.

დიდი ხანია ვამჩნევ, რომ, თუმცაღა არცთუ ისე ასაკოვანი ვარ, 45 წლის, - მეხსიერება უკვე მღალატობს: მავიწყდება ჩემი პროფესიისთვის აუცილებელი დეტალები, ნაცნობთა სახელები... გთხოვთ, თქვენი ჟურნალის საშუალებით გვესაუბროთ იმ სამკურნალო მცენარეებისა და საკვების შესახებ, რომლებიც მეხსიერებას აუმჯობესებს.

რა არის საჭირო ტვინის სრულფასოვანი კვებისთვის

წყალი

როგორც ამბობენ, წყალი საუკეთესო სასმელია, თუ მას სწორად გამოვიყენებთ. ჩვენი ორგანიზმი დაახლოებით 70%-ით წყლისაგან შედგება. ამ მხრივ არც ტვინია გამონაკლისი. მეტიც - ზოგიერთი მონაცემით, ტვინის ქსოვილების 85% წყალია. ორგანიზმისთვის წყლის მნიშვნელობის გაზვიადება შეუძლებელია. რაც შეეხება მეხსიერებაზე მის გავლენას, კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის გაუწყლოება ხელს უწყობს ჰორმონ კორტიზოლის გამომუშავებას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ტვინის თვისებაზე, შეინახოს ინფორმაცია.

მცენარეული საშუალებები

გინგკო ბილობა - ამ ბალახს აღმოსავლეთის ქვეყნებში მეხსიერების პრობლემების სამკურნალოდ უკვე რამდენიმე ათასი წელია იყენებენ. გინგკო აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, რის წყალობითაც ტვინს უფრო მეტი ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიეწოდება. გარდა ამისა, ეს ბალახი ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დაზიანებას. როზმარინი ბუნებრივად ამცირებს ტვინის დაღლილობას. ბოლოდროინდელ კვლევათა შედეგების თანახმად, ის დამახსოვრების უნარს 18%-ით ზრდის. ანტიოქსიდანტები და კარნოზინის მჟავა, რომლებითაც მდიდარია როზმარინი, ხელს უწყობს ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას. ოფისის მოსამსახურეთა გონებრივ მუშაობას როზმარინის სუნიც კი აუმჯობესებს. სალბი მეხსიერების გაუმჯობესების თვალსაზრისით არცთუ უკანასკნელ ადგილს იკავებს. ეს ბალახი ოპტიმიზაციას უწევს ტვინის ქიმიური ნივთიერებების დონეს და მისი უჯრედების აღდგენაში გადამრთველის როლს ასრულებს. ბრიტანელი სპეციალისტები გვირჩევენ, ვსვათ სალბი, რათა გავიუმჯობესოთ მეხსიერება. კვლევები მოწმობს, რომ სალბი თრგუნავს იმ ამინმჟავების მოქმედებას, რომლებიც პასუხს აგებენ მეხსიერების დარღვევაზე. ამ მცენარის საფუძველზე მზადდება ახალი მედიკამენტი ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ. სხვა მცენარეული საშუალებებიდან, რომლებიც ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, შეგვიძლია გირჩიოთ ჟენ-შენი, გოტუ-კოლა და კოჭას ფესვი, ოღონდ გაითვალისწინეთ: მათი დაუფიქრებლად გამოყენება არ ღირს. საერთოდ, სანამ მეხსიერების გასაუმჯობესებლად რაიმე საკვებ დანამატს მიიღებდეთ, კონსულტაცია მკურნალ ექიმთან გაიარეთ.

ჩაი

ჩინეთში ჩაის სამკურნალო თვისებებს უკვე 5 ათასი წელია იცნობენ. ჯერ კიდევ ჩინელმა იმპერატორმა შენ ნუნგმა აღმოაჩინა, რომ მისი ფოთლების ნაყენს მატონიზებელი თვისებები აქვს. ამ ძვირფას თვისებებს ჩაის ანტიოქსიდანტებისა და კოფეინის შემცველობა ანიჭებს. უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პოლიფენოლები (ანტიოქსიდანტები), რომლებიც ჩაის შემადგენლობაში შედის, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კოგნიტურ თვისებებს, კერძოდ, მეხსიერებას. ჩაის შემადგენლობაში შემავალი ტანინი დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენს.

ხილი და ბოსტნეული

ხილი და ბოსტეული შეუცვლელი პროდუქტებია. შეუძლებელია, ჯანმრთელობისთვის უვნებლად უარი ვთქვათ მათზე. ისინი ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების საწყობებია. მრავალი მათგანი შეუცვლელია. ხილსა და ბოსტნეულს შორისაც მრავლად არის ისეთი სახეობები, რომლებიც მეხსიერებას აუმჯობესებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერს. ფერთა კომბინაცია იმ ნივთიერებებზე მიუთითებს, რომლებითაც მდიდარია ეს პროდუქტები. ანტიოქსიდანტი ანტოციანინი (შედის ჭარხლის შემადგენლობაში) და ნასუნინი (იისფერ ბადრიჯანში) იცავს ტვინის ქსოვილის ლიპიდურ შემადგენლობას; ფოლიუმის მჟავა (მუქ მწვანე ბოსტნეულში) თავიდან აგვაცილებს მეხსიერების დაკარგვას, ვაშლის კანი კი შეიცავს ანტიოქსიდანტ კვერცეტინს.

ვაშლი

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერმა თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ ნივთიერებები, რომლებიც ვაშლის წვენის შემადგენლობაში შედის, ტვინის უჯრედებს ოქსიდანტური სტრესისგან იცავს (სწორედ ამ მოვლენას მივყავართ მეხსიერების დაკარგვამდე და ინტელექტის დაქვეითებამდე). მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ვაშლის წვენის ასეთი მოქმედება განპირობებულია ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით. ასე რომ, ვაშლი და ვაშლის წვენი დაგვეხმარება, ნათელი გონება სიბერეშიც შევინარჩუნოთ. ვაშლი გონების კონცენტრირებაშიც გვეხმარება.


მოცვი

მოცვი ყველაზე მდიდარი წყაროა ძლიერი ანტიოქსიდანტებისა - ანტიციანინებისა, რომლებიც ტვინს ასაკობრივი დაავადებისგან იცავს. მოცვით მდიდარი დიეტა აუმჯობესებს მეხსიერებას, აღადგენს წონასწორობას და კოორდინაციას. მოცვის ექსტრაქტი მეხსიერების დროებითი დაკარგვისგანაც გვიცავს. ქიმიური ნაერთები, რომლებიც მოცვის შემადგენლობაში შედის, აუმჯობესებს სისხლძარღვთა კედლების ელასტიკურობას და სასიკეთოდ მოქმედებს სისხლის წნევაზე.

შავი მოცხარი

შავი მოცხარი წყაროა ჩ ვიტამინისა, რომელიც გონების მოქნილობას აუმჯობესებს. ახალზელანდიელი მეცნიერები იმასაც ამტკიცებენ, რომ შავი მოცხარის კომპონენტები - ანტიციანინები და პოლიფენოლები - ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკას ახდენს.

პომიდორი

პომიდორი შეიცავს ლიკოპენს - ანტიოქსიდანტს, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს - ეს უკანასკნელნი აზიანებენ ტვინის უჯრედებს და ჭკუასუსტობას იწვევენ. გარდა ამისა, პომიდორი მდიდარია მელატონინით, რომელიც ანელებს ტვინის დაბერების პროცესს, ხოლო ფლავონოიდები, თავიდან გვაცილებს მიოკარდიუმის ინფარქტს.

ბროკოლი

ბროკოლი წყაროა კ ვიტამინისა, რომელიც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. მის შემადგენლობაში შედის ბორიც - ამ მიკროელემენტის დეფიციტი ტვინის აქტივობის დაქვეითებას იწვევს.

გოგრის თესლი

თესლი შეიცავს თუთიას, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და ტვინს უფრო სწრაფად აზროვნებას აიძულებს. ნახევარი ჭიქა გოგრის თესლში ამ მიკროელემენტის სადღეღამისო დოზაა.

ისპანახი

ისპანახი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ასევე - უჯრედისით. კვლევები მოწმობს, რომ კვების რაციონში დიდი რაოდენობით ისპანახის ჩართვა აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, ზრდის სისხლძარღვთა დაზიანებისადმი ტვინის წინააღმდეგობის უნარს. ისპანახი `მუხტავს~ მეხსიერებას და თავიდან გვაცილებს დაბერებით გამოწვეულ ჩავარდნას ნერვული სისტემის მუშაობაში. ისპანახი შეიცავს ლუთეინს, რომელიც ტვინის უჯრედებს დაშლისგან იცავს. სპეციალისტები გვირჩევენ, ხშირად მივირთვათ ისპანახის ომლეტი, რათა ტვინმა დიდხანს შეინარჩუნოს ნორმალური მდგომარეობა.

ტკბილი კარტოფილი (ტოპინამბური)

ამ ყვითელ ბოლქვებს მხოლოდ სასიამოვნო გემო კი არ აქვს, არამედ მდიდარია ტვინისთვის სასარგებლო ნივთიერებებითაც. სახელდობრ, ბ6 ვიტამინით, ნახშირწყლებითა და ანტიოქსიდანტებით. იგი ტვინს ენერგიით ამარაგებს და თავისუფალი რადიკალებისგან იცავს.

კაკალი, პარკოსნები და მარცვლეული

კაკალი ტყუილად როდი წააგავს ტვინის ხვეულებს - იგი გონებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მდიდარია ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით. კაკლის შემადგენლობაში შედის ლეციტინი, რომლიც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ააქტიურებს მეხსიერებას. 5 ცალი კაკლის გული ჩ ვიტამინის სადღეღამისო ნორმაა, რომელიც აუცილებელია აზროვნებითი პროცესებისთვის. კაკალი აფერხებს ტვინის დაბერებას. ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ იგი ძალიან სასარგებლოა რადიაციული ფონის მომატებისას. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კაკალი მძიმე საკვებია და მის გადასამუშავებლად ორგანიზმი მნიშვნელოვან ენერგიას ხარჯავს. ამავე დროს კაკალი ძალიან კალორიულია (ენერგეტიკული ღირებულებით 1,5-ჯერ აღემატება ღორის ხორცს), ამიტომ ვისაც გახდომა სურს, კაკლით გატაცებას არ ვურჩევთ. მეხსიერებისთვის არანაკლები სარგებლობა მოაქვს მარცვლეულს, მათ შორის - სელის თესლსა და ხორბალს. სელის თესლი მდიდარია ომეგა-3 მჟავებით და ამ საკვები ნივთიერებების უნივერსალურ წყაროს წარმოადგენს. ბოჭკოების უხვი შემცველობა საშუალებას გვაძლევს, სელის თესლი ნებისმიერი მარცვლეული პროდუქტის დანამატად გამოვიყენოთ. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს კულინარიაში ცხიმოვანი მჟავების აუცილებელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კანაფის ბურღული დღეს ნაკლებად არის გავრცელებული, თუმცა ოდესღაც ის ერთ-ერთ ძირითად ბურღულს წარმოადგენდა. საერთოდ, კანაფი ძვირფასი მცენარეა - როგორც საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით, ასევე საკვებადაც. მისი ბურღული მდიდარია ცილებითა და ცხიმებით, ხოლო კანაფის ზეთზე ლეგენდები დადის. მას, ისევე როგორც სელის ზეთს, მეხსიერების გაუმჯობესების უნარი შესწევს. ხორბლის ჩანასახები დიდი რაოდენობით შეიცავს ე ვიტამინს და სელენს. ორივე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია. გარდა ამისა, ჩანასახოვან ხორბალში შედის ქოლინი (ბ4),  რომელიც ანელებს მეხსიერების ასაკობრივ დაქვეითებას და ხელს უშლის ჭკუასუსტობის განვითარებას. სოიის ცილა ზოგიერთი პროდუქტის შემადგენლობაში ასტიმულირებს ტვინის უჯრედებში ნერვული იმპულსების გადაცემას და უზრუნველყოფს ტვინის დამატებით კვებას. ის არაჩვეულებრივია ვიზუალური ჩვევებისა და ვერბალური მეხსიერების გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს აზროვნების მოქნილობას. მაგრამ ყველა სოია სასარგებლო როდია - ერიდეთ გენმოდიფიცირებულს.


თაფლი

თაფლი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. მისი ჭარბი მიღება არასასურველია, მაგრამ ის შეიძლება რაფინირებული შაქრის შესანიშნავ ალტერნატივად იქცეს. თაფლი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობს ტვინის მუშაობას, ამშვიდებს გონებას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

თევზი

თევზი მდიდარია იოდით, რომელიც ტვინისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, იგი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციას. შედეგად გული და ტვინი შვეიცარიული საათივით მუშაობს. განსაკუთრებით ძვირფასი საკვებია ორაგული, ყვითელფარფლიანი თევზი, სარდინი, ქაშაყი, სკუმბრია, კალმახი. მათი ხორცი, ისევე როგორც კანაფის ბურღული და სელის თესლი, ომეგა-3 მჟავების მდიდარი წყაროა. უხვად შეიცავს ვიტამინ ბ6-საც. ორივე ეს ნივთიერება ძალზე სასარგებლოა ტვინისთვის, აუმჯობესებს მეხსიერებას, გვიცავს ალცჰაიმერის დაავადებისა და კოგნიტიური ფუნქციის სხვა ასაკობრივი გაუარესებისგან. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თუ ყოველდღე მივირთმევთ 100 გრამ თევზს, ჩვენი რეაქციის სისწრაფე შესამჩნევად გაუმჯობესდება. თუ თევზს კვირაში ერთხელ მაინც ჩართავთ რაციონში, შეამცირებთ ალცჰაიმერის დაავადების რისკს.

კვერცხი

კვერცხი ცილის, ამინმჟავებისა და ცხიმების წყაროა. იგი შეიცავს შეუცვლელ ნივთიერებებს, რომელთა გამომუშავება ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია. მაგრამ კვერცხი მძიმე საკვებია, ამიტომ მისი მიღებისას ნუ გადააჭარბებთ, ეცადეთ, იგი სხვა რამით ჩაანაცვლოთ.

კაკაო

კაკაოს მარცვლები შეიცავს ანტიოქსიდანტ ფლავანოლს, რომელიც აუმჯობესებს ტვინის სისხლის მიმოქცევას და იცავს მას ჟანგვითი პროცესებისგან, რომლებსაც ალცჰაიმერის დაავადებამდე მივყავართ. მედიკოსები მოხუცებულებს ურჩევენ, დღეში 1 ჭიქა კაკაო მიირთვან.

ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი მონოუჯერი ცხიმოვანი მჟვების წყაროა. იტალიელმა მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მოსახლეობა ასაკობრივ ინტელექტუალურ დარღვევებს ნაკლებად უჩივის. აღმოჩნდა, რომ ხმელთაშუა ზღვის საკვები მდიდარია სწორედ ამ ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც ტვინს დარღვევებისგან იცავს. ამასთან ერთად, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ზეითუნის ზეთი აქვეითებს სისხლის წნევას და ქოლესტერინის დონეს.

წითელი ღვინო

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ წითელი ღვინო ზრდის ტვინის უჯრედების იმუნურ დაცვას. სხვა მკვლევრები იმაზეც მიუთითებენ, რომ მცირე რაოდენობით ღვინო ტვინისთვის სასარგებლოა. კერძოდ, იგი აქვეითებს ასაკობრივ ცვლილებებს ტვინის სისხლძარღვებში და ამცირებს ინსულტის რისკს. მაგრამ ეცადეთ, ზომიერებამ არ გიღალატოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტვინი, პირიქით, დეგრადირებას დაიწყებს.

ექსპერტის კომენტარი

გონებრივი მუშაობისთვის სტიმულს მხოლოდ ყავასა და კოფეინშემცველ სასმელებში ნუ დაუწყებთ ძებნას; არსებობს მცენარეული ალტერნატივაც. მაგალითად, ამ მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ჩინური ლიმონურას ფოთლები - დავაყენოთ და ჩაისავით ვსვათ. ეს დაგვეხმარება ძალ-ღონის შენარჩუნებაში ძლიერი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს. შრომისუნარიანობას ამაღლებს ჟენ-შენიც - ნაყენის წვეთები წყალში უნდა გააზავოთ და დალიოთ. მნიშვნელობა არ აქვს, კვების რომელ ტიპს მისდევთ; მთავარია დაიცვათ ორგანიზმში ვიტამინების, მინერალებისა და სხვა ნივთიერებების ბალანსი. ჰარმონია ჩვენს ორგანიზმში ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღის საფუძველია.